ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში წუხელ გვიან ღამით გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 50 წლის ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. სულ ზუგდიდში covid 19-ის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს. პირველ პაციენტს – 67 წლის მამაკაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა.

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მორიგი ფაქტი დადასტურდა

  •  

 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშ  კორონავირუსის მორიგი ფაქტი დადასტურდა. ვირუსი ერთ პაციენტს ცოტა ხნის წინ დაუდგინდა. ის კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრია. ისინი ესპანეთიდან 20 მარტს დაბრუნდნენ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით ამ ეტაპზე სამი პაციენტია მოთავსებული. მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ.  

მეტი...

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

  •  

 საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მათ ცენტრში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისი ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულები სამედიცინო ცენტრს დღესვე დატოვებენ. ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

გადაადგილებისას მოქალაქეებმა თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა იქონიონ

  •  

 საქართველოს მთავრობისა და საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, გადაადგილებისას თითოეული მოქალაქე ვალდებულია, თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იქონიოს. “ამ შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულება და რაც მთავარია, სახელმწიფოს, მოქალაქეს და ნებისმიერ სოციალურ ჯგუფს შორის თანამშრომლობა, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ის შედარებით წარმატებული პასუხი გამოწვევაზე, რომელიც აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მეტი...

პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან განიკურნა

  •  

 დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი დღეს თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  25 მარტს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჩარლზის მიერ ახალ კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შემდეგ, პრინცი ჩარლზი, რომელსაც 71 წელი შეუსრულდა, ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდა და თავის სახლში, შოტლანდიაში იმყოფებოდა.

მეტი...

“კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პრობლემური პაციენტიდან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა” – მარინა ეზუგბაია

  •  

 „ჩვენს ცენტრში ოთხი მძიმე, პრობლემური პაციენტია, მათ შორის ორი განსაკუთრებით მძიმეა, თითქმის კრიტიკულია”, – ამის შესხებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის სტაბილური. დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა მაინც გარკვეულწილად კვლავ მძიმედ რჩება. ამიტომ პროგნოზზე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ეზუგბაიამ. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ამ დროის მონაცემებით, კორონავირისზე ტესტი კიდევ 12 პაციენტს ჩაუტარდება და შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი ინგლისის კლასტერიდანაა

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ორი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, რომელთა კლასტერი დადგენილია.  “დღეს დაემატა სამი პაციენტი და საღამოს მონაცემებით გვაქვს 100 დადასტურებული შემთხვევა. ამ დამატებული სამი პაციენტიდან ორი ჩვენთან არის, ეს არის ინგლისის კლასტერიდან, ანუ ამათი წყარო ცნობილია. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ. ამ სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. კვლავ გრძელდება მონიტორინგი პაციენტების, რომელთაც უკვე გარკვეულწილად შეუსრულდათ დაავადების ხანგრძლივობის და კლინიკურ-ლაბორატორიული და ობიექტური მონაცემების მიხედვით, შეიძლება მათთან გამოჯანმრთელება არის დამდგარი, რასაც ვადასტურებთ ჩვენ ტესტირებით და მიღებული უარყოფითი პასუხით. რამდენიმე პაციენტის პირველადი უარყოფითი პასუხი გვაქვს…

მეტი...

“მოდით, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ ისევ მაღაზიებს” – მაია ცქიტიშვილი

  •  

 “მოდით, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ ისევ მაღაზიებს და პირველ რიგში, მათ შორის გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც, რადგან სასურსათო მაღაზიების რიგებშიც, ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი“, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, სურსათისა და სამედიცონო პროდუქტების მომარაგებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არანაირი შეფერხება არ არსებობს. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზომების გამკაცრებაზე, ძალიან ხშირად მაშინვე ვნახულობთ ხოლმე ძალიან აქტიურ გაყიდვებს და შესყიდვებს ჩვენს მაღაზიებში. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, თქვენ უკვე გქონდათ შესაძლებლობა დარწმუნებულიყავით, რომ სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სამედიცინო პროდუქციასთან, სხვა საჭირო და აუცილებელ პროდუქციასთან მიმართებაში,…

მეტი...

ხვალ, ყველა სანოტარო ბიურო და იუსტიციის სახლი დაიკეტება

  •  

 იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს და ხვალ ყველა ფრონტ-ოფისი, რეესტრები და იუსტიციის სახლები დაიკეტება. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დღის ბოლოს გამოქვეყნდება ის ლოკაციები შეზღუდული ოდენობით, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება და გამოქვეყნდება ფრონტ-ოფისების ფილიალების სია, რაც იქნება შეზღუდული ხარისხით. „როგორც უწყების ხელმძღვანელს განცდა გამიჩნდა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონიერება იყო წინააღმდეგობაში იმ რეკომენდაციებთან, რომელიც გასცა უწყებათაშორისმა საბჭომ. უფრო მეტიც, ბოლო დღეებში მქონდა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ნოტარიუსს ან ნოტარიუსის თანაშემწეს გაუჭირდა ფეხი აეწყო იმ საფრთხისთვის, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტა. ისინი დაკეტილი დარჩება ხვალაც. დღეს…

მეტი...

“საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მიიღებს სრულ მომსახურებას” – გიორგი გახარია

  •  

 საყოველთაო კარანტინის და კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ნებისმიერი დახმარებისთვის ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.  “რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო – საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ეს გუშინწინაც დავაფიქსირეთ, სწორედ ამიტომ გახლდით რუხში, რომ გვენახა საავადმყოფო და მისი მზაობა,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები. “ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144

  •  

 “მთავრობის ცხელი ხაზი შეიქმნება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხის თაობაზე კოორდინაციას გაუწევს”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ცხელ ხაზზე ასევე, მომსახურებას გაუწევენ იმ საწარმოებსა და სპეციალურ დაწესებულებებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. „შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას. ეს იქნებ ის ხაზი, სადაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომელთაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომელთაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის…

მეტი...

თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

  •  

 საქართველოში საყოველთაო კარანტინის დაწესებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კერძოდ, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული – ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი…

მეტი...

პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით, საკონტროლო პუნქტები რამდენიმე ქალაქში მოეწყობა

  •  

 ქვეყანაში გამოცხადებული სრული კარანტინის პირობებში, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისა და პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით, საკონტროლო პუნქტები თბილისში და ასევე ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მოეწყობა. განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში დაიწყებს ფუნქციონირებას: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები ერთობლივად განახორციელებენ. ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინის შემოღების შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. ყველა შესაბამისი შეზღუდვა ძალაში ხვალ დილის 8:00 საათიდან შედის. 

მეტი...

პენიტენციური დაწესებულებების 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს

  •  

 იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს საპატიმროები, ვირუსის პრევენციის ფარგლებში, მართვის ახალ ეტაპზე გადადის. მინისტრის თქმით, შეირჩა 780 თანამშრომელი, რომელიც  საპატიმროს შიგნით იცხოვრებს და დაწესებულებას არ დატოვებენ. “შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჩვეულებრივ დროს მუშაობენ და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში არ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიაზე ტერიტორიის დატოვების გარეშე იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შიგნით შეტანას. პირველ რიგში, მინდა ამ 780 თანამშრომელს ვუთხრა მადლობა,…

მეტი...

“ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა” – გიორგი გახარია

  •  

 “ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ყველას გვესმოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს, ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ხვალ დილის 08:00 საათიდან შევა ძალაში. “მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ…

მეტი...

შეზღუდვები, რომელიც კარანტინის პირობებში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს

  •  

 საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, კარანტინი ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. კარანტინი ნიშნავს: · სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის. · დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. · ასევე,…

მეტი...

საქართველოში ხვალიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის რვა საათიდან ამოქმედდება. პრემიერის თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს საათამდე. „საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი, 21 :00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. 23 მარტს კი, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

მეტი...

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

  •  

 „გვაქვს 3 შემთხვევა რომლის წარმომავლობას ვერ ვადგენთ, დინამიკა შემაშფოთებელია“ – ეს განცხადება გიორგი გახარიამ ამ წუთებში გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება. „მოდუნების საფუძველი არ გვაქვს და უნდა ვიაზრებდით ვითარების სიმძიმეს.  გვყავს 100 ინფიცირებული, დიმანიკა ინფიცირებულების ზრდის, შემაშფოთებელია.  დღეს გვაქვს 3 შემთხვევა რომლის წარმომავლობასაც ვერ ვახდენთ. ასევე გვაქვს შემთხვევა როცა ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი. ცხადდება სრული კარანტინი“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.   საკარანტინე რეჟიმი ხვალ, 21:00 საათიდან ამოქმედეება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 100 ადამიანია ინფიცირებული

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით 100 ადამიანია ინფიცირებული. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სამი ინფიცირებულის შემთხვევაში წარმომავლობა ვერ დგინდება. „უკვე გვაქვს ასი ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ გყვავს 18 გამოჯანმრთელებული დინამიკა ინფიცირულების ზრდის არის შემაშთოფებელი. დღეს არის შემთხვევა, როცა გვაქვს სამი შემთხვევა, რომელიც წარმომავლობას ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების შემთხვევა იყო, მარნეულში მივიღეთ ღონისძიებები მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

საქართველოს მთავრობა 5000 ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონს და 1,500,000 ლიტრ ზეთს ყიდულობს

  •  

 საქართველოს მთავრობა 5000 ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონს და 1,500,000 ლიტრ ზეთს ყიდულობს. ამას მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგის შექმნა არის გათვალისწინებული. “შესყიდვის შესრულების ვადა: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის N 608 განკარგულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, არაუადრეს 2020 წლის 1 ივლისამდე. შესასყიდი ობიექტების მოცულობა: არაუმეტეს: 5000 ტონა შაქარის, 500 ტონა მაკარონის, 1 500 000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის შესყიდვა, თანმდევი მომსახურებით დასაწყობება და შენახვა,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ სასურსათო მარაგების შექმნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა 9 ძირითადი სასურსათო მოხმარების…

მეტი...

„გამოჯანმრთელებული ადამიანი დაცული არ არის, ვირუსი მეორდება“ – ინფექციონისტი

  •  

 „ახალი კორონავირუსის“ თვისებები და იმუნურობა ამ დრომდე დაუდგენელია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ექიმი რევაზ მეჭურჭლიშვილი აცხადებს, არის შემთხვევები, როცა ვირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანს შეუბრუნდა. „გამოჯანმრთელებული ადამიანიც არა არის დაცული, იაპონიაში იყო მსგავსი ფაქტები, როცა გამოჯანმრთელებულ და ბინაზე 14 დღიან იზოლაციაში მყოფ ადამიანებს ხელმეორედ შეეყარათ „კორონავირუსი“, თავიდან დაიფიცირდნენ. მსგავსი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც იქნება. უნდა მოვერიდოთ კონტაქტს. ვინც გამოჯანმრთელდება არც ის არის დაცული, ახალი ვირუსი იმუნიტეტს რამდენად ტოვებს, ამ ეტაპისთვის უცნობია. ვინაიდან არის ახალი ვირუსი და პანდემია, გამოჯანმრთელებული ადამიანებიც უნდა მოერიდონ სოციალიზაციას“ – განუცხადა ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავარს“.   

მეტი...

ავსტრალია კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინას (ბცჟ) გამოცდის

  •  

 ავსტრალიაში, მელბურნში მდებარე მერდოკის კვლევით ინსტიტუტში კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინის bacillus Calmette-Guerin-ის (კალმეტ-გერენის ბაცილა, BCG, ბცჟ) მოქმედებას გამოიკვლევენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინის მოქმედების შესწავლა კორონავირუსთან მიმართებით და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ ითანამშრომლონ მელბურნის ინსტიტუტის კვლევასთან. კვლევის ხელმძღვანელი, ნაიჯელ კურტისი ამბობს, რომ ვაქცინა იმუნურ სისტემას არაერთი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ აძლიერებს, მათ შორის ვირუსების და ბაქტერიების. აფრიკაში ტუბერკულიოზზე აცრილ ბავშვებზე ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ ვაქცინა მათ სხვა ინფექციებისაგანაც იცავს და მათ იმუნურ სისტემას, კერძოდ კი ლეიკოციტებს აძლიერებს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ მიკროორგანიზმებს ანტისხეულების ჩართვამდე ებრძვიან. “ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, რომ არ ვფიქრობდეთ,…

მეტი...

