“აჭარის რეგიონი უკვე “წითელი ზონაა” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აჭარაში “სერიოზული ეპიდვითარებაა”.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში დადასტურებული Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

“აჭარის რეგიონი უკვე “წითელი ზონაა” და იქ ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. ეს ნიშნავს, რომ რეკომენდაციის შესრულებაზე და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმის გაძლიერებასა და ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოვებას”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები