გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა პროკურატურასთან ბენზინით მივიდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ის მამა, თამაზ ხომასურიძე პროკურატურასთან მივიდა და პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა. ხომასურიძე თავის დაწვით დაიმუქრა. მას სამედიცინო ხალათი ეცვა, ჰქონდა ბენზინი და სანთებელა.

„პროკურორი მომიყვანონ, გამოვიდეს წარმომადგენელი, დაველაპარაკო. ჩემი შვილის საქმეს გამაცნონ. შენიშვნისთვის გამომაგდეს სასამართლო დარბაზიდან. პროკურორი მომიყვანონ და ჟურნალისტების თვალწინ კითხვა უნდა დავუსვა“, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები