საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს

  •  

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობამ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოინახულა. ამის ინფორმაცია პირველ არხს გახელაძის ოჯახში დაუდასტურეს.

ზაზა გახელაძის ცოლის განცხადებით, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს უკვე გადასცეს ოჯახიდან გაგზავნილი ორი წერილი. ცხინვალის ციხიდან გამოგზავნილ წერილს კი ოჯახს წითელი ჯვარი ხვალ გადასცემს.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

მსგავსი თემები