ბათუმის იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა – 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის იუსტიციის სახლში, დღეს წინასწარი ჩაწერაც, ონლაინ დაჯავშნაც შეჩერებულია. იუსტიციის სახლი დაიკეტა. თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ვინაიდან შენობაში ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა, გადაწყდა, რომ მთლიანად შენობას ჩაუტარდეს სრული დეზინფექცია. როგორც მოქალაქეთა მისაღები სივრცეების ასევე სამუშაო სართულებისაც. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, იუსტიციის სახლი განაახლებს მუშაობას. პარალელურად, შეჩერებულია დაჯავშნაც“ – აცხადებენ იუსტიციის სახლში.

.თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“.

დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის სულ 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს PCR ტესტი.

მსგავსი თემები