„20 თვის განმავლობაში გვაიმედებდნენ, ბოლოს იძულებული გახდნენ გამოეყვანათ ნარკოზიდან“ – კომაში მყოფი გოგონას ოჯახი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ძიება ერთი წელია მიმდინარეობს, პროკურატურის ქმედებით კმაყოფილი ვარ, საქმე მიიყვანეს იმ დონემდე, რომ ვამბობ – სამართალი არსებობს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კომაში მყოფი გოგონას მამამ, მირზა ცირეკიძემ განაცხადა.

გოგონას მამა დეტალურად იხსენებს იმ პროცედურებს, რაც სავალალო შედეგამდე ოჯახმა გაიარა:„ხერხემალზე ჰქონდა ელემენტარული ტკივილები, წელიწად ნახევარი ვმკურნალობდით, შემდეგ მირჩიეს მივსულიყავი ცენტრალურ საავადმყოფოში, მივედი და გავესაუბრე, შევჯერდით და 2018 წლის ივლისის თვე იყო, ყიფიანმა შემომთავაზა იტალილი სპეციალისტების დახმარება, მეც დავთანხმდი, ისინი სექტემბრის თვეში უნდა ჩამოუსლიყვნენ. სექტემბერში ჩამოვიდნენ და შევხვდით, მაგდა ხოჭავა არის ქართველი ექიმი, ის მათთან ერთად იყო და სამედიცინო მოღვაწეობას ეწევა იტალიაში.

სექტემბერში ეს პროცედურა ჩატარდა, მეორე დღეს გაგვწერეს სახლში, გარკვეული დროში შემდეგ ოდნავ ტკივილები იგრძნო, მივაკითხეთ ისევ და გადაწყვიტეს, რომ ერთ თვეში გაგვეგრძელებინა მკურნალობა.

დეკემბერში დაიგეგმა ოპერაცია, თუმცა ოპერაციამდე ვერ მივედით ნარკოზის გაკეთებიდან 15 წუთში მოხდა ეს ამბავი, ყიფიანი აცხადებს, რომ თავად ატარებდა ამ ოპერაციას, მე მეგონა, რომ იტალიელები ატარებდნენ, რეალურად არცერთს არ ჰქონდა ამის უფლება.

20 თვის განმავლობაში გვაიმედებდნენ და ველოდებიდით სიტუაციის გაუმჯომესებას, ამი შემდეგ გავიდა გარკვეული დრო და იძულებული იყვნენ ხელოვნური ძილიდან გამოეყვანათ.

ამჟამად უიმედო მდგომარეობაა და არ არსებობს ექიმი, ვინც რამეს მირჩიეს, ჩვენ გავხდით იძულებული და მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და ჩაერთო პროკურატურა, გუშნდელ გადაწყვეტილებაზე პროკურატურის ქმედებით კმაყოფილი ვარ, საქმე მიიყვანეს იმ დონეზე, რომ სამართალი არსებობს.“ – განაცხადა მირზა ცირეკიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“


მსგავსი თემები