სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე რიონში დაკარგული გოგონას საძიებო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა.საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მსგავსი თემები
-
ხვიჩა კვარაცხელია ტრამვირებულია
ქართველი ფეხბურთელი, „ნაპოლის“ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. მისი ტრამვიდან გამომიდნარე, ეს „უდინეზესთან“ დაგეგმილ მატჩში თამაშს ვერ... -
„განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება“ – ხვიჩა კვარაცხელია
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელი განცხადებას ავრცელებს. „ძალიან განვიცდი იმას, რაც... -
„NATO რუსეთთან კონფლიქტისთვის ემზადება“ – ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა მორიგ განცხადებას ავრცელებს და NATO-ს რუსეთთან დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაუებს. „ცივი...