“იზრდება ლაბორატორიების რაოდენობა, რათა ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება ყველგან იყოს ხელმისაწვდომი” – ამირან გამყრელიძე

მარაგში გვაქვს დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი „პისიარ“ ტესტი და 200 000-მდე სწრაფი ტესტი. ამიტომ, ამ მხრივ ქვეყანაში დაბრკოლება არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ლაბორატორიების რაოდენობა იზრდება, რათა ტესტირება ყელგან ხელმისაწვდომი.

ამასთან, გამყრელიძემ საზოგადოებას ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულიი რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„იზრდება ლაბორატორიათა რაოდენობა რათა, ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება ყელგან იყოს ხელმისაწვდომი. გეოგრაფიულად ახლოს იყო 22,  უახლოეს მომავალში  სამი ლაბორატორია ემატება, რათა ხელმისაწვდომობა იყოს. მთავარია, ისევ და ისევ ჩვენი პასუხისმგებლობა, რაც უნდა გამოიხატოს იმ რეგულაციების შესრულებაში, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები