ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოში დაწყებულ სამხედრო სწავლებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დღეს დაწყებულ სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“-ს ეხმაურება და „სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“.

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების ინტენსივობისა და ზრდის მასშტაბები მსგავსი სახის ერთობლივი სწავლებების გზით, სადაც ქართველ სამხედროებს გააჩნიათ შესაძლებლობა გაზარდონ თავისი სამხედრო პოტენციალი და შეიძინონ საბრძოლო ოპერაციების მართვის დამატებითი სიახლეები“ , – აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

მათი აზრით, ასეთმა რეგულარულმა სამხედრო სწავლებებმა დასავლეთთან ერთად, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას მსოფლიოსა და სამხრეთ კავკასიაში.

„საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების დესტრუქციულ ქმედებებზე სიმეტრიული პასუხის სახით, აფხაზური მხარე აპირებს წავიდეს რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერების გზით აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად“ , – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები