გარდაცვლილი გოგონას ოჯახი დღეს პროკურატურასთან შეიკრიბება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, მათი ინტერესების დამცველი და ახლობლები, 12:00 საათზე   გენერალურ პროკურატურასთან შეიკრიბებიან და მიმართვას გაავრცელებენ. მათი განცხადება გუშინ, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ გოგონა თვითმკვლელობას გეგმავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდაცვალებამდე თამარ ბაჩალიაშვილი ათვალიერებდა ისეთ საიტებს, რომელიც სუიციდთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, „გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები