ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა

  •  

 იტალიაში ბოლო დღე-ღამის გამავლობაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 197 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა იტალიაში 3 916-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა სულ 523 პაციენტი. კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიის მთელ ტერიტორიაზე სასწავლო დაწესებულებები დაიხურა სულ მცირე 15 მარტამდე, გაუქმდა საზოგადოებრივი ღონისძიებები.

მეტი...

კახა კალაძე კუს ტბის ახლად გახსნილ გზაზე სკუტერით დაეშვა (ვიდეო)

  •  

 თბილისის მერი კახა კალაძე კუს ტბის ახლად გახსნილ გზაზე სკუტერით დაეშვა. მერის განცხადებით, კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია და მოქალაქეებს შეუძლიათ, ახალი გზით ისარგებლონ.

მეტი...

“ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს შორის კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ამ მომენტისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი, მათგან ცხრა არის დადასტურებული ახალი კორონავირუსის ინფექციით, ხოლო დანარჩენი არა. დღეს მოვიდა უკვე პასუხი ხუთ ახალ პაციენტზე, მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსით ინფექცია და ისინი სავარაუდოდ, გადაყვანილნი იქნებიან კარანტინში. წევს ამჟამად 13 ავადმყოფი კიდევ, რომელთა პასუხი არ ვიცით, მასალა გაგზავნილია ლუგარის ცენტრში. პასუხი იქნება მოგვიანებით. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ერთი მათგანის მდგომარეობა რჩება მძიმე, სტაბილური, მაგრამ მაინც აღინიშნება ტემპერატურის მატება 38.5-დან 39.5-მდე. ის იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.…

მეტი...

“ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ” – პრემიერი ქალთა მიმართ ძალადობაზე

  •  

 “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე. ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ!”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით, საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო. „მართალია, ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა და საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა ფაქტია, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან სურათი დამძიმდა. ბოლო ორ თვეში რვა ქალი საკუთარმა ოჯახის წევრმა მოკლა. თავის დროზე ერთიანმა მუშაობამ სერიოზული შედეგი გამოიღო, ამიტომ ყველა საჯარო უწყება, სამოქალაქო საზოგადოება, მედია თუ საერთაშორისო პარტნიორები კვლავაც უნდა გავერთიანდეთ.…

მეტი...

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო ელექტრო სამაჯურებსაც გამოიყენებს

  •  

 “ძალადობის მსხვერპლსა და მოძალადეს სპეციალურ ელექტრო სამაჯურს დაუმაგრებენ, რომელიც მათი ერთმანეთთან გარკვეულ რადიუსზე მიახლოებისას სამართალდამცველ უწყებას სიგნალს გადასცემს, ამის  შემდეგ სამართალდამცველებს სწრაფი მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ, რათა დანაშაული თავიდან აიცილონ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა  განაცხადა. მისივე თქმით საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს ამ ცვლილების თაობაზე  საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებს შეამცირებს. „იმ შემთხვევაში როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილეთ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს შემაკავებელი ორდერის გაცემის…

მეტი...

ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

  •  

 მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი – ნიკა გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში დაუდასტრეს, თვითიზოლაციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ნიკოლოზ გამყრელიძე ვირუსის მატარებელია. ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმ მიზეზით მოექცა, რომ ის  „ევექსის“ სამედიცინო ქსელის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია. მას კავშირი ჰქონდა იტალიიდან დაბრუნებულ იმ თანამშრიმელთან, რომელსაც „კორონავირუსი“ დაუდასტურდა. 5 პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც კორონავირუსი წუხელ დაუდგინდა, „ევექსის“ სათაო ოფისში მუშაობს. ამის შესახებ „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ნიორაძე აცხადებს.

მეტი...

“ვფიქრობთ, იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერებას ავიაკომპანიები გაგებით მოეკიდებიან” – ნათია თურნავა

  •  

 “ვფიქრობთ, იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერებას ავიაკომპანიები გაგებით მოეკიდებიან, ეს იყო ფორსმაჟორი”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ავიაკომპანიების მხრიდან ამის გამო რამე სახის მოთხოვნა არ ყოფილა. „ამასთან დაკავშირებით, უკვე შედგა კომუნიკაცია ავიაკომპანიებთან „ვიზეართან“ და „რაინეართან“. მათი მხრიდან რამე სახის მოთხოვნა კომპენსაციასთან დაკავშირებით არ წამოსულა. რა თქმა უნდა, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვინაიდან იტალია არის მაღალი რისკის მატარებელი ქვეყანა ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ, მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობთ, რომ ავიაკომპანიებიც ამას გაგებით მოეკიდებიან. ეს იყო ფორსმაჟორი, ავიაკომპანიებთან კონტრაქტში კორონავირუსის შესახებ ჩადებული არ ყოფილა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.…

მეტი...

რა მისამართზე უნდა გაგზავნონ იტალიიდან გამომგზავრების მსურველმა პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთის ან ჯავშნის ასლები, ცნობილია

  •  

 “საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკაში და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები იმ რეისებზე, რომლებიც გაუქმდა, სამშობლოში ჩამოსვლას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყება განმარტავს, რომ საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იტალიის რესპუბლიკასთან დროებით შეწყვიტოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ახორციელებენ იტალიის მიმართულებით, აგრეთვე იტალიის საავიაციო ხელისუფლებას. „საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკაში და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ…

მეტი...

მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

  •  

 მსოფლიო მასშტაბით კორონავირუს „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულების რიცხვი 100 ათასს გადაცდა. საერთო ჯამში, ვირუსს დღემდე 3 406 ადამიანი ემსხვერპლა, 55 694 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთის შემდეგ სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია დაინფიცირებული. „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ვატიკანში, სერბეთსა და კამერუნში. ვატიკანში დაინფიცირებული ვინაობას არ ასახელებენ.  ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი „კოვიდ 19“ მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

მეტი...

საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა

  •  

 თბილისის დროით, 17:22 საათზე საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაცით, მიწისძვრა დაფიქსირდა რუსეთში, დაღესტნის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში. ეპიცენტრი 24 კილომეტრის სიღრმეში იყო, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ კი, 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და საბაჟო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

  •  

 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებისა და რაიონული ფილიალების სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ცენტრის რაიონული შენობები და  სასწრაფო დახმარების მანქანები. რაც შეეხება ეკიპაჟების აღჭურვილობას, მედიკოსები სრულად არიან უზრუნველყოფილი პერსონალური დაცვის საშუალებებით. მათ ეკიპირებაში შედის: C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი, სამედიცინო ნიღბები და პერსონალური დაცვის სათვალეები. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს. ამასთან, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ყველა საბაჟო ობიექტებზე სადეზინფექციო…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

  •  

 ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს, მათ შორის ოთხი წლის ბავშვს, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს სეზონური ვირუსი აქვთ და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.  აღნიშნულ რვა პირს შორის, სამმა კლინიკას გუშინ, გვიან ღამით თავად მიმართა. ისინი გასულ კვირაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში მოგზაურობდნენ. დანარჩენი ხუთი კი, ქუთაისის აეროპორტიდან ორი დღის წინ შეიყვანეს.

მეტი...

“სამინისტრო კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით დასახულ მიზნებს ძალიან კარგად ასრულებს” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

 ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სამინისტრო კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით დასახულ მიზნებს ძალიან კარგად ასრულებს. „ჩვენ გვქონდა რამდენიმე გამოწვევა და რამდენიმე მიზანი, რომლსაც სამინისტრო ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად ძალიან კარგად ასრულებს. ეს მიზნები იყო, რომ პირველ რიგში, რაც შეიძლება გვიან დაფიქსირებულიყო საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. შემდეგი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მზად დავხვედროდით უკვე ინფექციის შემოსვლას. ამ ეტაპისთვის საკმარისად მზად ვართ იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას, არის ეს საკარანტინე ადგილები თუ ჰოსპიტალური სივრცეების რესურსი. კიდევ ერთი მიზანი იყო, რომ საზღვართან მაქსიმალურად ახლოს მომხდარიყო ინფექციის აღმოჩენა, რაც მთავრობის კოორდინირებული…

მეტი...

“სასიხარულოა, რომ თქვენი აქტიური ჩართულობით ზუგდიდის სტადიონის პროექტთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არსებული ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია ” – ლევან კობიაშვილი მაია ცქიტიშვილს

  •  

 „სასიხარულოა, რომ თქვენი აქტიური ჩართულობით ზუგდიდის სტადიონის პროექტთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არსებული ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი ინფორმაციით, ახლა იქ მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები და ყველაფერი, რაც გასაკეთებელია განხორციელდება ასევე გეგმის მიხედვით“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ლევან კობიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში  ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უეფას მხარდაჭერით, აკადემიის მშენებლობას იწყებს და ეს პროექტის სულ რამდენიმე კვირაში დაიწყება . „დარწმუნებული ვარ ორივე პროექტი  ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ფეხბურთის…

მეტი...

“მადლობა ეთქმის სახელმწიფოს იმ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელებას” – გიორგი ვოლსკი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს

  •  

 „როდესაც საქმე ეხება არა პირადად მინისტრს,  ან მოადგილეს ან დეპარტამენტის დირექტორს, არამედ ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, მხედველობაში მაქვს საგზაო მშენებლობა, რასაკვირველია, მადლობა ეთქმის სახელმწიფოს იმ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი  მინისტრის საათის ფორმატში  ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენს. გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ კომუნიკაცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, დასავლეთის ბაზრებზე გასვლა, კომუნიკაცია სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის – ეს ის საკითხებია, რაც საქართველოსთვის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიაა. „აქედანან გამომდინარე, თუკი ეს სამუშაოები ხორციელდება ხარისხიანად,…

მეტი...

“იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოებაა” – ნათია თურნავა

  •  

 ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, მოქალაქეების ჯანმრთელობა პრიორიტეტია, ამიტომ თურნავა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილებას ყოვლად გამართლებულს და დროულს უწოდებს. „დღეს გადავწყვიტეთ, რომ დროებით შევაჩეროთ პირდაპირი ფრენები იტალიასთან, ვინაიდან ის მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება. მინდა გითხრათ, ეს ეკონომიკურად საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარეც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს ყოვლად გამართლებული და დროული გადაწყვეტილებაა”,-აცხადებს თურნავა. ამასთან, მინისტრი ვერ აკონკრეტებს თუ რამდენ ხანს გაგრძელდება იტალიასთან…

მეტი...

„მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოქალაქეები ვალდებული არიან, შემოწმებას და 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარონ“- დავით ზალკანიანი

  •  

 „მოქალაქეებს ვთხოვთ ასევე გაითვალისწინონ, რომ ზემოხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის ან ამ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებისას ვალდებულები არიან, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებარონ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულები არიან, რომ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა გაიარონ“ – ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, მგზავრობისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსა და…

მეტი...

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სამხრეთ ავსტრალიის შტატის მთავრობის წარმომადგენლებთან

  •  

 „სამხრეთ ავსტრალიის შტატში (ქ. ადელაიდა) საქართველოს ელჩის, გიორგი დოლიძის ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს“ – ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრები გამართა სამხრეთ ავსტრალიის შტატის გუბერნატორის მოადგილესთან, ბრენდა უილსონთან და შტატის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატების თავმჯდომარეებთან, ვინსენტ ტარზიასთან და ტერი სტივენსთან. ამასთან, ელჩმა შეხვედრები გამართა სამხრეთ ავსტრალიის შტატის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, ქ.ადელაიდაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სამხრეთ ავსტრალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორთან, მარტინ ჰეისისთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ ავსტრალიის შტატთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას. ელჩმა, ავსტრალიურ მხარეს ინფორმ მიაწოდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე,კონომიკურ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე. ავსტრალიური მხრიდან დაფიქსირდა საქართველოსთან კავშირების განმტკიცების სურვილი.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

“იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას სახელმწიფო მოახდენს და ხარჯებსაც სახელმწიფო გაიღებს” – ნათია თურნავა

  •  

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, სახელმწიფო იზრუნებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ასეთი მოქალაქეების დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. “მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა. ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენი საელჩოს მეშვეობით გავრცელდება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მეტი...

„აკვდება“ პირდაპირ, რომ იტყვიან „კუმ ფეხი გამოყოო“- მამუკა მდინარაძე დავით ბაქრაძის განცხადებაზე

  •  

 „აკვდება“ პირდაპირ, რომ იტყვიან „კუმ ფეხი გამოყოო“,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა დინარაძე კორონავირუსთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებას. მისი თქმით, ეკონომიკაზე გარკვეული დარტყმები იქნება, თუმცა სახელმწიფო მას გაუმკლავდება. „სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და გამოწვევას როგორ უმკლავდება, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა, ამას ხედავთ. ამ თვალსაზრისით, საქართველო არც ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამორჩება. ეკონომიკაშიც ზუსტად ასე იქნება. ქართული სახელმწიფო თავს ამ გამოწვევასაც გაართმევს. ბუნებრივია, ეკონომიკაზე რაღაც დარტყმები იქნება, მაგრამ ყველანაირი რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ ამ გამოწვევასაც ადეკვატურად ვუპასუხოთ. საქართველოში ის დრო არ არის, როცა ამის გამო შეიძლება ეკონომიკა ჩამოიშალოს.…

მეტი...

