საპატრიარქომ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს წესის აგებაზე კურთხევა მისცა

  •  

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საპატრიარქოდან გამოვიდნენ. ისინი პატრიარქის თანამოსაყდრეს შეხვდნენ. როგორც ოჯახი აცხადებს, მათ წესის აგებაზე კურთხევა მიიღეს.

„გვინდოდა თამუნასთვის წესის აგება და პატრიარქმა კურთხევა მოგვცა. თვითმკვლელობა გამორიცხეს და კურთხევა მოგვცეს და გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ მკვლელებმა, იმათ რა ელით, თორემ ჩემი და თამუნას სული მშვიდად იქნება, წესიც აიგება და რაც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება. მოვუყევით როგორც იყო და მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ვეღარც კი მოიაზრებენ საერთოდ”,- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, ეს ყველაზე სანუგეშო გადაწყვეტილებაა.

„პატრიარქმა წესის აგებაზე ნებართვა დართო. ეს მათთვის დიდი ნუგეშია. ზოგადად, როდესაც დადასტურებული არ არის თვითმკვლელობის ფაქტი და მოტივსაც მნიშვნელობა აქვს, მაშინ, ეკლესია გადაწყვეტილებას იღებს თავისი კაცთმოყვარეობიდნ გამომდინარე და ეს არის ყველაზე უფრო სანუგეშო გადაწყვეტილება“ – განმარტა სასულიერო პირმა.  

მსგავსი თემები