“ყველამ ვატაროთ პირბადე, სადაც ეს აუცილებელია, ეს გახლავთ დახურული შენობები, საქალაქო ტრანსპორტი, მეტრო თუ ტაქსი” – ამირან გამყრელიძე

ზრდა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო ორი კვირის განმავლობაში პროგნოზირებადი იყო, რადგან ზაფხულში ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდა ხალხმა დაისვენა, იყვნენ კურორტებზე, სტიმული მიეცა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და გარკვეულად, რომ ინფექციის შემთხვევების ზრდა გვექნებოდა ეს პროგნოზირებადი იყო, –  ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან  სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე და სადეზინფექციო საშუალებებით დაიმუშაონ ხელები.

„ეს იქნება 20,25,30 თუ 45 შემთხვევა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყველაფერი ეს არის კონტროლირებადი და მართვადი. შემთხვევების ამ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება და გაუმკლავდება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ეს შემთხვევები იყოს ასეულობით. ამისთვის ყველამ ერთად, უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც საქართველოს სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორი იძლევა. ყველამ ვატაროთ პირბადე სადაც ეს აუცილებელია და ეს გახლავთ დახურული შენობები, ეს გახლავთ ტრანსპორტი, იქნება საქალაქო ტრანსპორტი, მეტრო თუ ტაქსი. დამტკიცებულია, რომ პირბადე გახლავთ ყველაზე ძლიერი დამცავი საშუალება ინფექციის გავრცელების. ასევე, ვეცადოთ, რომ დავიცვათ ყველგან დისტანცია და ხშირად დავიმუშაოთ ხელები სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები