“მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილი შეუკვეთეს და ვარშალომიძე ჩამოვიდა” – მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტიისთვის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალი არაფერია. მათი თქმით, ის ყოველთვის ატყუებს ამომრჩეველს, როდესაც საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება. 

“ყველა არჩევნების წინ, სააკაშვილი მის ამომრჩეველს ჩამოსვლას ჰპირდება და სულ ატყუებს მათ. ბოლო დროს ახალი მიდგომა მივიღეთ – შეუკვეთეს მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილი და ვარშალომიძე ჩამოვიდა. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება. ის საქართველოს მოქალაქე არ არის და უფრო მეტიც, სისხლის სამართლის დამნაშავეა,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

მსგავსი თემები