“გირაოს თანხა 2500 ლარი ნათესავმა გადაუხადა” – შაქარაშვილის საქმეში ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული და ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დანაშაული აღიარა და მოინანია, ეს მან ჩაიდინა კარიერული წინსვლისთვის,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ შაქარაშვილის საქმეში ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ჟურნალისტის, ვერონიკა არონიას ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ ანა ჟღენტის სასარგებლოდ გირაოს თანხა მისმა ნათესავმა დაფარა, რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას, ადვოკატი აცხადებს, რომ არონიას ქცევა „კარიერული წინსვლისთვის“ იყო გამიზნული.

„იგი სწავლობდა ჟურნალისტიკის კურსებზე, კომპანია “ინკოგნიტოში” მას მიჰყავს პირდაპირი ეთერი, ანგარებითი განზრახვა არ ჰქონია. ჰყავს ერთი წლის ბავშვი და ონკოლოგი ავადმყოფი დედა, ის გირაოთი გათავისუფლდა, სასამართლომ გაგვინახევრა ეს თანხა  2500 ლარამდე.

მისმა ნათესავმა გამოიტანა 2500 ლარი სესხის სახით, აღნიშნულით იქნა უზრუნველყოფილი გირაოს თანხა. გამოძიება გრძელდება , თუმცა ძირითადი, რაც იყო მისი ყველა პირადი დეტალური ინფორმაცია ამოღებულია და დადასტურდა რომ არავისთან არ ჰქონია კავშირი, ამოღებულია ასევე,  მთლიანი კადრები სათვალთვალო კამერის.

ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს და იმედია საბოლოოდ ისე დამთავრდება რა შედეგსაც ველოდებით,“ – განაცხდა ანა ჟღენტმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსნებეთ, რომ დანაშაული 3 – დან 7 –  წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მბულის და წყაროს მითითება”

მსგავსი თემები