ვატიკანში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 ვატიკანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორმაციას წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ გაავრცელა. „დღეს ვატიკანის სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის დირექციის ამბულატორიაში მომსახურების გაწევა შეწყდა, რათა მოხდეს შენობის სანიტარული დეზინფექცია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა“ – ნათქვამია ბრუნის განცხადებაში. ვატიკანში ინფიცირებულის ვინაობას არ ასახელებენ. იტალიაში კორონავირუსისგავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვი 3 858-ია. გარდაიცვალა 148 ადამიანი.

მეტი...

მგზავრებს საზღვარზე კორონავირუსზე შემოწმების ცნობის წარდგენა მოუწევთ

  •  

 „საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.”- ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საზღვრის კვეთისას, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რომელმაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა დღეს გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილებით, მათ შორის პირებმა საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების…

მეტი...

მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა

  •  

 “მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა” – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 162 ადამიანი. დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს: 1.საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები…

მეტი...

„20 ივნისის“ საქმეზე დაკავებული პირები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

  •  

 სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და ისინი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლე მაია კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ. 20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებით, მან ბრალი ფორმალურად აღიარა, თუმცა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა. “უბრალოდ, ციხეში ჯდომას აზრი აღარ ჰქონდა, იმიტომ, რომ პოლიტიკური ელფერი მიიღო. აზრი აღარ ჰქონდა ციხეში ჯდომას, თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ“, – განაცხადა…

მეტი...

„რა რესურსი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე ჩავრთოთ პროექტებში?“ -გია ვოლსკი მაია ცქიტიშვილს

  •  

 „აწვდის თუ არა განათლების სისტემა შესაბამისი კვალიფიკაციის მუშახელს იმ საგანგებო ინდუსტრიას, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ და რა რესურსი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე ჩავრთოთ პროექტებში?“,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს. პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრს მოუსმინეს, გიორგი ვოლსკი სოფლის პროექტების დახასიათებით და ამ მიმართულებით, სამინისტროს სამომავლო გეგმებით, ასევე, წყალმომარაგების საკითხით დაინტერესდა. „სოფლის პროექტები საგანგებო მნიშვნელობისაა. სამწუხაროდ, ერთი პერიოდი შეწყვეტილი იყო და კარგია, რომ აღდგა.  წელს რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?  უწყებათაშორისი საბჭო იხილავდა ინტენსიურად პროექტებს, მათ შორის, საგანგებო პროექტებს – წყალმომარაგების.…

მეტი...

“2019-2021 წლებში 2440 დევნილი ოჯახისათვის 152.3 მლნ ლარის საცხოვრებელი კორპუსები შენდება” – მაია ცქიტიშვილი

  •  

 საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პარლამენტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, 2019 წელს გაწეული საქმიანობა და 2020 წლის გეგმები გააცნო. საკუთარ ანგარიშში ვიცე-პრემიერი შეეხო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შედარებით ახალ მიმართულებას – იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2019-2021 წლებში 152.3 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი კორპუსები შენდება 2440 დევნილი ოჯახისთვის. „უკვე დასრულებულია ბინები 620 ოჯახისთვის მცხეთაში, ზუგდიდსა და წყალტუბოში. წლის ბოლომდე დასრულდება დამატებით 3 კორპუსის მშენებლობა ქუთაისში 480 ოჯახისთვის. ასევე, მიმდინარეობს და 2021 წლისთვის დასრულდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 1340 ოჯახისთვის…

მეტი...

რუსეთ-თურქეთის შეთანხმება იდლიბის რეგიონში, ავტომაგისტრალის მიმდებარედ უსაფრთხოების კორიდორების შექმნას ითვალისწინებს

  •  

 რუსეთ-თურქეთის შეთანხმება იდლიბის რეგიონში ავტომაგისტრალ „ემ4“-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით ექვს კილომეტრში უსაფრთხოების კორიდორების შექმნას ითვალისწინებს. თურქული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების კორიდორის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სპეციფიკურ პარამეტრებზე თურქეთისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები შვიდი დღის განმავლობაში შეთანხმდებიან. სტრატეგიულ ავტომაგისტრალ „ემ4“-ის გასწვრივ, თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი პატრულირება 15 მარტს დაიწყება. პროტოკოლის თანახმად, პატრულირება ქალაქ სარაქიბიდან ორ კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ ტრუმბადან, დასახლებულ პუნქტ აინ-ალ-ჰავრამდე გაგრძელდება. ავტომაგისტრალი „ემ4“ ქალაქებს – სარაქიბს და ლატაკიას აკავშირებს. სირიის იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 5 მარტს, მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღწეული.

