“ვუსმინე სააკაშვილს და მისი ცნობილი ცრემლი დამაკლდა, გულაჩუყბული რომ ესაუბრებახოლმე ხალხს” – დავით ჭიჭინაძე

„სააკაშვილმა, რომელიც დღეს ბოდიშს იხდის და ავიწყდება, როგორც ჩანს, როგორ ხდებოდა სწორედ მის დროს, იძულებითი საპროცესო გარიგებებით ხალხის გატყავება, ბინების წართმევა, ციხეებში  ქონების  გადაფორმება,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე თვლის, რომ ახლა „ნაციონალებზე“ და „ოცნებაზე“ საუბრის დრო არაა.

„ვალებით გაივსო ქვეყანა მის დროს, როგორც საშინაო, ფიზიკური პირების, ისე საგარეო ვალებით

და თუ  თავს ისევ  დავიბრმავებთ და  „ნაციონალებზე“ და „ოცნებაზე“ ვისაუბრებთ მხოლოდ, რა თქმა უნდა ამ ქვეყანას პერსპექტივა მართლა  არ ექნება.

მოკლედ, ვუსმინე სააკაშვილს და მისი ცნობილი ცრემლი დამაკლდა, გულაჩუყბული რომ ესაუბრებახოლმე ხალხს.

არადა მართლა რომ თვალსა და ხელს შუა იტყუება ყოველთვის.

ახლაც, წალმებზე საუბრობს და ოქრიაშვილი დაიბრუნა პარტიაში. სამრთლიანობაზე და მერაბიშვილი უდგას გვერდით, ჩვენ კი, ისეთი ხელისუფლებაც არ გვყავს, რომელც ადეკვატურ პასუხს გასცემს.

პირიქით, მისი ნამოღვაწარის ხარჯზე ცდილობენ ძალაუფლების გახანგრძლივებას.

რადგან , „ქართულმა ოცნებამ“, თუ რამე შესაჭმელი იყო გადარჩენილი, ბოლომდე შეჭამა და გამოხრა.

ასე რომ, მე არ მგონია არცერთი პოლიტიკური ძალა, „ნაციონალების“ გარდა , რომელიც სააკაშვილს  აპატიებს იმ დანაშაულებებს,  რაც ამ ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი.

ამიტომ, სააკაშვილი ვერც არჩევნების მერე ვერ ჩამოვა საქართველოში.

ივანიშვილი კი, კვლავაც, როგორც არაერთხელ,  შეეცდება სწორედ სააკაშვილი გამოიყენოს მაშველ რგოლად, რადგან სწორედ სააკაშვილია ივანიშვილის საყრდენი.

ჩვენ კი ნამდვილად არვართ იმის ღირსი, რომ ამჯერადაც წარსულს და უიმედობას შორის  გავაკეთოთ არჩევანი. დღეს თუ ვინმეა დასამარცხებელი, ეს ჩვენი უღირსი წარსულია, ის მევახშური წარსული, რომელიც დღესაც არსებობს და ბოგინობს.“ – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები