ამერიკელ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინეს

  •  

 ამერიკელი მღვდელი, რომელიც ვაშინგტონში მსახურობს, რესპირატორული ვირუსის მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა. “ინდეფენდენთის” ინფორმაციით, ჯორჯტაუნის ხელისუფლება ყველას, ვინც ეკლესიას 28 თებერვლიდან 3 მარტამდე სტუმრობდა, თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.  ეკლესიაში მღვდელმსახურება შეწყვეტილია. ინფიცირებულმა მღვდელმა წერილი გაავრცელა: “პირველ რიგში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები. არაჩვეულებრივად მივლიან და თავს მხნედ ვგრძნობ. კარანტინში მომდევნო 14 დღის განმავლობაში ვიქნები”.

მეტი...

“პანდემიის საფრთხე რეალური გახდა, თუმცა მისი გაკონტროლება შესაძლებელია” – ჯანმო

  •  

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუს „კოვიდ 19“-ის პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის ​განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის შესაკავებლად ძალისხმევა არ შეჩერდეს. „პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა. მაგრამ ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომელიც შეიძლება გაკონტროლდეს. ქვედა ზღვარი არის, რომ ჩვენ არ ვართ ვირუსის ხელში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. გებრეიესუსმა მთავრობებს მოუწოდა, რომ ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, ყურადღება გაამახვილონ როგორც შეკავებაზე, ასევე დაკლებაზე.

მეტი...

წალენჯიხაში, ქალაქის მიმდებარედ ტყე იწვის (ვიდეო)

  •  

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული ტყის მასივი იწვის. ცეცხლი, დაახლოებით, 200-300 მეტრის სიახლოვესაა დასახლებული პუნქტიდან. რთული რელიეფური პირობების გამო, სახანძრო მანქანებს მუშაობა უჭირთ. ძლიერმა ქარმა ცეცხლის ახალი კერებიც გააჩინა. როგორც “მედიაცენტრი მთავარისთვის” გახდა ცნობილი, ქალაქში ელექტროენერგია გამოირთო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ანძასაც მოედო. 50 მეხანძრე-მაშველი და ადგილობრივი მცხოვრებლები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან არიან ჩართული.

მეტი...

“ვეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულ მოქალაქეებს, რათა დაავადება არ გადავიდეს მათზე” – პაატა იმნაძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე უცხოეთიდან დაბრუნებულ პირებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძის განმარტებით, განსაკუთრებით უნდა მოვუფრთიხლეთ ხანდაზმულ მოქალაქეებს, რათა ისინი არ დაავადდნენ. “ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლირებადია, რადგანაც აქ ან შემოტანილი შემთხვევებია ან დაფიქსირებულია შემოტანილ შემთხვევებთან ასოცირებული შემთხვევები. 28 ანალიზის პასუხი მოვიდა ახლა და ყველა უარყოფითია. დიდი პანიკაა ბაკურიანში, სადაც იყო უსაფუძვლო ეჭვი, რომ შესაძლოა ერთ-ერთი სასტუმროს მომსახურე პერსონალი ყოფილიყო ინფიცირებული და მინდა დავარწმუნო ჩვენი თანამოქალაქეები, რომ არ დადასტურდა. დღეს უკვე დაფიქსირდა ესპანეთიდან იმპორტირებული შემთხვევა. მართალია ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში ვირუსის ფართო გავრცელება არ არის, მაგრამ, სანამ ისეთი ოფიციალური ღონისძიებები ჩატარდება როგორც…

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის ცხრა პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 42 პაციენტია მოთავსებული. მათგან 21-ის პასუხი უკვე ცნობილია. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და საკარანტინო ზონაში გადავლენ. ცხრა პაციენტის პასუხი გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს რამდენიმე დღეში ერთხელ უტარდებათ ხელახალი ტესტირება, ყველა ტესტი ჯერჯერობით კვლავ დადებითია, შესაბამისად ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოჯანმრთელების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. „ვინც საჩხერეშია, მისი მდგომარეობა კარგია, არავითარი ჩივილი მას არ აღენიშნება. გვაქვს მუდმივი კონსულტაცია და არავითარი გადახრა მასთან ჯერჯერობით არ აღინიშნება. ამ დაავადებას ახასიათებს ერთგვარი ვერაგი თვისება. გრიპისგან განსხვავებით, ხშირად იწყება მსუბუქად და მერე მძიმდება.…

მეტი...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაში იმყოფება

  •  

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. არველაძე განმარტავს, რომ საქართველოში კონტაქტი ჰქონდა მეგობართან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. „მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არც ერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სამსახურში არ გამოვცხადებულვარ, მით უფრო, რომ უქმე დღე იყო და არც არავის შევხვედრილვარ ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ჩემსავით თვითიზოლაციაში არიან. ჩემი სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში დავრჩები თვითიზოლაციაში, რათა თავად მეც არ გავხდე ვირუსის გადამტანი და გამავრცელებელი.…

მეტი...

“ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს” – ამირან გამყრელიძე

  •  

 “ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა, გამყრელიძის თქმით, რაოდენობა მოიმატებს, რადგან საქართველო მსოფლიოს ნაწილია, მსოფლიოში კი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში. მისივე განცხადებით, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს ყველა ადგილზე, მათ შორის მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მოქალაქეთა შემოსვლა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან.

მეტი...

საფრანგეთში, კორონავირუსი პარლამენტის მეხუთე წევრს დაუდგინდა

  •  

 საფრანგეთში კორონავირუსი პარლამენტის მეხუთე წევრს დაუდგინდა. ინფიცირებული საფრანგეთის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის წევრი, 61 წლის მიშელ ვიქტორია. მიშელ ვიქტორიმ გასული კვირის დიდი ნაწილი პარლამენტში დეპუტატებთან ერთად გაატარა. ინფიცირებული სხვა ოთხი დეპუტატიც ეროვნული კრების წევრია.

მეტი...

“საკარანტინო სივრცეებში მოთავსებას ბევრი მოქალაქე თავს არიდებს და პერსონალს მათ დასაყოლიებლად დიდი ძალისხმევა სჭირდება” – თამარ გაბუნია

  •  

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბევრი მოქალაქე თავს არიდებს საკარანტინო სივრცეებში მოთავსებას და პერსონალს დიდი ძალისხმევა სჭირდება მათ დასაყოლიებლად. თამარ გაბუნია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ როგორც თვითიზოლაციის, ისე საკარანტინო სივრცეებში განთავსების კუთხით. მისივე თქმით, მიმდინარეობს მომზადება იტალიაში მყოფი მოქალაქეთა ჯგუფის გადმოსაყვანად, რათა შეიქმნას საკმარისი საკარანტინო ადგილები მათ განსათავსებლად. მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა ეს პირი საჭიროებს მეთვალყურეობას, იზოლაციასა და საკარანტინო სივრცეში განთავსებას.

მეტი...

იტალიის პიემონტის რეგიონის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდგინდა

  •  

 იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე პიემონტის რეგიონის გუბერნატორს, ალბერტო ჩირიოს კორონავირუსი დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ ალბერტო ჩირიო გასულ კვირას პრემიერ-მინისტრის ოფისში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაზე მსჯელობდნენ. „მე კორონავირუსი დამიდგინდა. გასულ ოთხშაბათს რომში, პრემიერ-მინისტის ოფისში ვიმყოფებოდი, სადაც ვესწრებოდი შეხვედრას, რომელზეც იტალიის რეგიონებისთვის კორონავირუსის წინაააღმდეგ ბრძოლის გეგმა განიხილებოდა“, – განაცხადა პიემონტის რეგიონის გუბერნატორმა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კორონავირუსი ლაციოს ხელმძღვანელს, „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერ ნიკოლა ზინგარეტის დაუდგინდა.

მეტი...

პრეზიდენტი ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა თანამშრომელსა და მედპერსონალს მადლობას უხდის

  •  

 საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომებისა და განხორციელებული სამუშაოებისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის. „მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დღე და ღამე მუშაობს სხვადასხვა დაწესებულებაში, რომ ქვეყანამ დაძლიოს კორონავირუსთან დაკავშირებული მსოფლიო მასშტაბის პრობლემა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით მიღებული ზომების თვალსაზრისით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. „ჩვენთან ფუნქციონირებს ლუგარის ცენტრი, რომელიც მართლაც სამაგალითოა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ეს უზარმაზარი შანსია. თუ ვიღაცები ებრძვიან ლუგარის ცენტრს,…

მეტი...

“ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად” – გიორგი მარგველაშვილი

  •  

 საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ადასტურებს, რომ პოლიტიკაში აქტიურად იქნება ჩართული, თუმცა, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს როგორ და რა ფორმით იქნება წარმოდგენილი. მან უკვე უარყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის იყოს კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. “მჯერა, რომ ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდება მაჟორიტარობაზე მთლიანად. მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად. მე მინდა უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რომელზეც მქონდა ლაპარაკი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ეს ნიშნავს, რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი. ჩემი მიზანია, საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, გიორგი მარგველაშვილიც…

მეტი...

“არავის მივცემთ საშუალებას, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მოიპოვოს უპირატესობა” – არჩილ თალაკვაძე

  •  

 “ყველა პირობა, რომლებზეც შევთანხმდით, წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერენ დიალოგში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და შეთანხმების პირობები არის საჯარო. ვისაც ექნება კითხვები, რას მოეწერა ხელი, ან დაავიწყდა, რა წერია შეთანხმების პირობებში, ყველას ვურჩევდი, გადაიკითხოს ეს დოკუმენტი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებისა და ამ შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, კონსენსუსის მისაღწევად და არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, სწორი ნაბიჯები გადადგა. „ჩვენ, 2012 წლის შემდეგ გვაქვს დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებს ჩატარების ისტორია, რასაც ძალიან…

მეტი...

“ვირუსი იმდენად დიდ ზარალს არ მოგვაყენებს, რამდენსაც ჩვენი ქცევები” – ცნობილ ინფექციონისტს კორონავირუსის არ ეშინია

  •  

 ცნობილი კანადელი ინფექციონისტი საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის არ შეეშინდეთ. აბდუ შარკავის თქმით, მსოფლიოში უფრო საშიში დაავადებებიც არსებობს. ის, ასევე რეკომენდაციებს ავრცელებს და ამბობს, რომ პანიკა და შიში მოთმინებითა და განათლებით ჩაანაცვლონ. “მედიაცენტრი მთავარი” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ექიმის პოსტს, რომელსაც, თითქმის ნახევარი მილიონი მოწონება აქვს, უცვლელად გთავაზობთ: “20 წელზე მეტია, რაც ექიმი და ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ვარ. ამ დროის განმავლობაში უამრავი ავადმყოფი მინახავს. მე ვმუშაობდი ქალაქის შიდა საავადმყოფოებში, აფრიკის ყველაზე ღარიბ და მიყრუებულ ადგილებში. აივ-შიდსი, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, მწვავე რესპირატორული სინდრომი ( SARS), წითელა, ჰერპესი, კრუნჩხვითი ხველება, დიფტერია – ეს იმ დაავადებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც…

მეტი...

“საკუთარ შვილებსაც კი ნუ აკოცებთ – არ დაგვავიწყდეს, კორონავირუსული ინფექციის აფეთქების საშიშროების წინაშე ვდგავართ” – პედიატრი

  •  

 “მეგობრებო, დადგა გაზაფხული და ბუნებრივია ყველას უჩნდება სურვილი სეირნობის, კომუნიკაციების (თავშეყრების, შოპინგების, ქეიფის, მოფერების, ჩახუტების, მოგზაურობის და ა.შ). არ დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსული ინფექციის აფეთქების საშიშროების წინაშე ვდგავართ! COVID-19 in action!”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პედიატრის თქმით, ახალი კორონავირუსი შეუსწავლელი, ახალი და სწრაფად გავრცელებადი ვირუსია. ინგა მამუჩიშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას რეკომენდაციით: “ის არის ძალიან შეუსწავლელი, ახალი, მუტანტი სწრაფად გავრცელებადი ვირუსი, რომელიც ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი, უფრო მეტად წვეთოვანი გზით და უკვე საუბარია გადაცემის ორალურ-ფეკალურ გზაზე(ამიტომაც საჭიროა ხელების ინტენსიური დაბანა და ზედაპირების ხშირი დამუშავება). ვირუსი მრავლდება ლორწოვანებზე, მას ახასიათებს ბრძოლა…

მეტი...

“15 გრამიანი შეფუთვა უფრო ადვილად მისაღწევს გახდის ამ ნაწარმის ყიდვას” – გუგული მაღრაძე პარლამენტს მოუწოდებს კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე თანაგუდელების საკანონდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგება და სხვებსაც ურჩევს, გურამ მაჭარაშვილისა და გოგა თოლორდავას ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს. „ახლახან, საქართველოს პარლამენტის წევრების  გურამ მაჭარაშვილის და გოგა თოლორდავას მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომელიც  ეხება  შეფუთული თამბაქოს  15 გრამიანი  შეფუთვით გამოშვებას,   ნაცვლად 50 და 100 გრამიანი   შეფუთვისა,  რაც არის  დღეს  ჩვენს მიერ მიღებულ თამბაქოს კონტროლის კანონში  და რაც შეესაბამება ევროპულ სტანდარტს.  ჯანდაცვის კომიტეტის უმრავლესობამ (ორი წევრის გარდა),   მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას, რაც სრულიად  მიუღებელი  უნდა  ყოფილიყო  სწორედ  ჯანდაცვის კომიტეტისთვის.      წარმოდგენილი ცვლილება არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება  ჩვენი…

მეტი...

გაცოცხლებული უძველესი ვაზის ჯიში, 2 საუკუნოვანი ქვევრი, 6 სახეობის ღვინო და „ქრისტეს საფლავის მიწა“ ძმები ხუციშვილების მარანში

  •  

 ორ საუკუნოვანი ქვევრი, 6 სახეობის ღვინო და მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი უძველესი ვაზის ჯიში „ქისი“ კისისხევში, ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში იწურება. ტრადიციების, უძველესი ვაზის ჯიშისა და სოფლის გადარჩენის ინტერესმა ძმები დედაქალაქიდან სოფელში დააბრუნა, ბიზნეს იდეაც გაჩნდა და საქმეც დაიწყო.       ორ საუკუნოვანი ქვევრის მიწიდან ამოღებასაც საინტერესო ისტორია აქვს, თიხის კრამიტით ღვინის დაგემოვნებასაც, კრამიტზე სამახსოვრო ჩანაწერის დატოვებასაც, თუმცა, ის ოჯახური გარემო, ყველაფერი ნატურალური, კავკასიონის დათოვლილი მთები და ალაზნის ხედები, როგორც შიდა, ისე უცხოელი ტურისტებისთვის იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, ღვინის სამშობლოში, კისისხევის ძმები ხუციშვილების მარანი კახეთის ერთგვარი სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა.     „მედიაცენტრი…

მეტი...

თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა

  •  

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მოსამართლემ გააუქმა უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება. მოსამარათლე დაცვის მხარის დასაბუთებას დაეთანხმა. ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა პროცესზე განმარტა, რომ “ფონდების საქმეზე” უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებისა და უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. ბრალდების მხარე დაცვის მხარეს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ უგულავას მხრიდან საფრთხე აღარ მომდინარეობს, რადგან ის საპატიმრო დაწესებულებაშია. ცნობისთვის, თბილისის აეროპორტში 11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავასა და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს…

მეტი...

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ  თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დააკავა

  •  

 “საქართველოს გენერალური პროკურატურის, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ., დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით” – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ, არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან,პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა…

მეტი...

ნატო-ს შტაბ-ბინაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

  •  

 “ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა” -ამის შესახებ  ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პირი, რომლის ანალიზიც ვირუსზე დადებითი იყო, იტალიიდან ბრიუსელში გასულ კვირას დაბრუნდა. „პასუხის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ინფორმაცია კოლეგებს ეცნობათ. გასული კვირის ბოლოდან ისინი სახლიდან მუშაობენ და ასე განაგრძობენ. ნატო-ს შტაბბინის თანამშრომლები ინფორმირებულნი არიან. ნატო განაგრძობს დაკვირვებას მდგომარეობაზე და მოვლენების განვითარების პარალელურად მიიღებს აუცილებელ ზომებს“- წერია განცხადებაში.

მეტი...

საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები დროებით იზღუდება

  •  

 „კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა“ – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადიეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, ამასთან შედარებით გართულებული შემთხვევაც სტაბილურად მიმდინარეობს. პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. “საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში  რჩება 141  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 51 პირი. დღეს, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.  სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს. ამასთან, საგარეო უწყებამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე.…

მეტი...

„120/30-ზე სისტემას მხარს არ დავუჭერ, არჩევნებში კვლავ მაჟორიტარად ვიყრი კენჭს და პროპორციულ სიაში ყოფნა რომ შემომთავაზონ, უარს ვიტყვი“ – კახა ოქრიაშვილი

  •  

 “ვთვლი, რომ შეთანხმება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ძალიან კარგია და მივესალმები. კონკრეტულად მაჟორიტარების რაოდენობის შემცირებას არ ვეთანხმები.“ – ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მაჟორიტარი თავის პოზიციაზე რჩება და თვლის, რომ დღემდე არსებულ თვისებას ბევრი დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა. „ძალიან მარტივი არგუმენტი მაქვს, თუ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა, საერთოდ უნდა გავაუქმოთ სასწრაფოდ. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არათუ არ ვარგა, გაცილებით უკეთესიც კი არის დახურულ პროპორციულ სისტემაზე, რომელიც ჩვენთან არის და პარტიის ხელმძღვანელობას აძლევს საშუალებას თავად განსაზღვროს, ვინ მოხვდება პარლამენტში. მიმაჩნია, რომ შეწონილი-შერეული საარჩევნო სისტემა არის საუკეთესო სისტემა, ან უნდა ჩანაცვლდეს…

მეტი...

მაჟორიტარი დაჩი ბერაია საარჩევნო სისტემის 120/30-ზე მოდელს მხარს დაუჭერს

  •  

 “მე მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს სამივე მოსმენაზე, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებზეც” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ შეთანხმებულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შემოთავაზებულ პროექტში პრობლემური აღარ არის ის საკითხები, რის გამოც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. “სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ამ საკანონმდებლო ცვლილებას ორი მიზეზის გამო: ერთი – რეგიონებს არ რჩებოდათ წარმომადგენელი პარლამენტში და მეორე, თუნდაც 49 პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი იყო ქვეყანაში შექმნილიყო სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ეს ორივე მომენტი არის დაბალანსებული…

მეტი...

“გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან გამოძიების შეწყვეტაზე იყო საუბარი” – ირაკლი კობახიძე

  •  

 პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის რაც მოხდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები, მათ შორის გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ატყუებენ. „ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები და საბედნიეროდ, ყველა არ არის ასეთი, ტყუილს ამბობენ საზოგადოების წინაშე, ანუ ამბობენ ისეთ რამეს, რაც საერთოდ არ გაჟღერებულა. მაგალითად, თქვენ მოისმინეთ გიორგი ვაშაძის კომენტარი, რომელიც ამბობდა კონკრეტულ რამეს, ეს ადამიანი მანამდეც შეიმჩნეოდა ტყუილებში, ახლაც თქვა ტყუილი, ზოგადად ის ხშირად იტყუება, ეს არის მისი სტილი და ამ შემთხვევაშიც, მან მოიტყუა, როდესაც თქვა, კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან გამოძიების შეწყვეტაზე და ა.შ იყო საუბარი. ეს იყო…

მეტი...

“ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს, ვენდობით ჩვენს მხარდამჭერებს” – არჩილ თალაკვაძე

  •  

 თალაკვაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რა შეთანხმებას მიაღწიეს პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ 8 მარტის შეხვედრაზე. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციები არ უნდა იყოს, ვინაიდან დოკუმენტები, რომელსაც ყველამ მოაწერა ხელი, საჯაროდ გამოქვეყნდა. თალაკვაძის განმარტებით, შეთანხმება შედგა შემდეგ საკითხებზე: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პრორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 120/30 -ზე განაწილებით. გახსოვთ თქვენ, რომ ოპოზიცია ითხოვდა მაჟორიტარული მანადატების 20-მდე შემცირებას, ჩვენ ამას არ დავეთანხმეთ და საბოლოო ჯამში, შევთანხმდით 120/30-ზე განაწილებზე. ჩატარდება 1%-იანი ბარიერით, ყოველშემთხვევაში ჩვენ პაკეტის ინიცირებას ვაპირებთ 1%-იანი ბარიერით. პრინციპი იქნება დაცული, რომ პოლიტიკური პარტია,…

მეტი...

“არის თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აქცენტებს აკეთებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ – არა” – არჩილ თალაკვაძე

  •  

 “კითხვაზე: არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აქცენტებს აკეთებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ – არა” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ოპოზიციის წევრების განცხადებებს უპასუხა იმის თაობაზე, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან შეთანხმება მიღწეულია. თალაკვაძის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას. „ჩვენ პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით შემდეგზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ…

მეტი...

ოპოზიცია აქციებს წყვეტს

  •  

 „დღეს გვექნება შეხვედრა და სავარაუდოდ, აქციებზე მორატორიუმს გამოვაცხადებთ. ღმერთმა ნუ ქნას და თუ მოტყუებას აქვს ისევ ადგილი, გვესმის რა მოგვიწევს ხომ?!”- ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით ოპოზიცია აქციებს წყვეტს და დაპირების შესრულების შემთხვევაში საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. „თუ შესრულდება, მაშინ საარჩევნო კამპანია იქნება. ჩვენი თვითმიზანი კი არაა პიკეტირება და ქუჩაში დგომა. ეს არ იყო ცალმხრივი დათმობა. ჩვენ სრულად პროპორციულს ველოდებოდით და ჩვენი მხრიდან ისიც კომპრომისია, რომ 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება მხოლოდ“,- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და…

მეტი...

„ დღეს მოქმედი კანონმდებლობა იმ პირთა მიმართ ვინც მალავს დაავადებას პატიმრობასაც ითვალისწინებს“ – ამირან გიგუაშვილი (ვიდეო)

  •  

 „მნიშვნელოვანია ისეთი რეგულირების შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება მათ მიმართ ვინც მალავს დაინფიცირების შემთხვევას და იქცევა უპასუხისმგებლოდ, თუმცა დღევანდელი მოქმედი კანონი შეიძლება აუსრულებელი დარჩეს“ – ამის შესახებ იურისტმა, სისხლის სამართლის ადვოკატმა ამირან გიგუაშილმა „მედიაცენტრ „მთავარის პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გიგუაშვილი განმარტავს დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა ინფექციასთან გაუფრთხილებელ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებაში ადეკვატურად არ ჩაითვლება. „დღეს არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში 132- ე  მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საფრთხის შემოტანასთან დაკავშირებით შიდა პატიმრობასაც, დაინფიცირების შემთხვევაში არის ორ წლამდე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო ორი ან მეტი პირის მიმართ დაინფიცირება და გაუფრთხილებლობა,2 დან 5…

მეტი...

სტამბოლში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაცია პოლიციამ დაშალა

  •  

 არეულობა თურქეთში – სტამბოლში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაცია პოლიციამ დაშალა. ტაქსიმის მოედანზე შეკრებილი ასეულობით ქალის წინააღმდეგ თურქმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, სტამბოლში ქალთა დღის აღნიშვნის ნებართვა არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე აქტივისტზე გასცეს, თუმცა დემონსტრანტებს ისტიკ-ლალის ქუჩაზე შეკრების ნებართვა არ ჰქონიათ, ამიტომ მსვლელობა არასანქცირებულად ჩაითვალა. ძალადობრივი დაპირისპირებით დასრულდა ქალთა მარში მექსიკაშიც.

მეტი...

გორის საკარანტინო სივრცეში 22 პაციენტს აკვირდებიან

  •  

 გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, ამ დროისთვის 22 სუბიექტს აკვირდებიან. მათ შორის არის 4 სამხედრო მოსამსახურე, 2 ბულგარეთის და 1 ირანის მოქალაქე. სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, 4-მა პაციენტმა კარანტინი უკვე დატოვა, ხოლო 5 ახალი პაციენტი დაემატა. ხუთივე უკვე გამოკვლეულია და ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ. ამ დრომდე, გორში ვირუსის დადასტურების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მეტი...

„კოვიდ 19“-სგან 62 000 ადამიანი განიკურნა, 3 825 კი დაიღუპა

  •  

 მსოფლიო მასშტაბით კორონავირუს, „კოვიდ 19“-სგან 62 000 ადამიანი განიკურნა, 3 825 კი დაიღუპა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს 110-მდე ქვეყანაში 110 041 ადამიანია დაინფიცირებული. 3 000-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსისგან ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში დაიღუპა, 366 იტალიაში, 194 კი – ირანში. ჩინეთში ვირუსით 80 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ამასთან, 7 000-ზე მეტი ადამიანი არის ინფიცირებული სამხრეთ კორეასა და იტალიაში. „ბიბისი“ წერს, რომ კორონავირუსით დაინფიცირების მკვეთრი ვარდნის გამო, ჩინეთის ქალაქ უხანში, 11 დროებითი ჰოსპიტალი დაიხურება, სადაც მსუბუქი სიმპტომების პაციენტებს მკურნალობდნენ.

მეტი...

კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციულ მექანიზმებზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა იგეგმება

  •  

 „ვინაიდან მოქალაქეების ნაწილი უპასუხისმგებლოდ ეკიდება ხელისუფლების მიერ მიცემულ რეკომენდაციებს, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც იქნება პროპორციული და ეფექტური არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. “ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ ამირან გიგუაშვილმა განაცხადა. ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციულ მექანიზმებზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს. გიგუაშვილის ინფორმაციით ადამიანი, საჭიროა სახელმწიფომ მიიღოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნორმები. „დღეს გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ რეალურად ადამიანი, რომელმაც იცის, რომ აქვს ვირუსი და დამალავს ამ ფაქტს, არ დაიცავს ელემენტარული წინდახედულობის ნორმებს და სხვას დააინფიცირებს, ან…

მეტი...

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობის პროცესში ორი ვერტმფრენი ჩაერთო

  •  

 გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა, აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან. შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი. როგორც უწყებაში განმარტავენ, ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მეტი...

გიორგი გახარია – “საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლარიზაციის შემცირების და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია”

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და მას მნიშვნელოვანს უწოდებს. მთავრობის მეთაური საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობას უხდის. „საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა,” – აცხადებს გახარია. ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – წერს გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

მეტი...

დიდ ბრიტანეთში “ახალი კორონავირუსით” მესამე ადამიანი გარდაიცვალა

  •  

 გაერთიანებულ სამეფოში “ახალი კორონავირუსით” მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულია 273 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 60 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში იტალიაში მოგზაურობიდან დაბრუნდა. ის მკურნალობას მანჩესტერის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა. “ახალი კორონავირუსით” ინფიცირების შემთხვევა დღეისთვის მსოფლიოს 108 ქვეყანასა და რეგიონშია დაფიქსირებული. ინფიცირებულია 110 ათასამდე ადამიანი. 60-ათასზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 3800-ზე მეტი ადამიანისთვის.

მეტი...