მერიასთან ოპოზიციის 4 წევრი დააკავეს – მერიის განცხადება

თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ 4 წევრი. ისინი მერიასთან დაკისრებულ ჯარიმების გასაპროტესტებლად მივიდნენ, თუმცა, ისევ დააჯარიმეს, რასაც დაკავებაც მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150​3 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას. სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა“ – აცხადებენ მერიაში.

დაკავებულებთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ ისინი  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები საარჩევნო პოსტერების გაკვრის გამო დაკისრებული ჯარიმების მოხსნას ითხოვდნენ.

მსგავსი თემები