„ვანო მერაბიშვილისთვის მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო“ – გიორგი ვოლსკი

  •  

„ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიგს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო და ის დანაშაულებები, რაც ხდებოდა, იმისთვის იყო საჭირო, რომ წესრიგი ყოფილიყო ქვეყანაში“, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები, ვინც დღეს პოლიტიკურ რევანშზე საუბრობენ, არც ერთი ნიშნით ჩვენ საზოგადოებას იმის საფუძველს არ აძლევენ, რომ უკეთესი პირობა ექნებათ თუ კი ოდესმე ხელისუფლებაში მოვლენ.

„ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიგს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო და ის დანაშაულებები, რაც ხდებოდა, იმისთვის იყო საჭირო, რომ წესრიგი ყოფილიყო ქვეყანაში. დანაშაულებებთან მიმართებაში რაიმე ბოდიშის თქმის ან სინანულის დემონსტრირებისთვის არც ვანო მერაბიშვილი და არც ბევრი ადამიანი, ვინც მასთან ერთად მართავდა ამ ქვეყანას, მოწოდებული არ არის. ასეთ პირობებში რა განცხადებას გააკეთებს, როგორ შეაფასებს მიმდინარე პროცესებს, ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მითუმეტეს ბრძოლა კონკრეტულ პოლიტიკურ ოპონენტებთან, ვისაც ის ასახელებს, შეიძლება სამართლებრივად ლეგიტიმურია, მაგრამ არალეგიტიმურია მორალურად. მან გარკვეული პერიოდი უნდა აიღოს, რომ ჩაფიქრდეს – რას აკეთებდა, რისთვის დაისაჯა და არის თუ არა ეს სასჯელი ობიექტური, რომელიც მის მიმართ იქნა გამოტანილი. ადამიანები, ვინც დღეს პოლიტიკურ რევანშზე საუბრობენ, თვითოეული მათგანი არც ერთი ნიშნით ჩვენ საზოგადოებას იმის საფუძველს არ აძლევენ, რომ უკეთესი პირობა ექნებათ თუ კი ოდესმე ხელისუფლებაში მოვლენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “„ვანო მერაბიშვილისთვის მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო“ – გიორგი ვოლსკი”

  1. Like!! Thank you for publishing this awesome article.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  4. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.