საქართველოს პატრიარქი დააჯილდოვეს

სასულიერო აკადემიამ პატრიარქს ჰონორის კაუზას საპატიო დიპლომი გადასცა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ის მთელი ცხოვრება ეკლესიას ემსახურება და ამ ყველაფრისთვის ძალას ქართველი ერი აძლევს.

„მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია. მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, არის მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ესაა მთავარი მიზანი და ამ ერთობაში ყოველთვის ჩვენი ერი მაძლევს ძალას. ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი წოდების მონიჭებისთვის“ – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაჯილდოების ცერემონიაზე.

მსგავსი თემები