მეტი...

“5-ით მეტი მანდატი იქნება თუ ნაკლები პროპორციულ ან მაჟორიტარულ ნაწილში, ახლა ეს ჩვენთვის მთავარი არ არის”- არჩილ თალაკვაძე

  •  

 მზად ვართ, ოპოზიციასთან ვისაუბროთ შემდეგი მოლაპარაკებების ფარგლებში იმ მოცემულობით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციული საზღვრები და ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია იძლევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ახლა მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა 5-ით მეტი მანდატი იქნება თუ 5-ით ნაკლები მაჟორიტარულ ნაწილში. „მაშინ, როდესაც დაცულია მთავარი პრინციპები, მაშინ, როდესაც კანონმდებლობის დახვეწის მზაობა გამოვთქვით, მანდატების რაოდენობა ხდება მეორეხარისხოვანი. 5-ით მეტი მანდატი იქნება თუ 5-ით ნაკლები პროპორციულ ნაწილში თუ მაჟორიტარულ ნაწილში – ახლა ეს ჩვენთვის არ არის მთავარი. მზად ვართ, ოპოზიციასთან ვისაუბროთ შემდეგი მოლაპარაკებების ფარგლებში იმ მოცემულობით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციული საზღვრები და ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

„არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს“ – არჩილ თალაკვაძე

  •  

 „ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და შეთანხმების მიღწევა ვცადოთ, ობიექტურად. ეს არის შესაძლებელი, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან ყველა იმ მთავარ საკითხზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დაყენებული, არსებობს შემხვედრი და სამართლიანი პოზიციები“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებთან მიმართებით, ამ მომენტისთვის ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდეს შეთანხმება, ვინაიდან, როგორც თალაკვაძე განმარტავს ნაბიჯები ყველა მხრიდან არის გადადგმული. „რაც შეეხება პროპორციების განაწილებას, 40%-იან პრინციპს, თუ სხვა საკითხებს, აქ მინდა ცალსახად გითხრათ ჩვენი პოლიტიკური ნება, ჩვენი გუნდის პოლიტიკური…

მეტი...

„კორონვირუსის“ საფრთხიდან გამომდინარე, შესაძლოა, ცვლილებები სასამართლოებსაც შეეხოთ

  •  

 „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ხელისუფლება გარკვეულ შეზღუდვებს სასამართლო სისტემისთვისაც არ გამორიცხავს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, იქ, სადაც 50 ან 100-მდე ადამიანი იკრიბება, შესაძლოა, ახალი რეკომენდაციები გამოსცენ. „ამ კონკრეტულ საკითხზე ამ ეტაპისთვის არ გვიმსჯელია, ვინაიდან დღესდღეობით საქართველოში ეპიდემიის რისკები საკმაოდ დაბალია. თუმცა, იცით, რომ პრემიერთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს თათბირი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ინსტანციებზე და გავცემთ რეკომენდაციებს. რეკომენდაციები შეეხება არა მხოლოდ სასამართლო სისტემასთან, სხვა სისტემასთან დაკავშირებითაც, სადაც ხდება 100-მდე ადამიანის შეკრება, ან თუნდაც 50 ადამიანამდე შეკრება. ჩვენ რეკომენდაციებს ვიღებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ვიძლევით ქვეყნის შიგნით მითითებებს“, –…

მეტი...

