საქართველოდან  16 273  ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

  •  

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 16 273  ტონა  ატამი და ვაშლატამა, რაც 6 521 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,  ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (62% –  10 108 ტონა),  სომხეთის რესპუბლიკა (33% – 5 323 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (3% – 543 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, მოლდოვას, სლოვენიის, უკრაინისა და სინგაპურის რესპუბლიკებში.

„მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 22 სამაცივრო მეურნეობა. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების  დაკავშირების მიმართულებებით“ – აცხადებენ უწყებაში.  

მსგავსი თემები

5 Thoughts to “საქართველოდან  16 273  ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  4. SMS

    I love looking through a post that can make people think. Also, many thanks for permitting me to comment!