ოკუპირებულ აფხაზეთში COVID -19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში – 150 ტესტიდან ორის შედეგი პოზიტიურია. დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირებულების კონტაქტებს იკვლევენ. გუდაუთის ჰოსპიტალში მკურნალობას 37 კოვიდინფიცირებული განაგრძობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე COVID -19-ის 109 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები