“ძალიან ძნელია, ებრძოლო მეზობელს, რომელიც არღვევს ზნეობას”… დავით ოქიტაშვილი

  •  

 საქართველოს „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი „კორონავირუსთან“ დაკავშირებით პოლიციის აქტიურ და თავდადებულ მუშაობასთან დაკავშირებით „პოსტს“ აქვეყნებს და მადლობას უხდის.    პოლიცია! ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ჩვენს დღევანდელობაში, ისინი დგანან სადარაჯოზე, ქართველთა წესრიგისა და ზნეობის სადარაჯოზე. ადვილი არ არის ებრძოლო კრიმინალს, ადვილი არ არის ეძებო მტყუან-მართალი, მაგრამ ძალიან ძნელია, ებრძოლო მეზობელს, რომელიც არღვევს ზნეობას, ებრძოლო მეგობარს, რომელიც ჩამოვიდა და „არაფერი ჭირს.“ ეს ადამიანები დღეს ჩუმად, სიყვარულითა და ღირსებით ებრძვიან ჩვენს ნაკლს, გამოუთქმელად, უენოდ, საკუთარი რისკის ქვეშ. მადლობა მათ, მადლობა ამ უსახელო გმირობისთვის“… წერს დავით ოქიტაშვილი.

მეტი...

ბათუმის სარაგბო სტადიონს დეზინფექცია ჩაუტარდა

  •  

 ბათუმის სარაგბო სტადიონზე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის საგარბო კლუბიდან აცნობეს, სადეზინფექციო სამუშაოები შენობის სამივე ფლიგელში ჩატარდა. დამუშავდა როგორც  სამუშაო ოთახები, ისე სავარჯიშო-სპორტული დარბაზი, ხელოვნური და ბუნებრივი საფარის მქონე სტადიონების ტრიბუნები. სტადიონზე ყველა ჩამოთვლილი  ოთახი თუ ინვენტარი სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავდა.  

მეტი...

რა მიმართულებით გაუქმდა საერთაშორისო ფრენა – როგორია საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენის განრიგი

  •  

 მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ. ბევრმა ავიაკომპანიამ გააჩერა ან აჩერებს ავია მიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე – სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში. აღნიშნული დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება დაგეგმონ შესაბამისი მარშუტები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15/03/2020 წლის…

მეტი...

„ვმუშაობთ, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა“ – ლევან დავითაშვილი

  •  

 პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს. ჯგუფის მუშაობის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „პრემიერის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს ჯგუფი, რომელიც ხვდება მომწოდებლებს და არსებულ სიტუაციაში ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის  მონიტორინგს ახორციელებს. რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები,  ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება როგორც იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, ასევე მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, რათა, ერთი მხრივ, არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და, მეორე მხრივ, არ მოხდეს…

მეტი...

ხვალიდან რუსეთ-საქართველოს შორის მოქალაქეების გადაადგილება იკრძალება 

  •  

 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 მარტიდან, საქართველო-რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება იზღუდება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეთანხმება გრიგორი კარასინთან შედგა. „საქართველოს  პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი)  ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს  წევრს გრიგორი კარასინს. “კორონავირუსის” საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 427 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 73.

მეტი...

“ვმუშაობთ, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა” – ლევან დავითაშვილი

  •  

 ქვეყანაში სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით სამუშაო ჯგუფია შექმნილი. აღნიშნულ ჯგუფს დღეს შეხვედრა ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან. შეხვედრას მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რეგულარული შეხვედრების მიზანია სურსათის მიწოდების უზრუნველყოფა და ამ პროცესის უწყვეტობა. “გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს რეგულარული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს შეხვედრებს სხვადასხვა მომწოდებელთან. ეს უკავშირდება სურსათის უზრუნველყოფას ქვეყანაში იმისთვის, რომ არ შეიქმნას სურსათის დეფიციტი. ჩვენ გვაქვს რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები, რომლებიც გაგრძელდება ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და, მეორე…

მეტი...

“განმეორებითი ტესტის შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი პაციენტის გამოჯანმრთელება დადგა” – მარინა ეზუგბაია

  •  

 “განმეორებითი ტესტის შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი პაციენტის გამოჯანმრთელება დადგა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. როგორც მან განაცხადა, იმ პაციენტის მეორადი ტესტის პასუხი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. „პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათია ინტერვალში. უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმთელდა. ორივე პაციენტთან განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში თუ პასუხები უარყოფითი თუ იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

საფრანგეთში საქართველოს საელჩო კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

  •  

 საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთი ეპიდემიის მესამე ფაზაზე გადავიდა. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ფაზაზე გადავიდა. დღეს, ღამის 12:00 საათიდან იხურება ყველა რესტორანი, კაფე, კინოდარბაზი და ღამის კლუბი, ასევე, სასიცოცხლოდ არააუცილებელი ყველა სხვა დაწესებულება. არ დაიხურება: სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, სიგარეტის მაღაზიები და ბანკები. მოწოდება მოსახლეობისთვის: მინიმუმამდე შეამცირეთ გადაადგილება, კონტაქტები და სხვადასხვა სახის ოჯახური შეკრებები. სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები უნდა დარჩნენ შინ, არ უნდა მიიღონ მნახველები, თავი აარიდონ მცირეწლოვნებთან კონტაქტს. ვირუსის შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე პირები ასევე უნდა…

მეტი...

საპატრიარქო კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მრევლს რეკომენდაციებით მიმართავს

  •  

 საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მრევლს რეკომენდაციებით მიმართავს. „როგორც ცნობილია, კორონავირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს გარკვეული რეგულაციები და არსებობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის რჩევები. სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ამ მითითებების გათვალისწინებას. ამიტომ საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისგან, მათ შორის მოსალოცად, და ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან…

მეტი...