“გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმელზე ბრალდებული პირების მიკრონაწილაკები და დნმ-პროფილები არ აღმოჩადა” – პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიკრონაწილაკურ ექსპერტიზასთან და დნმ-ის პროფილებზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. როგორც საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, აღნიშნული დასკვნები საქმის მასალებში ვერ მოხვდა.

მისივე თქმით, ჩატარებული ექსპერტიზით დადგიდა, რომ გორგი შაქარაშვილის ტანსაცმელზე ბარალდებული პირების მიკრონაწილაკები და დნმ-პროფილები  არ აღმოჩადა, რადგან შეუძლებელია, ცხედარი ოთხი დღის განმავლობაში წყალში იმყოდებოდეს, და მასზე დნმ-ის კვალი ან მიკრონაწილაკები დარჩეს.

„ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც გამოძიების შდეგად მივიღეთ, სასამართლოში და სისხლის სამართლის საქმის მასალებში დევს. ის ექსპერტიზის დასკვნები, რმლებიც არ დევს სისხლის სამართლის მასალებში, არის მიკრონაწილაკური ექსპერტიზა. ეს ექსპერტიზა ჩვენ გამოძიების ეტაპზე მივიღეთ. დაცვის მხარეს გადავეცით, შესაბამისად, ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ.  რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებულებას, ვერ წამრომიდგენია ადამიანი ოთხი დღე წყალში იმყოფებოდეს და მასზე ან დნმ-ის კვალი დარჩეს ან მიკრონაწილაკები თუნდაც ფრჩიხილებში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ამ ექსპერტიზის დასკვნებში საუბარია იმაზე, რომ ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსცმელზე.  როდესაც ჩვენთან ბრალდებულები მოვიდნენ, და როდესაც მათგან ნიმშები ავიღეთ, ფაქტობრივად, ყველას ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა. ისინი მოემზადნენ და საგამოძიებო ორგანოშ ისე მოვიდნენ“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

მსგავსი თემები