,,სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ, განსაკუთრებით მედიამ, რომ უსაფრთხოდ დასრულდეს ოპერაცია”- ოხანაშვილი

,,სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ, განსაკუთრებით მედიამ, რომ უსაფრთხოდ დასრულდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ოპერაცია,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელის შეჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტების მხრიდან კრიმინოგენური ვითარების თაობაზე დასმული კითხვები, არასერიოზულია.

,,უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, შსს და ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია. იმედი მაქვს, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ იქნებიან და შესაბამის პირსაც დააკავებენ. შესაძლებლობა უნდა მივცეთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ, განსაკუთრებით მედიამ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ დასრულდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ოპერაცია. ჩვენ ყველა უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიდნენ, როცა დასრულდება ყველაფერი, ეს შეკითხვები დასვით, უფლება გაქვთ დასვათ, უბრალოდ არასერიოზულია, როცა მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეიძლება არსებობდეს, ახლა თქვენ აქ შეკითხვები დასვათ ზოგადად კრიმინოგენურ ვითარებაზე და მე ამაზე გიპასუხოთ სტატისტიკებით, არ შეიძლება, ახლა უპირველესია ამ ადამიანების უსაფრთხოება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი შეიჭრა. შსს-ის ინფორმაციით, თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი.

მსგავსი თემები