ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აჭარიდან კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აჭარიდან კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს. ინფიცირებულები დედა-შვილი არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საჭირო კვლევები უტარდებათ.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი თემები