„რეზერვი ექიმები ყოველ კვირა უნდა შევიცვალოთ, რომ ჩვენ არ გავხდეთ გამავრცელებლები“ – ელენე ხურციძე.

  •  

 „ქუთაისში კლინიკაში ექიმები დავყავით რეზერვებად, არიან ექიმები ვინც მუშაობენ პირველ ხაზზე და მათ ჩაანაცვლებს სიტუაციის შესაბამისად სხვა ჯგუფი“ – ამის შესახებ თერაპევტმა ელენე ხურციძემ განაცხადა. ხურციძის ინფორმაციით კლინიკებს ეძლევა რეკომენდაციები როგორ შეინარჩუნონ, ინვენტარის და პერსონალის რეზერვი. „ორი ფაქტორია გამოსაყოფი, ერთი რას აკეთებს კლინიკა და მეორე მოქალაქეები, ის რაც ჯანდაცვის სისტემის გასაკეთებელია, ეს არის ყველა დონეზე მზადყოფნის გეგმები. ყველა კლინიკა ცდილობს შეცვალოს პაციენტების მიღების სისტემაც კი. კლინიკებს უნდა ჰქონდეთ ორი შესასვლელი ჩვეულებრივი პაციენტებისთვის და საეჭვო პაციენტებისთვის. უნდა ვიცოდეთ. რეზერვი ექიმები ყოველ ორ კვირას უნდა შევიცვალოთ, რომ ჩვენ არ გავხდეთ გამავრცელებლები“ –…

მეტი...

„ქვეყანას მთავარი ბრძოლები წინ აქვს“ – ალქესანდრე გოგინავა

  •  

 ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ვარაუდობს, რომ აპრილის მესამე, მეოთხე დეკადაში პაციენტების მომართვიანობა განსაკუთრებით გაიზრდება. იგი საზოგადოებას, კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით შეასრულონ სპეციალისტების რეკომენდაციები. „ისეთი განცდა გაჩნდა, თითქოს, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს პრობლემა თითქმის, მოგვარებულია. ეს ასე არ არის, ჯერ ქვეყანას მთავარი ბრძოლები წინ აქვს და ამ ბრძოლაში თითოეული ადამიანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემასთან და ექიმებთან ერთად. ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ გაათმაგებული ყურადღებით მოექცნენ რეკომენდაციებს და ზედმიწევნით შეასრულონ ყველა მოთხოვნა, რასაც სპეციალისტები ხშირად აჟღერებენ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მეტი...

„რისკი იქნება ის, თუ ზვავის მსგავსად გაიზრდება შემთხვევები, ამას ვერც ერთი სისტემა გაუძლებს“ – პროფესორი

  •  

 „თუ აუცილებელი პირობა არ არსებობს, იყავით იზოლირებული, დაიცავით ერთმანეთი და საკუთარი თავი“ – ეს განცხადება თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.   „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, რა რისკებსა და სირთულეებს ხედავთ „კორონავირუსის“ მომატებული რაოდენობის შემთხვევაში, ონკოლოგმა რემა ღვამიჩავამ გვიპასუხა, რომ მთავარი რისკი ინფიცირებულთა ზვავისებრი მატება შეიძლება იყოს. „რისკებსა და საფრთხეებს მე ვხედავ იმაში, რაზეც ჯანდაცვის სფეროს მესვეურები საუბრობენ. რისკი ერთია, რაც სხვა ქვეყნებმა გაიარა – არ მოხდეს აფეთქება. თუ ზვავის მსგავსად გაიზარდა შემთხვევები, ამას ვერც ერთი სისტემა გაუძლებს და ძალიან მძიმე იქნება. ეს ყველაფერი კი…

მეტი...

“კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ეცდება ჩვენს მრავალეთნიკურ რეგიონში” – თამაზ ნავერიანი

  •  

 „არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ მავნებლურად გამოიყენონ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით შექმნილი მძიმე ვითარება, შესაბამისად, სოციალურ ქსელსა თუ სხვა სივრცეებში ეთნიკური, კუთხური და კულტურული თავისებურებების ნიშნით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარნეულის მაჟორიტარმა თამაზ ნავერიანმა განაცხადა. თამაზ ნავერიანი ადამინთა იმ ჯგუფს მიმართავს, რომლებიც მისი აზრით შექმნილ ვითარებას ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებებისთვის იყენებენ. „28 600-ზე მეტი გარდაცვლილი და 622 ათასამდე ინფიცირებული – ასეთია „კოვიდ 19“-ის პანდემიის ახლანდელი მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი სახელმწიფო წარმატებით ებრძვის ვირუსის გავრცელებას. ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი და თავგანწირვა სამაგალითოა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის. ასეთ დროს სახელმწიფოს სჭირდება ერთიანობა,…

მეტი...

გორის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პირი მკურნალობს

  •  

 „ჰოსპიტალში ამაჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 13 პირი რჩება, მათგან 4 ახალი შემთხვევაა“ – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს გორის ჰოსპიტალიდან „მედიაცენტ მთავარს“ განუცხადეს. ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გავრცელებული ინფორმაციით კორონავირუსით დაინფიცირებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ჯამში ქვეყნის სხვადასხვა საავადმყოფოებში კორონავირუსით დაინფიცირებული 98 ადამიანი მკურნალობს.თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კი 29 ინფიცირებული პირი რჩება, მათგან 3 ბავშვია. „ჩვენს პაციენტებს ჩვენ თვითონვე ვუტარებთ ტესტირებას, ჩვენი ლაბორატორია მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია. ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტირება PSR კვლევით ჩვენთან ტარდება. გუშინ 21 პაციენტის ტესტირება ჩატარდა, აქედან ნაწილი იყო ჩვენი პაციენტი, რომელთა გამოჯანმრთელებას ველოდებით და გამოჯანმრთელების პირველი PSR ტესტირების შედეგები უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ,…

მეტი...

„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

  •  

 „ძვირფასებო! ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა“ – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი საზოგადოებას ნიჰილიზმის დანერგვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. „ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“ – წერს ილია ჭიღლაძე.

მეტი...

“საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების საიტზე გავრცელების შესახებ ინფორმაცია ცნობილია” – შსს

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების ფორუმზე გავრცელების შესახებ უცხოური მედიის ინფორმაცია ცნობილია. როგორც უწყებაში განაცხადეს, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. “ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnet.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს – პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს. აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც.

მეტი...

„ონკოლოგიური პაციენტი განსაკუთრებულ რისკს არ წარმოადგენს, თუ ის კონტროლის ქვეშაა“ – რემა ღვამიჩავა

  •  

 თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელ რემა ღვამიჩავას ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტები „კორონავირუსის“ გავრცელების განსაკუთრებულ რისკის ზონას არ წარმოადგენენ, თუ ისინი კონტროლის ქვეშ არიან და ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით დაიცავენ. როგორც პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პაციენტებმა მკურნალობა არ უნდა შეწყვიტონ, თუმცა კლინიკებში ვიზიტები უნდა შეზღუდონ. „ონკოლოგიური პაციენტები, ის პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნიტეტის დასუსტება, ისევე როგორც სხვა პაციენტები, მომეტებული რისკის ქვეშ არის. ეს არ არის განპირობებული ონკოლოგიური პათოლოგიით. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, როგორც სხვა პათოლოგიებისას, თანმხლებია იმუნიტეტის დაქვეითება. იმუნინტეტ დასუსტებულ ადამიანში კორონავირუსის განვითარების შემთხვევაში, სერიოზული ფორმების მიღება  უფრო მომატებულია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ იმუნიტეტის…

მეტი...

