ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში სამი პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში თვითიზოლაციის წესების დარღევის ფაქტზე სამი პირი გამოავლინეს. შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. „თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით…

მეტი...

“ბიზნესი მზად არის, დაეხმაროს სახელმწიფოს” – ნინო ზამბახიძე

  •  

 “ბიზნესი მზად არის, დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, რომ ბიზნესს რა გამოწვევებიც აქვს, დაეხმაროს სწრაფ რეაგირებაში”, – ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, კერძოდ ტურიზმს და სავაჭრო ქსელებს. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რაც აქვს ბიზნესს, კერძოდ ტურიზმს და მათ შორის სავაჭრო ქსელებს. ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემების გადაჭრა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არ გვაქვს ძალიან სახარბიელო სიტუაცია არა მხოლოდ…

მეტი...

რას სთავაზობს პრემიერ-მინისტრი ბიზნესს?!

  •  

 „პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაფიქსირდა კონკრეტული ინიციატივები, რომლებითაც საქართველოს მთავრობა აპირებს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ამ გამოწვევის მართვაში“ – აღნიშნული განცხადება ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერის ინიციატივები ეხებოდა მხარდაჭერას, როგორც მიმდინარე ხარჯების კუთხით, ასევე საგადასახადო ვალდებულებებს, რომელიც ბიზნესს “კორონავირუსით” გამოწვეული ფაქტორების ფონზე შესაძლოა ტვირთად დააწვეს. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ კომპანიებს შორის. ამ შეხვედრის მიზანი იყო, გაგვევლო ის საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს და გამოწვეულია “კორონავირუსით”, რომელიც გლობალური გამოწვევაა და არა ლოკალური გამოწვევა საქართველოსთვის. ბიზნესის წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი საჭიროებები, იმისთვის, რომ…

მეტი...

“არაფერი გადაედება არავის. ეს ვირუსი არ დაფრინავს ჰაერში“ – ამირან გამყრელიძე

  •  

 საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკარანტინო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან კარანტინში მყოფთა უმეტესობა ჯანმრთელია და ამასთან, კორონავირუსი ჰაერით შორ მანძილზე არ ვრცელდება. ამირან გამყრელიძემ ასევე მიმართა სამედიცინო დაწესებულებებსა და პერსონალს და განაცხადა, რომ საავადმყოფოებში შესაბამისი მზადყოფნა უნდა იყოს. „მინდა, არასაჩოთირო, მაგრამ გარკვეული საკითხი გავაჟღერო. გვაქვს ინფორმაცია, სადაც საკარანტინო ზონები გახლავთ ქვეყანაში, იქ ირგვლივ მყოფ მოსახლეობას უჩნდება გარკვეული პროტესტი და ვთხოვ ყველას, ეს არის სოლიდარობის დიდი გამოხატულება, რომ ჩვენ არ შეიძლება, პროტესტი გვქონდეს. ჯანმრთელი ხალხია, ვინც არიან ძირითადად და…

მეტი...

“საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატებას ველოდებით” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელია. „თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ტენდენციას, რომ ევროპაში კატასტროფული სისწრაფით იზრდება, იტალია გადაცილდა ათი ათასს, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი – ორი ათასს, აშშ – ათასს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემიად ის, რაც დე ფაქტოდ ჩვენ ისედაც ვიცოდით, დე იურე გამოაცხადა. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ველოდებით მომატებას. აი, მაშინ გამოჩნდება, რამდენად ადეკვატური იქნება ჩვენი საპასუხო ღონისძიებები, გვექნება რამდენმე ათეული, რაღაც პერიოდის შემდეგ ერთი-ორი ასეული შემთხვევა, თუ გვექნება ათასები, როგორც არის ევროპაში, ყველაზე წამყვან, ცივილიზებულ, ძლიერ ქვეყნებში“,- აღნიშნა…

მეტი...

“ნუნუ ბებია, პაატა იმნაძის დედა კონვერტით ფონდისთვის პენსიას გვაძლევს” – გიორგი კეკელიძე

  •  

 მწერალი გიორგი კეკელიძე  პაატა იმნაძის დედაზე გვიამბობს. კეკელიძემ 90 წლის ქალბატონზე მას შემდეგ დაწერა, რაც მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში პაატა იმნაძის დედის პოსტი გავრცელდა, რომელიც მისმა შვილმა ასე დაუკომენტარა: – “დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ”. მწერალი გიორგი კეკელიძე ქალბატონის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ პაატა იმნაძის დედა მისი უფროსი მეგობარია და მისი ქველმოქმედების შესახებაც გვიყვება: „რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია. აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი,…

მეტი...

ბათუმში, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, მოქალაქე კარანტინში პოლიციის დახმარებით გადაიყვანეს

  •  

 თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, ბათუმში მედპერსონალმა მოქალაქე საპატრულო პოლიციის დახმარებით კარანტინში გადაიყვანა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს. „თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ უკვე საპატრულო პოლიციასთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას და მოქალაქეს გადავიყვანთ კარანტინში“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. ჯერ უცნობია, ჰქონდა თუ არა თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეს კომუნიკაცია სხვა პირებთან.

მეტი...

“ჩვენ ვერ ავცდებით და ვერც ავცდით ინფექციის შემოტანას ქვეყანაში” – ამირან გამყრელიძე

  •  

 “მოგეხსენებათ, საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია და ჩვენ ვერ ავცდებით და ვერც ავცდით ინფექციის შემოტანას ქვეყანაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 25 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან. გამყრელიძის განმარტებით, იტალიაში, ბოლო მონაცემებით, 12 462 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 827 გარდაცვალების.  ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. “ჩვენთან სულ, 30 იანვრიდან 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი ლუგარის ლაბორატორიაში და 25 დადასტურებული…

მეტი...

“სურათების გამოკიდვა ის ინფიცირებულია, ეს ინფიცირებულია არაა წესი” – ამირან გამყრელიძე

  •  

 „გეუბნებით, რომ ბოლო შემთხვევა უკავშირდება იტალიას, დანარჩენზე პასუხის გაცემის უფლება არ მაქვს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოსახლეობას სოლიდარობისკენ და კორექტულობის დაცვისკენ მოუწოდა. „ადამიანი ვიდრე თვითონ არ იტყვის, რომ ინფიცირებულია მე არ მაქვს უფლება ვთქვა , ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ვამბობ, რომ ბოლო ინფიციერებული უკავშირდება იტალიას. სურათების გამოკიდვა, რომ ეს ინფიცირებულია, ის ინფიცირებულია არაა წესი მე ვარ თანაავტორი პაციენტის უფლებების კანონის, მე თუ არ დავიცავი ეს კანონი სხვა სულ არ დაიცავს” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძემ აქვე კიდევ ერთხელ განმარტა,…

მეტი...

“ჩინეთს გარეთ სიტუაცია უარესდება, პანდემია, ეს არის გლობალური ეპიდემია“ – ამირან გამყრელიძე

  •  

 “ჩინეთის გარეთ სიტუაცია, უფრო და უფრო უარესდება. ჩინეთს გარეთ, 125 ქვეყანაში დაფიქსირებულია 130 00-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ანუ, ჩინეთის ნახევარზე უფრო მეტი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძ​ემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა პანდემიის მნიშვნელობა. “მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, გუშინ დღევანდელი გლობალური სიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, პანდემიად გამოაცხადა. პანდემია, ესაა გლობალური ეპიდემია, როდესაც თითქმის ყველა ქვეყანასა და კონტინენტზეა.  ეს არის ყველაზე მაღალი რეგისტრის განგაში, რომელიც სახიფათოა მოსახლეობისთვის და ამიტომ ჯანმო საერთაშორისო წესების მიხედვით, მას აცხადებს საკმაოდ იშვიათად. გუშინ გამოცხადდა პანდემია, რათა უფრო…

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა ირანიდან დაბრუნებული ქალი იმსხვერპლა.  1news.az-ის ინფორმაციით, პაციენტი 51 წლის იყო. მას კორონავირუსის გარდა, მძიმე ავტოიმუნური დაავადებაც დაუდგინეს.  აზერბაიჯანში, ამ დრომდე, ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 13 შემთხვევაა გამოვლენილი.

მეტი...

“ბანკებმა უნდა შეამცირონ საკრედიტო ვალდებულებები” – დავით ჭიჭინაძე

  •  

 “კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან, საჭიროა შეჩერდეს ყველას ვალდებულება, ყველას წინაშე, მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე. და ეს პირველ რიგში ბანკებს ეხება. მათ უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება, რადგან სწორედ ბანკების პროცენტების სახდელად გამოდიან ადამიანები ქუჩაში”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” დამფუძნებელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება. “ექიმები აბსოლუტურად ლეგიტიმურად გვაფრთხილებენ სახლიდან არ გამოხვიდეთო, მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი?!​ მითუმეტეს, რომ ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, საკვებიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკით დასრულებული,  ბაზრობიდან მარაგდება. თითო ბაზრობაზე კი, მინიმუმ 10-15 ათასი ადამიანია, მარტო…

მეტი...

პროკურატურამ გუკა რჩეულშვილზე ძებნა გამოაცხადა

  •  

 “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გუკა რჩეულიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე, გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.  როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშული, გუკა რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდა. “თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გ.რ.-ს მეუღლის -ლ.კ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ვინაიდან  გ.რ. არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას. პროკურორის დადგენილებით მასზე გამოცხადდა ძებნა. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.რ.-ს 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან -ლ.კ.-სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, გ.რ.-მ 2020 წლის 8…

მეტი...

პროკურატურა კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

  •  

 საქართველოს  პროკურატურა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ პროკურატურის დანაყოფებში მისვლისგან. მათ შეუძლიათ განცხადებები და მათთვის საინტერესო საკითხები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნონ მისამართზე kancelaria@pog.gov.ge,  ხოლო თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა იქნება, განცხადებები დატოვონ პროკურატურის შენობებში სპეციალურად განთავსებულ  ყუთებში. ასევე,  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს მოუწოდა, შეასრულონ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები. როგორც ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, პროკურატურის შენობებში დეზინფექცია უკვე ჩატარდა, რაც მომავალში  გაგრძელდება.  მისი თქმით, პროკურატურის თანამშრომლებს, რომლებსაც  ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ,  მიეცემათ  დისტანციურად მუშაობის საშუალება,  ხოლო მაღალი რისკის მქონე თანამშრომლები…

მეტი...

ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა გააორმაგონ

  •  

 ჟენევაში დიპლომატებთან შეხვედრაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ღებრეიესუსმა ქვეყნებს მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა გააორმაგონ. მისი თქმით, ვირუსის პანდემიად გამოცხადება ქვეყნების მხრიდან დანებებას არ ნიშნავს და შეკავების ღინისძიებების შემსუბუქება არასწორი და სახიფათოა. ღებრეიესუსის განმარტებით, შეკავების სტრატეგიის დროს, ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ბალანსი ჯანმრთელობის დაცვას, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების პრევენციასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას შორის. ცნობისთვის, გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო, პანდემია გამოაცხადა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ქვეყანაში 25 ინფიცირებულია. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 49.

მეტი...

“კავკასუს ონლაინი” ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 270 000 ლარით დაჯარიმეს

  •  

 კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კვლავ დააჯარიმა და 270 000 ლარი დააკისრა. საქმე კომპანიის წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას ეხება. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“  წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია, რის გამოც, „კავკასუს ონლაინი“ უკვე მეოთხედ დაჯარიმდა. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი 1 მაისამდე აღნიშნულ ვალდებულებას კვლავ არ შეასრულებს, დღის წესრიგში შესაძლოა კომპანიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს. თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, კომისიამ ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში…

მეტი...

“ჩემი ვარაუდით, უფრო მალე იქნება ე.წ ეტიოტროპული პრეპარატები, ანუ ისეთი პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ ამ ვირუსზე და ამ შტამზე მოქმედებენ” – ამირან გამყრელიძე

  •  

  “ამ დროისთვის რამდენიმე ვაქცინაა შექმნილი. შექმნა არ არის რთული, ამის გამოცდას დიდი დრო მიაქვს, რომ უსაფრთხო იყოს ადამიანისთვის. ჯერ მთელი ეტაპებია ცხოველებზე გამოცდისთვის და შემდეგ უკვე ადამიანებზე ცდიან. არის სამი ფაზა, მანამდე ვაქცინა მწვანე შუქს ვერ ნახავს. ამიტომ, ჩვენი გათვლებით, წელიწად-ნახევარი დასჭირდება. 1,2,3 თვეში, ამის მოლოდინი ნუ გვექნება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ მოკლდე დროში შეიქმნება ის პრეპარატი, რომელიც უშუალოდ კორონავიეუსზე იმოქმედებს. „ჩემი ვარაუდით, უფრო მალე იქნება ე.წ ეტიოტროპული პრეპარატები, ანუ ისეთი პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ ამ ვირუსზე და ამ შტამზე მოქმედებენ. მსოფლიოში რამდენიმე წამყვან…

მეტი...

საქართველოს მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

  •  

 საქართველოს მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ინტენსიურად მუშაობს და, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად, ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას. მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით, საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა, გამოწვევა ძალიან დიდია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე – საზოგადოების წინაშე. საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების,…

მეტი...

„ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება“ – დავით ჭიჭინაძე

  •  

 „ექიმები აბსოლუტურად ლეგიტიმურად გვაფრთხილებენ სახლიდან არ გამოხვიდეთო, მაგრამ რა უნდა ქნას  ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი?!“ -ამისშესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე თვლის, რომ ბანკებმა საკრედიტო მომსახურებაზე შეღავათი უნდა დააწესონ. „ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, საკვებიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკით დასრულებული,  ბაზრობიდან მარაგდება. თითო ბაზრობაზე კი, მინიმუმ 10-15 ათასი ადამიანია, მარტო მომსახურე პერსონალი. ამიტომ ვამბობ, კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან, საჭიროა შეჩერდეს ყველას ვალდებულება, ყველას წინაშე, მსგავსი ფორს მაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე. და ეს პირველ რიგში ბანკებს ეხება! ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება! რადგან სწორედ ბანკების პროცენტების სახდელად გამოდიან ადამიანები ქუჩაში.…

მეტი...

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების გამო საქართველოში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა

  •  

 “ახალი კორონა ვირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო, რომელიც გუშინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიების ჩატარდება გადაიდო და გაუქმდა”  – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციით, სპორტული ღონისძიებები დროებით შეწყდა საქართველოშიც და სპორტულ ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ ჯერჯერობით არ ჩაატარონ – სპორტული შეჯიბრებები, მოსამზადებელი შეკრებები, სწავლებები და სემინარები, ყველაფერი რაც ხალხმრავალ ღონისძიებას უკავშირდება და ვირუსის გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს.  “ამ დროისთვის ოფიციალურად შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის  უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები,…

მეტი...

მადრიდის რეალის საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების წევრები კარანტინში არიან

  •  

 მადრიდის რეალის საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის წევრები კარანტინში არიან. საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მადრიდის რეალის განცხადებაში ვკითხულობთ, რეკომენდაციის მიხედვით, კარანტინში საფეხბურთო გუნდისა და საკალათბურთო გუნდების წევრები უნდა გადავიდნენ, რადგან ერთ სივრცეში ვარჯიშობენ.  “ლა ლიგისა და ევროლიგის მატჩები, რომლებიც დღეს და ხვალ იყო ჩანიშნული, არ ჩატარდება”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში. ესპანეთში კორონავირუსით 2 277 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 55, გამოჯანმრთელდა 183.  გუშინ, 11 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

მეტი...

სამხედრო ქალაქში მულტიფუნქციური სივრცე ეწყობა

  •  

 “სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. სამხედრო ქალაქში, აბაშვილის ქუჩის N3 კორპუსის მიმდებარედ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 5 200 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს” – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისი მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, რომელშიც განთავსდება საბავშვო მოედნები, მულტიფუნქციური ატრაქციონი, ფიტნეს ზონა, სკეიტ მოედანი, დასასვენებელი პავილიონები, ჩოგბურთის მაგიდა, საქანელა სკამები, საბაღე სკამები და ურნები. “ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესება და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი. სავალი ბილიკები ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდება. ასევე, სკვერის ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება და მოეწყობა განათების სისტემა. გასულ წელს სკვერის მიმდებარედ  მოეწყო…

მეტი...

ესპანეთის თანასწორობის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა, ვიცე-პრემიერი კი კარანტინში იმყოფება

  •  

 ესპანეთის თანასწორობის მინისტრს, ირენე მონტეროს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კარანტინშია გადაყვანილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილეც. შესწორებები შევიდა მთავრობის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. შეხვედრას მხოლოდ ის მინისტრები დაესწრებიან, რომელთაც კორონავირუსის წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსებთან ონლაინ კონფერენციებს გამართავს. ცნობისთვის, Worldometer-ის მიმდინარე მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 2277 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 55-ს მიაღწია.

მეტი...

“17 პაციენტიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა” – მარინა ენდელაძე

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 17 პაციენტზე ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია. მისი ცნობით, მათგან 7 საქართველოში რომი-თბილისის რეისითაა ჩამოსული, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. ამასთან, როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა. „გუშინ გაგზავნილი ტესტის ყველა პასუხი მიღებულია და არც ერთს არ დადასტურებია კორონავირუსით ინფიცირება. ამჟამად გრძელდება ინფექციურში მყოფ, დადასტურებულ 21 პაციენტზე მკურნალობა. მდგომარეობა არავის არ გაუარესებია. არიან მსუბუქი, საშუალო და მათგან ერთი შედარებით მძიმე პაციენტი, თუმცა მდგომარება არ არის გაუარესებული, სუნთქვის უკმარისობა არ არის და ვაწარმოებთ დაკვირვებას”, – განაცხადა ენდელაძემ.

მეტი...

„კორონაშეზღუდვები“ ქორწილებს, ქელეხებსა და დაბადების დღეებსაც შეეხება – რა შეზღუდვებს აწესებს სახელმწიფო?!

  •  

 საქართველოს მთავრობამ, „კორონავირუსის“ გავრცელების საპრევენციოდ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კრანტინი არ არის გამოცხადებული, თუმცა, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებს რეკომენდაცია ეძლევათ, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. მკაცრად გაკონტროლება ის ადამიანები, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ვირუსის პოტენციური მატარებლები და გამავრცელებლები არიან. გადაწყვეტილება #1. „მინდა ყველას მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში,“ – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; გადაწყვეტილება #2. “კორონავირუსთან” დაკავშირებული ვითარების გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს. შესაბამისად,…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზზე დაკავშირება „მაგთისა“ და „ბილაინის“ აბონენტებისთვის უფასო გახდა

  •  

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებზე „მაგთისა“ და „ბილაინის“ ქსელიდან დაკავშირება უფასო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, თვითონ კომპანიებმა მიიღეს. „ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმება, კომპანიების მხრიდან, სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურებას, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ინფორმირება უმნიშვნელოვანესია. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15-05 მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ამასთანავე გახანგრძლივდა დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზის სამუშაო საათები და 116 001-ზე დაკავშირება შეგიძლიათ სამუშაო დღეებში 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 18:00-საათამდე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

“არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც ე.წ. 40%-იან ჩამკეტს ეხება ” – გიგა ბოკერია

  •  

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში, მათთვის ერთი ბუნდოვანებაა ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია სად მიდის და რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება ის ხმები, რომელიც მაღალი მხარდაჭერის პარტიას გარკვეული ოდენობის მანდატების შემდეგ აკლდება. „როცა გავიგეთ, რომ თბილისს აშკარად აკლდებოდა არასამართლიანად ამომრჩევლების რაოდენობიდან გამომდინარე ადგილი, კარგია, რომ ეს საკითხი მოგვარდა. თვითონ ბლოკების საკითხს რაც შეეხება, უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ არის არსებითი საკითხი და ამიტომ „ევროპული საქართველო“ ამ საკითხზე არ ვაპირებთ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ. როგორც შემოგვთავაზეს იყოს ასე. არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც შეეხება…

მეტი...

“ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება კორონავირუსის გამო შექმნილ გაურკვევლობას უკავშირდება” – ეროვნული ბანკი

  •  

  „კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა” – ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბანკი იმ ვერსიებზე საუბრობს რამაც ეროვნული ვალიუტის გაუფასურებაზე იმოქმედა. “გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს.…

მეტი...

“რაღაც ეტაპზე, საჭირო გახდება შეზღუდვები, ეს პირველ რიგში შეეხება 100-კაციანი ქორწილებს, ქელეხებს” – პაატა იმნაძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქელეხებსა და ქორწილებზე, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს. “რაღაც ეტაპზე, საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

„პანდემია არ ნიშნავს იმას, რომ სიკვდილიანობის კუთხით გართულდა მდგომარეობა“- თამარ უგულავა

  •  

 „პანდემია მოიაზრებს გეოგრაფიულ განვრცობას, რომელმაც შეიძლება ყველა ქვეყანა მოიცვას და საუბარია იმაზე, რომ დაავადებამ დააინფიციროს ბევრი ქვეყანა“- ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა თამარ უგულავამ განაცხადა. გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების, პანდემიის გამოცხადების ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას სანიტარული ნორმების დაცვაზე ამახვილებს. როგორც თამარ უგულავა განმარტავს სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული თვალსაზრისით მდგომარეობა დღემდეც არასახარბიელო იყო. ის სააღმზრდელო პროცესს გრძელი ვადით შეჩერების რეკომენდაციას არ იძლევა თუმცა თვლის, რომ მგომარეობა სიტუაციის შესაბამისად უნდა შეფასდეს.თამარ უგულავა პანდემიის მნიშვნელობას განმარტავს. „პანდემია არ ნიშნავს იმას, რომ სიკვდილიანობის კუთხით გართულდა მდგომარეობა. პანდემია…

მეტი...

„დაცვის წამყვანი წყარო ისევ და ისევ რჩება დედის რძე, ძუძუთი კვებაზე არცერთ შემთხვევაში არ ვამბობთ უარს“- თამარ უგულავა

  •  

 „დედა თუ დაინფიცირებულია ბავშვს ძუძუ უნდა აწოვოს ისე, რომ პირბადე აიფაროს, თუ დედის მდგომარეობა არაა სახარბიელო გამოწველილი რძე უნდა მიაწოდოს ჩვილს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა თამარ უგულავამ განცხადა. თამარ უგულავა აქცენტს ისევ უსაფრთხოების წესების დაცვაზე აკეთებს და აღნიშნავს რომ მიუხედავად სიმპტომატიკისა დედამ ბავშვის ძუძუთი კვება არ უნდა შეაჩეროს. „დედის დაინფიცირების შემთხვევაში დედას დამატებითი თავის დაცვის საშუალებები უნდა გააჩნდეს, ბავშვის ხელში აყვანის დროს წინასწარ უნდა იყოს დამუშავებული, ეს იმ შემთხვევაში თუ საშიშროებას ველოდებით, თუ დედის მდგომარეობაა არაა სახარბიელო დედამ უნდა გამოიწველოს რძე…

მეტი...

„ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში“ – მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს

  •  

 „მინდა ყველას მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში,“ – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა და “კორონავირუსის” გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას მიმართა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე, რომელსაც ექნება გარდაუვალი აუცილებლობა და მაინც მობრძანდება სერვისის მისაღებად, თავი შეიკავოს, რომ თან ჰყავდეს თანმხლები პირები. ეს არის კლასიკური შემთხვევა. განსაკუთრებით, იუსტიციის დიდ სახლებში, მოქალაქეები სერვისის მისაღებად თანმხლებ პირებთან ერთად მოდიან. გთხოვთ, აღნიშნულისგანაც შეიკავოთ თავი, რადგან ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოძრაობდეს საჯარო სივრცეებში. მესამე…

მეტი...

გიორგი გახარია ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარმოდგენისთვის ვადას დღის ბოლომდე აძლევს

  •  

 „ჩვენთვის პრიორიტეტია ზრუნვა ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეფექტურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ჩვენს ეკონომიკას,“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა და ეკონომიკურ გუნდს დავალება მისცა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გლობალური გამოწვევის წინაშე საქართველოს პასუხი იყოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური. „პირველ რიგში დღეს ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ამასთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, რომ პრიორიტეტია ზრუნვა ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეფექტურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ჩვენს ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინოს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გარდა ჯანმრთელობისა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე, ისევე, როგორც ქვეყნის…

მეტი...

“ორსულებისთვის ეს დაავადება ისეთივე რისკის შემცველია როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის” – თამარ უგულავა

  •  

 “ყველაზე მეტად ვიცით, რომ ავადდაებიან ქრონიკული დაავადებების მატარებელი ადამიანები, თუმცა ორსულებს განსაკუთებული სიფრთხილე მართებთ“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა თამარ უგულავამ განაცხადა. უგულავა მთავარ რეკომედაციად ჰიგიენის ნორმების დაცვას თვლის და ორსულებს იმ წესების შესრულებისკენ მოუწოდებს, რაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მერ გაიცა. სპეციალისტი იმ მაჩვენებელზეც საუბრობს, რაც დღეს მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით სტატისტიკით ფიქსირდება: „სტატისტიკურად ვიცით, რომ ყველაზე მეტად მოწყვლადი ხდებიან ქრონიკული დაავადებების მატარებელი ადამიანები. ორსულობა მოწყვლადობის კრიტერიუმს არ წარმოადგენს, თუმცა უნდა გაფრთხილდნენ. ორსულებისთვის ეს დაავადება ისეთივე რისკის შემცველია როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის,…

მეტი...