სასტუმრო „პარაგრაფში“ აცხადებენ, რომ პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, არ იყო შტატიანი თანამშრომელი

სასტუმრო „პარაგრაფში“ აცხადებენ, რომ პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, შტატიანი თანამშრომელი არ იყო და სასტუმროში დროებით იმყოფებოდა, COVID-19 კი უკვე თბილისში დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ „პარაგრაფის“ Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან. აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ცნობილი გახდა, რომ PCR-ტესტირების შედეგად ვირუსი „პარაგრაფის“ სხვა თანამშრომლებს არ დაუდასტურდათ, ამიტომ სასტუმრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

მსგავსი თემები