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 93% გამოჯანმრთელდა

  •  

 ჩინეთში, კორონავირუსით ინფიცირებულების 93% გამოჯანმრთელდა. Worldomwters-ის ინფორმაციით, დადასტურებული 81 470 შემთხვევიდან, 75 700 ადამიანის ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ცნობისთვის, ბოლო დღის მანძილზე ქვეყანაში ვირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის შიდა გადაცემა კვლავაც არ ფიქსირდება და ყველა მათგანი იმპორტირებულია. ამასთან, ჩინეთმა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მას ამ ეტაპზე აშშ და იტალია უსწრებენ.

მეტი...

“კლინიკაში გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი” – ლევან რატიანი

  •  

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექორის ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მყოფი ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთან მკურნალობს რამდენიმე ორსულიც, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. „გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი, ვინაიდან არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“,- განაცხადა რატიანმა. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს, მისივე ინფორმაციით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „ამ დღეებში გავაგზავნით განმეორებით ტესტებს, თუ მოვიდა ორჯერადად უარყოფითი პასუხი, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

მეტი...

მარნეულის მერიასთან სამართალდამცველები მივიდნენ

  •  

 მარნეულის მერიასთან, სადაც მოსახლეობა შეიკრიბა, სამართალდამცველები მივიდნენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა მოსახლეობას დისტანციის და საკარანტინე რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდეს. შსს-ს ინფორმაციით პოლიცია აქტიურად პატრულირებს მარნეულში, სამართალდამცველები ამ ლოკაციაზეც რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან. შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა, ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მერი, რომელმაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დახმარება გარკვეული ჯგუფებისთვის არის და ისინი ამ დახმარებას მიიღებენ

მეტი...

“არის მცდარი მოლოდინები, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება” – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

  •  

 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში 12 პაციენტია მოთავსებული. მისი განცხადებით, თბილისიდან 7 პაციენტზე ელოდებიან პასუხს, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი. „ამ წუთისთვის საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი შესაბამისი სიმპტომატიკით და სადღაც 7 პაციენტთან ველოდებით თბილისიდან დასკვნებს”, – განაცხადა რეხვიაშვილმა. რაც შეეხება მოსახლეობის დახმარებას, მისივე თქმით, უკვე 1000-მდე ოჯახს დაეხმარა სახელმწიფო, თუმცა ეს დახმარება ყველას არ ეკუთვნის და მთავრობა ვერც გაწვდება. „არის მცდარი მოლოდინები იმაზე, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება. ხაზგასმით ვამბობ, 1000-მდე ოჯახთან მივედით, სადაც იყო მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ დახმარებებს ვაგრძელებთ, მაგრამ…

მეტი...

ონკოლოგური პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში უნდა მოთავსდეს

  •  

 ​ონკოლოგ რემა ღვამიჩავას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, საქართველოში „კორონავირუსით“ დაინფიცირებული ონკოლოგიური პაციენტი არ გვყავს, თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის “ბოქსირებულ” განყოფილებაში უნდა მოთავსდეს, სადაც მას ადგილზე გაუწევენ დახმარებას. „ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტი, რომელსაც “კორონავირუსი” დაუდგინდა, ამ ეტაპზე არ გვყავს და ვიმედოვნებ, რომ არც გვეყოლება. პაციენტი, რომელსაც “კორონავირუსი” დაუდგინდა და არის გართულებულ ფორმაში, მას სჭირდება სპეციალურ, “ბოქსირებულ” პალატაში ყოფნა. ამიტომ, მე ვფიქრობ, სწორი იქნება, ასეთი პაციენტის არსებობს შემთხვევაში, თუნდაც ონკოლოგიური პაციენტის,  ის უნდა მოთავსდეს ჩვეულებრივ, “ბოქსირებულ” პალატაში, სადაც მას  ონკოლოგიური კუთხით ყველა სერვისი შეექმნება“, – განაცხადა თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ონკოპრევენციის ცენტრის…

მეტი...