ბუსა ჟვანიას ბრალს დღეს წაუყენებენ

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე წუხელ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში თოფაძის სახლში მყოფი თვითმხილველი ზურა აბაშიძე გამოიკითხა. მოწმემ პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.

“გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საკუთარ სახლში დაჭრეს. დაჭრისთვის დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. მას ბრალს დღეს წაუყენებენ.

გოგი თოფაძის შვილიშვილს, კისრისა და ფილტვის არეში 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში სწორედ ზურა აბაშიძემ მიიყვანა.

მსგავსი თემები