„უგულავა როგორი “პოლიტპატიმარია” ხალხო ნუ გადამრიეთ“ -კახა ძაგანია

  •  

 „თუ ევროპული სასამართლო რომელიმე მათგანს აღიარებს პოლიტპატიმრად ვაღიარებთ ჩვენც“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ განაცხადა. ძაგანიასთვის გაუგებარია უგულავას „პოლიტპატიმრად“ მოხსენიება. როგორც პოლიტიკოსი განმარტავს პოლიტპატიმრებად ის ხალხი მოიაზრება, რომლებსაც ევროპული სასამართლო აღიარებდა. „უგულავა როგორი პოლიტპატიმარია ნუ გადამრიეთ ხალხო,კაცმა 40 მილიონი შეჭამა და ხელისუფლების ზოგი წარმომადგენელი დღეს წუხილს გამოთქვამს მისი დაკავების გამო. მანამ სანამ ევროპული სასამართლო არ აღიარებს ამათ, როგორც პოლიტპატიმრებს არ ვაღიარებთ ჩვენს, ასე ხდებოდა შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმების დროსაც, იმ პერიოდში იყო უამრავი, ათობით, ასობით პოლიტპატიმარი და ამ ფაქტს ადასტურებდა ევროპული სასამართლოც.“ – განაცხადა…

მეტი...

საქართველოს პარლამენტი „აკვაკულტურის შესახებ“ კანონზე მუშაობს, პრეზენტაცია უკვე შედგა

  •  

 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ  პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავს კანონს დღევანდელი საკანონმდებლო ბაზა ფაქტობრივად არ იცნობს და წარმოდგენილ ინიციატივას შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქვეყანაში აკვაკულტურის დარგის განვითარებისთვის. „საქართველო როგორც ზღვისპირა ქვეყანა, ასევე საკმაოდ მდიდარია მდინარეებით, წყალსატევებით, ტბებით და ეს ბუნებრივი რესურსი ჩვენ საშუალებას გვაძლევს ქვეყანაში განვავითაროთ აკვაკულტურა. ეს ხელს შეუწყობს ახალი დარგის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, რისი რესურსი და პოტენციალიც ქვეყანას გააჩნია. აკვაკულტურის განვითარება ქართულ ეკონომიკაშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან…

მეტი...

„ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს ამ სამი სცენარისთვის“ – ჯანმო ხელისუფლებებს აფრთხილებს

  •  

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგნიზაცია, მსოფლიო ქვეყნებს „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების სამ სცენარს სთავაზობს და აფრთხილებს, რომ მოემზადონ. „ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს, რომ  მოემზადონ სამი სცენარისთვის“ – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ გააკეთა. რაც შეეხება სამ შესაძლო სცენარს, ჯანმო ვირუსის გავრცელების შემდეგ ვარიანტებს განიხილავს: „პირველი სცენარი – როცა ქვეყანას აქვს იმპორტირებული შემთხვევები, როგორც ახლა საქართველოშია; მეორე  – როდესაც ხდება შიდა გავრცელების ფაქტები და მესამე – როცა ხდება საჯარო გავრცელება. ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს ამ სამი სცენარისთვის. ეს იქნება განხილვის მთავარი თემა, რომელი სცენარის დროს რა შეიძლება გაკეთდეს.…

მეტი...

„100/40-ზე და ნულოვანი ბარიერი ცუდი იდეა არ არის და მხარს დავუჭერთ” – კახა ძაგანია (ვიდეო)

  •  

 „მთავარი ამოცანა რაც იყო პროპორციული არჩევნები, ეს იდეა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციამ ჩააგდო“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ განაცხადა. ძაგანიას მიაჩნია, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გაცდა ხალხის მოთხოვნას და დიალოგმა სულ სხვა სახე მიიღო. ძაგანია იმ ოპოზიციურ პარტიებსაც აკრიტიკებს, რომლებიც „მისივე ინფორმაციით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში რჩებიან დღემდე. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ძალისმიერი მეთოდებით პარლამენტის დაკავებას, ხალხი მიხვდა, რომ მათ არჩევნები კი არა ხელისუფლებაში მოსვლის ინტერესი ჰქონდათ ამიტომ არ გამოაყენებინეს თავი მათ იარაღად. ის ოპოზიცია, რომ მათ ჩამოსცილებოდა , ვინც დღეს გვერდით ჰყავთ, იქნებოდა გაცილებით…

მეტი...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.  ა) შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე. ბ) შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქებისას ინტერვიუს წარმოება მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით. გ) ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. დ) უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება – არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი ჟურნალისტსა და რესპონდენტებს შორის, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, ახლო მანძილზე,…

მეტი...

ღაზის სექტორში მომხდარ ხანძარს 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი ემსხვერპლა

  •  

 9 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა პალესტინაში, ღაზის სექტორში მომხდარი ხანძრის შედეგად. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია. დაშავებულებიდან 14 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხობში გაჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე შენობებს მოედო. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...