ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 134 ადამიანს ჩაუტარდა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 20 მათგანს.

ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 48 ადამიანი მკურნალობს, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა

მსგავსი თემები