„დღეს ჩვენ ახალ ისტორიას ვწერთ” – ილჰამ ალიევი

“ჩვენ საკუთარ მიწაზე ვიბრძვით. აზერბაიჯანი უკვე ერთი კვირაა იბრძვის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად,” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი დღეს ახალ ისტორიას წერს.

„დღეს ჩვენ ახალ ისტორიას ვწერთ, დიდებულ ისტორიას ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსი. დღეს ჩვენ ისტორიულ სამართლიანობას აღვადგენთ, რადგან ყარაბაღის მიწა – ეს ჩვენი ისტორიული მიწაა. აზერბაიჯანელი ხალხი საუკუნეები ცხოვრობდა, ქმნიდა და აშენებდა ამ მიწებზე, თუმცა 30 წლის განმავლობაში სომეხ ჯალათებს ოკუპირებული ჰქონდათ ჩვენი მიწები, ანადგურებდნენ ყველა ჩვენს ისტორიულ, რელიგიურ და კულტურულ ძეგლს“, – აცხადებს ალიევი.

მსგავსი თემები