„ეს არის უმძიმესი ბრალდება”, – “თავი შეიკავეთ ყველამ” – მიმართვა სასულიერო პირებს

„საუბარია 200 00 – იან მასშტაბის რუქებზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს გაიცა. ჩემთან ეძებდნენ თუ რაიმე დაკავშრებული იყო თუ არა ამ საკითხთან, რატომღაც ეჭვები წამოვიდა თავდაცვის სამინისტროდან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“საგარეო საქმეთა სამინსიტროს, მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ივერი მელაშვილმა განაცხადა.

ივერი მელაშვილი თითქმის 25 წელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსად, კომისიის წევრად და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა, თუმცა მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი, როცა საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. მთავარი ნივთმტკიცების სახით სისხლის სამართლის საქმეში დევს 1936-1937 წლების რუკა, რომელსაც კარგად იცნობს 2 ოქტომბერს პროკურატურაში დაკითხული ივერი მელაშვილი.

„ეს არის უმძიმესი ბრალდება თავი შეიკავეთ ყველამ, მივმართავ სასულიერო პირებსაც, საუბარია იმ ბრალდებაზე, რომელიც წამოვიდა თავდაცვის სამინისტროდანაც, საქმე ეხება 200 00 – იან მასშტაბის რუქებს, საბჭოთა კავშირის დროს გამოცემულებს. ჩემთან ეძებდნენ თუ რაიმე დაკავშირებული იყო ამ საკითხთან ყველანაირი, რუქას და მასალას, რატომღაც ეჭვები წამოვიდა თავდაცვის სამინისტროდან.

სისტემას გააჩნია თავისი ცდომილებები, ეს შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა წაიკითხოს საიტებზე და მოძებნოს ეს რუქები, მოახდინოს მათი შედარება სხვა რუქებთან, ეს ჩვენთვის აღმოჩენა არ ყოფილა, ეს 200 000 – იანი მასშტაბის რუქები მოძიებული იქნა იმ მესაზღვრეების მერ, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობდნენ, ვაკეთებდით ამის ანალიზს და ამ რუქის რამოდენიმე ფურცელიც ამ მოძიების შედეგია.

ამ რუქას გაუკეთა ანალიზი და აღმოჩნდა ის, რომ ერთი და იგივე ელემენტი ამ რუქაზე და სხვა რუქაზე, გეოდეზიური ნიშნული ერთმანეთს, რომ სეადარებს სხვაობა არის საკმაოდ დიდი.

თავის დროზე ამას ჩაუტარდა ანალიზი და გადაიდო გვერდით, რადგან უვარგისი იყო და არგუმენტად ვერ გამოდგებოდა მეორე მხარესთან ჩვენი პოზიციის გასაძლიერებლად და მაშინ შეგნებულად ვთქვით ამ რუქის გამოყენებაზე უარი, ჩვენ ვხელმძღვანელობდით 19 38 წელს დამტკიცებული ხელმოწერილი რუქით და შესაბამისად 10942 – 43 წელს გამოცემული მასალით.

თუ ვინმეს უნდოდა ამის განხილვები, მოხდა 2014 წელსაც, მაშინაც არსებობდა ეს ხალხი და ეჭვები, გამოიძია სადელიმიტაციო კომისიამ ეს იყო კონტრდაზვერვის საქმე და არაფერი აქ არ გამოკვეთილა და გამოიკვეთა რომ ახლიდან იძიებენ იგივეს, მოხდა ჩემთვის წარმოუდგენელი რამ, ან თავდაცვის სამინისტრო რა შუაშია ან პროკურატურა, თუ რამის გარკვევა უნდათ ჯერ ჩაატარონ ექსპერტიზა და თუ დაინახეს, რაღაც არასწორი ხდებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო თავად აღძრავდა საქმეს,“ – განაცხადა ივერი მელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთავევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები