გოგი თოფაძის შვილიშვილი ისევ რეანიმაციაში რჩება  – ექიმის შეფასება

ხეჩინაშვილის კლინიკის  ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ექიმმა განმარტა, მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.  

„ოპერაცია ჩაუტარდა ორივე პაციენტს, კონკრეტულად რა ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ მათ, ამ დეტალებს ვერ გავახმაურებთ. ერთ-ერთი პაციენტი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაწერილი იქნას კლინიკიდან, მაგრამ დღეს არა. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, ერთი პაციენტი მკურნალობს ქირურგიულ დეპარტამენტში. ორივე პაციენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ამ დროისათვის არცერთ პაციენტს არანაირი დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება”,- აღნიშნა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საკუთარ სახლში დაჭრეს. დაჭრისთვის ბრალდებული პირი კი ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები