“წირვა ჩვეულებრივ ჩატარდება, მლოცველები დისტანციას დაიცავენ” – ანდრია ჯაღმაიძე

ხვალ საკვირაო წირვა ყველა ტაძარში ჩვეულებრივ ჩატარდება. პატრიარქის პრესმდივანი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მათ მხოლოდ ერთი რეკომენდაცია მიიღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან – ეკლესიაში მყოფმა პირებმა დაიცვან დისტანცია. “თუკი არ ეწინააღმდეგება რაიმე რეკომენდაცია ღვთისმსახურებას და დღესასწაულის აღნიშვნას, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც არის რეკომენდაცია, რომ ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვისთვის, ერთმანეთის ზრუნვისთვის გათვალისწინებული იყოს მაქსიმალურად. ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ თუკი ამის საშუალებას მისცემს მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეული იქნეს, რომ რაიმე დისკომფორტი არ შეექმნათ მლოცველებს,” – აღნიშნა დეკანოზმა. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ აღდგომის წინ მარხვაში იქნება…

მეტი...

„ვიზეარი“ ფრენების შეჩერების ვადას 20 აპრილამდე ზრდის

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას 20 აპრილამდე აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ცვლილებები ეხება ფრენებს შემდეგი ქვეყნებიდან: • ალბანეთი – ფრენები გაუქმდება 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით;• ფინეთი – ფრენები შეჩერდება 2 აპრილამდე;• პორტუგალია – ევროკავშირს მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართულებით ფრენები 17 აპრილამდე შეჩერდება. „აღნიშნული სამგზავრო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელებისა და თავიდან აცილების მიზნით. მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე. მათ ბილეთის ღირებულების 120-პროცენტიანი ანაზღაურება ავტომატურად…

მეტი...

“ლიბერთი ბანკისა” და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აპრილში პენსიები წინასწარ გაიცემა

აპრილში პენსიები წინასწარ გაიცემა. “ლიბერთი ბანკისა” და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 23 მარტიდან ასმილიონიანი პროგრამა ამოქმედდება. აღნიშნული საკითხი დღეს ბიზნესომბუდსმენმა და “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა განიხილეს. სიახლე შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მყოფ 70 წელს გადაცილებულ ადამიანს. პროგრამის შესახებ დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი. პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ “ლიბერთი” სპეციალურ განცხადებას 23 მარტს გააკეთებს.

მეტი...

პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ საკითხი საგანგებო პლენარულ სხდომაზე განიხილა და კენჭი უყარა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეგისტრაცია სულ 120-მა დეპუტატმა გაიარა. სხდომას ესწრებოდნენ ის დეპუტატებიც, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს მიმართა, შემოეღო საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე. 

მეტი...

“შეიძლება, საგანგებო მდგომარეობა ამ ვითარების აღმოფხვრისთანავე გაუქმდეს” – მთავრობის საპარლამენტო მდივანი

“შეიძლება, საგანგებო მდგომარეობა ამ ვითარების აღმოფხვრისთანავე გაუქმდეს”, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ემზარ კვიციანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ემზარ კვიციანი პარლამენტის სხდომაზე დაინტერესდა, აღდგომის თარიღის გათვალისწინებით, შეიძლებოდა თუ არა, საგანგებო მდგომარეობა, 20 დღის და არა ერთი თვის ვადით ყოფილიყო განსაზღვრული. „შესაბამისად, თუ ვითარება აღმოიფხვრება 10 დღეში, 10 დღეში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. ხოლო, თუ 10 დღეში არ იქნება და ერთი თვე გახდება საჭირო, მაშინ, ბუნებრივია ერთი თვე გაგრძელდება“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

მეტი...

„ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით“ – საქართველოს პრეზდენტი

„ეს ბრძოლა ჩვენია, თითოეული ჩვენგანის. ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით. ამ ბრძოლის შედეგი აისახება მთელ ქვეყანაზე და მომავალ თაობებზე. ამ კრიზისის შემდეგ მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნება. ჩვენთანაც  ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი გამოწვევა უნდა გადავლახოთ, მხოლოდ ერთიანი საქართველო დაძლევს ამ გამოწვევას“ – ეს განცხადება  სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნდან, საგანგებო სესიაზე გააკეთა, სადაც  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ. პრემიერ – მინისტრის წარდგინებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. ასევე, პარლამენტი იხილავს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილ დეკრეტს, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს ტერიტორიაზე,…

მეტი...

საპატრიარქო სინოდის გუშინდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის გუშინდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს, რომელშიც მოცემული სინოდის განჩინება და რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით: „წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა; და დასძინა: ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება; გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება. წმინდა სინოდის სხდომის მდივნად აირჩიეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). კათოლიკოს-პატრიარქმა, საკითხის განხილვაში, აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა მღვდელმთავრებს და…

მეტი...

“ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება” – ილია მეორე

“ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.  „წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა; და დასძინა: ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება; გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ წმინდა სინოდის გუშინდელი სხდომის ოქმში…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ვებგვერდის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ერთი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

მეტი...

“გადავდივართ ვირუსის გავრცელების შემდგომ ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს” – გიორგი გახარია

“ამ ეტაპზე ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების შემდგომ – შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ჯერ კიდევ პირველი შემთხვევა გამოვლინდა 26 თებერვალს. დღეს არის 21 მარტი და უკვე 48 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. 2300 ადამიანზე მეტი საკარანტინო ზონაში და ბევრი თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, თავიდანვე შევქმენით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები – კონკრეტული შედეგების მისაღწევად. მინდა, ჩამოგითვალოთ…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მარკეტებში სრული ქაოსია, პროდუქტებს იტაცებენ – რედაქტორის ბლოგი

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მარკეტებში სრული ქაოსია, მიუხედავად რომ თვალშისაცემია პროდუქტების მრავალფეროვნება, ხალხი დიდი რაოდენობით იტაცებს ხორცს, ყველს, ზეთ-კარაქს, შაქარ-მარილს, ძეხვეულს… ქათამსა და კვერცხს… მარკეტებში სრული ქაოსია, ხალხი ყველაფერს, რაც ხელში ხვდება რკინის დიდ კალათებში ყრის. რა ხდება მარკეტებში, „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ერთ-ერთ დიდ მარკეტში ზუსტად 16:00 საათზე შევედი, ყველა მიმართულებით, ყველა დახლთან უზარმაზარი რიგი დგას. არ ვიცი საით წავიდე და საიდან დავიწყო. დავიწყოთ ხორცის განყოფილებით, თანამშრომლები ხორცის დაჭრას ვერ ასწრებენ, გამოიტანენ – იყიდება, კიდევ გამოიტანენ – კიდევ იყიდება. ნორმალურ ვითარებაში თუ მომხმარებელი კილოობით ყიდულობს ხორცს ახლა პარკებით ყიდულობენ, ერთი…

მეტი...

“არ იქნება გადაადგილების ისეთი შეზღუდვა, რომ ადამიანს არ შეეძლოს ერთი ადგილიდან დანიშნულების ადგილზე მისვლა” – მამუკა მდინარაძე

„საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანებას განვიხილავთ და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დეკრეტი, რომელსაც დავამტკიცებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის სხვადასხვა ფორმას, კონკრეტულ შემთხვევებში, განსაზღვრავს დეკრეტი და მთავრობა შესაბამისად მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში. „ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე. აქ საუბარია მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე, რომ საკარანტინო პირობები დაადგინოს და საკარანტინო პირობებისა და, ზოგადად, ამ რეჟიმის დარღვევისთვის შესაბამის სანქციები განსაზღვროს. არ იქნება გადაადგილების ისეთი შეზღუდვა, რომ ადამიანს არ შეეძლოს ერთი ადგილიდან დანიშნულების ადგილზე მისვლა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით იქნება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ…

მეტი...

“ქართული ჟურნალისტიკის დღე გვსურს მივულოცოთ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს, გმადლობთ!” – აშშ – ს საელჩო

ამერიკის საელჩო ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, როგორც არასდროს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საჭიროება კრიტიკულად აუცილებელია. “დღეს, როგორც არასდროს, ვხედავთ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის კრიტიკულ საჭიროებას მსოფლიოში. არსებულ ვითარებაში, პასუხისმგებლიანი ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირებისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო როლს ასრულებენ. ქართული ჟურნალისტიკის დღეს, გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მივულოცოთ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს, რომლებიც ხალხს დაუღალავად, მედიის ეთიკისა და სწორი გაშუქებისადმი სრული ერთგულებით ემსახურებიან. გმადლობთ!”- ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელიც “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

მეტი...

“მოსახლეობა სურსათს შეუფერხებლად მიიღებს” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. “ჩვენ რეგულარულად გვაქვს შეხვედრები, ფაქტიურად ყოველდღიურად, მოწოდების ჯაჭვის ყველა რგოლთან. დღეს გვქონდა სავაჭრო ქსელებთან შეხვედრები იმისთვის, რომ საგანგებო სიტუაციას დარგი შეხვდეს მომზადებული. გავიარეთ კონკრეტულად ცხრა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არის გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ ქსელებმა სრულყოფილი ფუნქციონირება შეძლონ. ჩვენი სამინისტრო კოლეგებთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ონლაინ რეჟიმში მუშაობს, რომ ლოჯისტიკური საკითხები მოგვარდეს და სურსათის უზრუნველყოფის და მიწოდების კუთხით არ იყოს შეფერხებები, ასევე ფასების კუთხით ზუსტად…

მეტი...

“რამდენიმე ათასი მოლეკულური ტესტის მარაგი გვაქვს ქვეყანაში, ჩინეთიდან მომდევნო კვირაში დამატებით ველოდებით” – პაატა იმნაძე

“ჩვენ ამ ეტაპზე მოლეკულური ტესტირებისთვის საჭირო რამდენიმე ათასი ტესტის მარაგი გვაქვს ქვეყანაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა მომდევნო კვირაში მოლეკულურ ტესტებს ჩინეთიდანაც ელოდება. „ჩინეთიდან ველოდებით იმ კვირაში დამატებით პარტიას ისევ და ისევ მოლეკულური ტესტების.  ამავე დროს, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკაბებები კორეულ მხარესთან სწრაფი ტესტების მოწოდების თაობაზე. ველოდებით, რომ კონკრეტული შედეგები გვექნება უკვე იმ კვირაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მეტი...

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც იმნაძემ განაცხადა, ახალგაზრდა ქალს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირზეა როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება”, – განაცხადა იმნაძემ. ცნობისთვის, 19 მარტს ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში 48-მდე გაიზარდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის. შეგახსენებთ, რომ 48 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. „ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მტავრობამ პრეზიდენტს დრეს მიმარტა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

მეტი...

“ამ ეტაპზე, ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება” – გიორგი გახარია

“ “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას დღეს აქვს უფლება, შეზღუდოს სატრანსპორტო გადაადგილება, ჩვენ ამას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმა გააკეთა. როგორც გახარიამ აღნიშნა ამ ეტაპზე მთავრობა სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვის საჭიროებას ვერ ხედავს. “ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის იმედი და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სახლში და პირველ რიგში ვზღუდავთ იმ საცალო მოხმარების ბიზნესის ნაწილს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიგოთ, რომ უნდა დავრჩეთ სახლში და ყველა უნდა დავიცვათ ჩვენი პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების ნორმები. თუ საჭირო გახდა და ჩვენ თუ…

მეტი...

10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება.  „მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

მეტი...

საგანგებო მდგომარეობა მედიას არ ეხება

“საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას”, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ერთადერთი, რაც მედიას მოეთხოვება, პირადი უსაფრთხოების დაცვაა. „საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება”, – აღნიშნა გახარიამ. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

მეტი...

რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რის საშუალებას აძლევს მთავრობას საგანგებო რეჟიმის გამოცხადება. “საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს: იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა. დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები. იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების,…

მეტი...

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, პარლამენტში სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. საგანგებო სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 16:30 საათისთვის არის ჩანიშნული. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

მეტი...

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. კანონის გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეუძლიათ განახორციელონ შემდეგი ღონისძიებანი: გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობას და მეურნეობის ფუნქციონირებას; დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან და აუცილებლად მისცენ სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები; საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის…

მეტი...

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში იძულებით კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანა. საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 180 ადამიანია გადაყვანილი შსს-ს ცნობით, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში ყველა მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი. „საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კვლავ აქტიურად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს“, – აცხადებენ შსს-ში.…

მეტი...

მესტიის საკარანტინო სივრცეში ორი ადამიანი გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესები დაარღვევის გამო, მესტიის საკარანტინო სივრცეში ორი ადამიანი გადაიყვანეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა. ოდიშარიას ინფორმაციით, არცერთ მათგანს, ვინც კარანტინშია გადაყვანილი, ახალი ვირუსის კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება. ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში 266 ადამიანია, კარანტინში 26 ადამიანია, რომელთაგან საკარანტინო სივრცეში 17 პირი გადაიყვანეს.

მეტი...

კორონავირუსის დღეს დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან, ორი საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება

კორონავირუსის დღეს დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან, ორი საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება. ვირუსით ინფიცირება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ორ პირს დაუდასტურდა. ორივე ინფიცირებული ახალგაზრდა ასაკისაა. ისინი საფრანგეთიდან სხვადასხვა დროს ჩამოფრინდნენ, როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თავდაცვის სამინისტროს გორში მდებარე ჰოსპიტალიდან აცნობეს გორის საკარანტინე სივრცეში დრემდე არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ჰქონდათ. „გუშინ გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ორი დაგვიდასტურდა. ახალგაზრდა ადამიანები არიან. პირველი შემთხვევა არის იუნკერი საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიით. ის კარანტინიდან შემოიყვანეს 18 მარტს. კლინიკურად მასთან ძალიან სუსტადაა გამოხატული სიმპტომატიკა, იმყოფება ბოქსირებულ განყოფილებაში. მეორე შემთხვევა არის ქალბატონი. მასაც აქვს საფრანგეთის მოგზაურობის ისტორია. ეს ქალი 20- ში აეროპორტიდან შემოვიდა ჰოსპიტალში.…

მეტი...

ესპანეთში ორი სპორტული ჟურნალისტი კორონავირუსით გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით ორი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი გარდაიცვალა – 59 წლის ხოსე მარია კანდელა და 78 წლის ტომას დიას-ვალდესი. როგორც ირკვევა, ხოსე მარია​ კანდელას 20 მარტს უნდა გაევლო ტესტი კორონავირუსზე. ტომას დიას-ვალდესი, 30 წელი გაზეთ AS-ის რეპორტიორი იყო. ის მოტოსპორტის თემაზე მუშაობდა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირების 20412 შემთხვევაა დადასტურებული. 1041 ადამიანი გარდაიცვალა, 1588 – გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“გვყავს სამი პრობლემური პაციენტი, ვიმედოვნებთ, მეოთხე უკვე ამოვიღეთ მძიმე პაციენტთან სიიდან” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ფასდება, როგორც საშუალო და მასზე მსუბუქი. ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა კი საშუალო და სტაბილურია.  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ​ს თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. „ახალი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, ალბათ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. მათი ტესტირება მოხდა გუშინ და კვლევები ახლა დაიწყება, ჩატარდება დინამიურად, შესწავლის მიხედვით. დღევანდელი მონაცემებით პროგნოზის გარკვევა ჯერ შეუძლებელია. რამდენიმე დღის კვლევების შედეგების შეჯერებით შეიძლება, ვთქვათ მომავალში პროგნოზულად ეს პაციენტი მსუბუქია, საშუალო თუ მძიმე. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს…

მეტი...

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ​ის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი.  მისი თქმით, სამი ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტი ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული. დანარჩენი ორის შესახებ კი, მისთვის ინფორმაცია ცნობილი არ არის. “პაციენტი ჩამოსვლის დღიდან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები დადგენილია ყველა მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. მდგომარეობა მსუბუქად/ სტაბილურად მძიმეა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. დღეისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევა დასტურდება. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

მეტი...

აშშ-ში, მამაკაცმა 8 ტონა ტუალეტის ქაღალდით სავსე სატვირთო გაიტაცა

ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში მამაკაცმა ტუალეტის ქაღალდებით სავსე სატვირთო ავტომობილი გაიტაცა.  პოლიციის ყურადღება სატვირთო ავტომობილმა მას შემდეგ მიიქცია, რაც შტატის ერთ-ერთ მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ მანქანა გატაცებულია. პოლიციელებმა სატვირთო ავტომობილში 8 ტონა ტუალეტის ქაღალდი აღმოაჩინეს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტუალეტის ქაღალდზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა.

მეტი...

მოსახლეობა სურსათს შეუფერხებლად მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ქვეყანაში „კორონავირუსის“ შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. „დღეს არსებულ ვითარებაში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში მომარაგების კუთხით შეფერხება არ მოხდეს და განსაზღვრულ ძირითადი  მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს გააცნო ის მექანიზმი, რომელითაც სახელმწიფო ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო)…

მეტი...

“ლარსიდან დატვირთული მანქანები დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ გვაქვს” – მინისტრი

ოპერატიულად მოხდა გზის გაწმენდა და საზღვარზე გაჩერებული, სურსათით დატვირთული ტრაილერებიც დაიძრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სურსათის მარაგი ივსება და პრობლემა არ იქნება. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, ლარსზე არსებული პრობლემებიც მოხსნილია. „ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. გარკვეული პროდუქტების მოწოდებაში გვქონდა წყვეტა უამინდობის გამო. ფოთში გემების დაცლა ვერ მოხდა, ხოლო ლარსზე ვერ ხდებოდა გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო. ლარსიდან მანქანები უკვე დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით არ არის შეფერხება. მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად, ყოველ დღე ვხვდები საცალო და…

მეტი...

უცხოეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართვა მოითხოვეს

„ახალი კორონავირუსის“ გამო უცხოეთიდან დაბრუნებულმა 40-მდე საქართველოს მოქალაქე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართვა მოითხოვა. როგორც  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, პროგრამაში 25-მდე ადამიანი ჩართეს და მათ პრეპარატს კარანტინში აწვდიან. „მედიაცენტრი მთავარი:“ რამდენიმე დღის უკან, თქვენ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ კარანტინში არ გყავდათ ბენეფიციარები. რა შეიცვალა ამ 3 დღეში? ლაშა კილაძე: შეიცვალა ის, რომ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის პრეპარატების ადგილზე მიწოდება უკვე დავიწყეთ.  კარანტინში მოხვდნენ ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ეს ის ადამიანები არიან რომლებმაც გვთხოვეს პროგრამაში ჩართვა. „მედიაცენტრი მთავარი:“ ეს ადამიანები ადრე…

მეტი...