სომხეთი ჯარისკაცებს აგროვებს და ყველას ჯარში აბრუნებს

სომხეთი საომარი მოქმედებების შეწყვეტს არ აპირებს და პირიქით, სამხედრო დანაყოფებს აძლიერებს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  ჯარისკაცებს, რომლებიც დემობილიზებულები იყვნენ, ქვეყნის დასაცავად არმიაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„მათ, ვინც შეინახა თავისი სამხედრო ფორმა, მოვუწოდებთ კვლავ გამოცხადდნენ ფორმით და დოკუმენტებით. დღესდღეობით ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ და თუ ყველა ერთად არ დავდგებით გენოციდის მსხვერპლნი გავხდებით“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები