იტალიაში კორონავირუსის შედეგად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 349 ადამიანი გარდაიცვალა

  •  

 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში ახალი კორონავირუსის შედეგად, 349 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, მთლიანობაში, გარდაცვლილთა რაოდენობამ 2158 ადამიანი შეადგინა. ამავე პერიოდში, იტალიაში, დაინფიცირების 3233 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. შესაბამისად, ქვეყანაში საერთო ჯამში ვირუსით დაინფიცირების 27 980 შემთხვევა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, მათი რაოდენობა 2749-ს შეადგენს.

მეტი...

“მივმართავ ყველა ქვეყანას მკაფიო გზავნილით, ჩაუტარეთ ტესტი ყველა საეჭვო პირს, თუ გამოვლინდა ვირუსი, მოძებნეთ კონტაქტები და მოახდინეთ მათი იზოლაცია” – ტედროს გებრეიესუსი

  •  

 სოციალური კონტაქტების შემცირებით შესაძლებელია ვირუსის გადაცემის შემთხვევების შემცირება, რაც ეხმარება ჯანდაცვის სისტემას, შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი კორონავირუსის შემთხვევები ახლა მთელ მსოფლიოში უფრო მეტია, ვიდრე ჩინეთში. „გასულ კვირაში ჩვენ ვნახეთ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი მატება მთელ მსოფლიოში. ახლა კორონავირუსის შემთხვევები მთელ მსოფლიოში უფრო მეტია, ვიდრე ჩინეთში. ასევე ვნახეთ, რომ ქვეყნების ნაწილმა მიიღო მკაცრი ზომები სოციალური კონტაქტების შესამცირებლად, მათ შორის იყო სკოლების დახურვა, სპორტული და სხვა სახის ღონისძიებების გაუქმება, მაგრამ არ გვინახავს მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ნაბიჯები ტესტირების, იზოლაციისა და კონტაქტების გამოვლენის…

მეტი...

“მესამე გამოჯანმრთელებულმა შესაძლოა ხვალ დატოვოს კლინიკა” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ლუგარის ცენტრიდან კორონავირუსზე კიდევ 14 პაციენტის ანალიზის პასუხი უნდა მოვიდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთმა პაციენტმა, შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულება ხვალ დატოვოს. „14 ანალიზის პასუხს ველოდებით. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ დაგვემატოს, მაგრამ გვიან ღამით, ლუგარის ცენტრიდან 14 ანალიზის პასუხი უნდა მოვიდეს. მესამე პაციენტს უარყოფითი პასუხი ჰქონდა. ხვალ განმეორებითი ტესტი ჩატარდება. ვინაიდან პაციენტს არავითარი კლინიკური ნიშანი არ აღენიშნება, პირველი პასუხი მკაფიოდ უარყოფითი იყო, მოველით, რომ მეორეც უარყოფითი იქნება და ის ხვალ კლინიკას დატოვებს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო

  •  

 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, კლინიკური ტესტირება, აშშ-ში დღეს, 16 მარტს დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც მთავრობასთანაა დაკავშირებული, ტესტირების პირველი მონაწილე ექსპერიმენტულ ვაქცინას დღეს მიიღებს. ტესტირება, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დაფინანსებით, სიეტლიში, ვაშინგტონის შტატის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ტარდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ტესტირება ერთი წლიდან, 18 თვემდე გასატნს, ვიდრე ვაქცინა სრულყოფილ შემოწმებას გაივლის. ტესტირება დაიწყება 45 წლის ჯანმრთელ, ახალგაზრდა მოხალისეზე. სპეციალისტების განცხადებით, არ არსებობს რაიმე შესაძლებლობა იმის, რომ მოხალისეები ვაქცინით დაინფიცირდნენ, რადგან ვაქცინა არ შეიცავს ვირუსს. პირველი ტესტირების მიზანია დადგინდეს, რომ ვაქცინა არ იწვევს…

მეტი...

ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება კვლავ ექნება

  •  

 რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადის განულება კანონიერად ცნო. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღოს მონაწილეობა. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი რუსეთში აპრილის ბოლოს უნდა გაიმართოს. კრემლში აცხადბენ, რომ კორონავირუსის გავრცლების მიუხედავად, რეფრედუმი მაინც გაიმართება.

მეტი...

ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე თვითიზოლაციაში იმყოფება

  •  

 ლოზანის გრანპრის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა. ქართველმა მოჭადრაკემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. ევროპის ჩემპიონი საქართველოში ჩამოსვლის დეტალებს იხსენებს და საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის ეფექტურ მუშაობას აღნიშნავს. „როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით, მგზავრები სკანერ-კონტროლით შეგვამოწმეს, შემდეგ კი პასპორტ კონტროლი გავიარეთ. იქვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავებმა ქვეყანაში ამოქმედებული რეგულაციები გაგვაცნეს. მიუხედავად იმისა, რომ არ მხიბლავდა თვითიზოლაციის პერსპექტივა, დაუყოვნებლივ დავემორჩილე მათ მოთხოვნას. ყველას მოგიწოდებთ აუცილებლად დაემორჩილეთ იმ რეგულაციებსა და რჩევებს, რომლებსაც პროფესიონალებისგან ვიღებთ. ამით დავიცავთ ჩვენს თავს, ოჯახებს, საზოგადოებას.…

მეტი...

კორონავირუსით ესპანეთში 21 წლის ფეხბურთელი ფრანცისკო გარსია გარდაიცვალა

  •  

 კორონავირუსით ესპანეთში 21 წლის ფეხბურთელი და მწვრთნელი ფრანცისკო გარსია გარდაიცვალა.   ესპანეთის ერთ-ერთი ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელს საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობისა და პნევმონიის ფონზე კორონავირუსი დაუდგინდა. 21 წლის ფეხბურთელი ლეიკემიით იყო ავად, რამაც ახალი კორონავირუსის ფონზე, მისი მდგომარეობა დაამძიმა და ფატალური შედეგი გამოიწვია.   ახალგაზრდა ფეხბურთელისა და მწვრთნელის გარდაცვალების შესახებ საფეხბურთო კლუბი “ატლეტიკო პორტადა ალტა” წერს.

მეტი...

“ბიბლიოთეკასთან ყოველდღე 5 ახალი წიგნი იდება, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ”- გიორგი კეკელიძე

  •  

 “ბიბლიოთეკასთან ყოველდღე 5 ახალი წიგნი იდება, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ” – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ყოველ დღე დაიდება 5 წიგნი, რომლის წაღებაც შეეძლება ნებისმიერ ადამიანს და შეუძლიათ ის უკან არც დააბრუნონ. “ბოდიში, რომ შესაბამისად ვერ გემსახურებით, მაგრამ დღეიდან ყოველდღე, დილით 10 საათზე, ბიბლიოთეკის შესასვლელთან (გუდიაშვილის 7) ამ წიგნის სახლუკაში, თქვენ ხუთი ახალი, გამოუყენებელი წიგნი დაგხვდებათ ეკვილიბრიუმის ფონდიდან, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ. იკითხეთ სახლში. მადლობა თქვენ მოთმინებისთვის! მადლობა ექიმებს გამძლეობისთვის! კორონა წავა მალე!” – წერს გიორგი კეკელიძე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკიდან გაეწერა

  •  

 კორონავირუსით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა, თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება. შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა და სრულად გამოჯანმრთელდა, ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა.

მეტი...

“ვცდილობთ სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, ბევრი შეცდომა დაუშვეს ჩინელებმაც და იტალიელებმაც” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 „ჩვენ ვიყენებთ ისეთ მედიკამენტებს რაც უკვე გამოყენებულია ამ დაავადებასთან საბრძოლველად, არანაირ ექსპერიმენტს არ ვატარებთ“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე თვლის, რომ დაავადებასთან ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ მსოფლიო გამოცდილებით. მისივე ინფორმაციით ეფექტურია დამხმარე და სიმპტომური კმურნალობა. „ძირითადი მეთოდი ჟანგბადით მკურნალობაა, განსაკუთრებით მწვავე რესპირაციის დროს. ვცდილობთ სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, ბევრი შეცდომა დაუშვეს ჩინელებმაც და იტალიელებმაც. რამოდენიმე მეთოდია უკვე არსებობს დიაგნოზის დასასმელად, არის  სწრაფი მეთოდი, რომელიც  ათ წუთში სვამს დიაგნოზს, ეს ჯერ არაა საქართველოში, მაგრამ ნაკლებ სარწმუნოა. დღეისთვის ოქროს სტანდარტი ის კვლევაა რაც გვაქვს ჩვენს ლაბორატორიაში. ჩვენ ვაკეთებთ…

მეტი...

კატალონიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინეს

  •  

 კატალონიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ განცხადება კიმ ტორმა თავად გააკეთა. მანამდე „კოვიდ19“-ის დიაგნოზი კატალონიის მთავრობის მეთაურის მოადგილე პერე არაგონესს დაუსვეს. კორონავირუსის გავრცელების გამო, 14 მარტს ესპანეთში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს

მეტი...

“ბავშვები ავადდებიან, უბრალოდ სიკვდილიანობა ნაკლებია“ – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბავშვებში კორონავირუსის ნაკლებად სახიფათო გავლენას სხვადასხვა ვერსიას უკავშირებს, ცერცვაძე თვლის, რომ ბავშვებს ვირუსისგან გარკვეულწილად იმუნიტეტის იცავს, მისივე მოსაზრებით ეს შესაძლოა წითელას აცრასაც უკავშირდებოდეს. „ბავშვებში ვარაუდობენ რომ ვირუსისგან თავის დასაცავად  წითელის აცრა იძლევა ეფექტს, მეორე ვერსიით ბავშვების დიდი მასა ინფიცირდება ვირუსით მაგრამ უსიმპტომოდ გადააქვთ, ის, რომ ამის დაფიქსირება არც ხდება, თუმცა ეს არის მხოლოდ მოსაზრებები“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. შეგახსენებთ, რომ სტატისტიკურად მსოფლიოში კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების შემთხვევა გაცილებით მცირეა ზრდასრულებთან შედარებით და დაავადებაც არასრულწლოვნებში იოლი ფორმით მიმდინარეობს.

მეტი...

სოხუმის მამაც დამცველთა ხსოვნას პატივი მიაგეს

  •  

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და წარმომადგენლებმა სოხუმის მამაც დამცველთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 27 წლის წინ, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების, საკუთარი მიწა–წყლისა და ოჯახების დასაცავად, სოხუმში, მოწინააღმდეგის შტურმის დროს თავგანწირული მეომრების მემორიალს ტრადიციულად, ყოველ 15–16 მარტს გვირგვინით ამკობენ. კორონავირუსის ეპიდემიას აღნიშნული პროცედურისთვის ხელი არც ამჯერად შეუშლია. დღეს, დღის განმავლობაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და დეპუტატები, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს მცირე ჯგუფებად, გმირების პატივსაცემად  მემორიალს სტუმრობდნენ და  იხსენებდნენ 27 წლის წინანდელ ომის ეპიზოდებს, ცალკეული გმირების საბრძოლო ისტორიებს.       როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:…

მეტი...

“აშშ ცდილობს ექსკლუზიური წვდომა მიიღოს ვაქცინაზე, რომელიც გერმანიაში მზადდება” – გერმანული მედია

  •  

 Welt am Sonntag-ის ცნობით, მარტის დასაწყისში, თეთრ სახლში ვიზიტის დროს, ტრამპი CureVac-ის ხელმძღვანელობას მილიარდ დოლარს სთავაზობდა. ამის სანაცვლოდ, CureVac-ს თითქოს უნდა გადაეტანა თავისი კვლვევები აშშ-ში ან ამერიკის ხელისუფლებისთვის ექსკლუზიური წვდომა მიეცა ვაქცინაზე. გამოცემა Welt am Sonntag-ის ცნობით, კომპანიას გერანიის ხელისუფლებამაც ფინანსურ დახმარება შესთავაზა. CureVac-ში აცხადებენ, რომ „კომპანიის ყიდვასთან დაკავშირებით“ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება და ვაქცინის წარმატებით შექნის შემთხვევაში, მასზე წვდომა ექნება ყველა ქვეყანას მსოფლიოში. გერანიის ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრი პეტერ ალტაიერი მიესალმა CureVac-ის განცხადებას ტელეეთერის დროს და განაცხადა, რომ „გერმანია არ იყიდება“. The New York Times-სთან საუბრის დროს, ორმა ამერიკელმა…

მეტი...

“ვირუსი კიდევ 12 თვეს გაგრძელდება” – ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება

  •  

 დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ვარაუდით, კორონავირუსის ეპიდემია 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება, დიდ ბრიტანეთში კი 7.9 მილიონი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდება. ამის შესახებ The Guardian ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებულ, საიდუმლო მასალაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის მიერ მოპოვებული საიდუმლო მასალების მიხედვით, ვირუსი კიდევ 12 თვეს გაგრძელდება და მომდევნო ერთ წლის განმავლობაში COVID19-ით ბრიტანელების 80 პროცენტი დაინფიცირდება. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დაახლოები 7.9 მილიონი ბრიტანელის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო. The Guardian-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროგნოზი გამართლდება, დიდი ბრიტანეთის 80 პროცენტი დაავადდება. სპეციალისტები, რომლებიც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შედგენილ დოკუმენტსა და სხვა ექსპერტების მოსაზრებას გაეცნენ, აცხადებენ, რომ მომდევნო 10-14 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი…

მეტი...

საპატრიარქო მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის „სხვა სახით შეღავათის მიცემას“ ემხრობა

  •  

 „საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის „სხვა სახით შეღავათის მიცემას“ ემხრობა. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

მეტი...

თელავში, პოლიციამ ორი ადამიანი საკარანტინე ზონაში იძულების წესით გადაიყვანა

  •  

 თელავის იუსტიციის სახლიდან, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, პოლიციამ ორი ადამიანი იძულების წესით, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი შუახნის მამაკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან დაბრუნდა, თუმცა თვითიზოლაციის წესებს არ დაემორჩილა. მეორე კი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იუსტიციის სახლში დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით იყო მისული. ორივე მათგანს საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე საკარანტინო სივრცეში დააკვირდებიან. იძულების წესით, კახეთიდან საკარანტინო ზონაში სულ 9 ადამიანია გადაყვანილი.

მეტი...

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

  •  

 სომხეთში დღეიდან 16 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის საგანაგებო სხდომაზე მიიღეს. ამასთან, სომხეთსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება. აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანსა და რუსეთის მთავრობის მეთაურ მიხაილ მიშუსტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამენ.

მეტი...

მოქალაქეები ტრანსპორტის განბაჟების გადავადებას ითხოვენ

  •  

 ის მოქალაქეები, რომლებმაც უცხოეთიდან ავტომანქანა შემოიყვანეს და ამ დღეებში ტრასპორტის განბაჟება უწევთ, პროცედურის გადავადებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მაშინ, როცა მანქანის გაყიდვა ჭირს და მყიდველები არ არიან, სახელმწიფომ მათი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს და ისევე როგორც სხვებს, გარკვეული შეღავათები დაუწესოს. „ძალიან ცუდია, რომ შეღავათები ჩვენ არ გვეხება. როცა რეექსპორტისთვის გყავს მანქანა გამზადებული,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ უშვებ საზღვარზე რომ მანქანა გაიყიდოს, შესაბამისად უნდა გადაწიოს განბაჟებაც. თუ სასტუმროებსა და სხვა ბიზნესს გადაუწიეს, მანქანების გაყიდვის ინდუსტრიაც ხო ბიზნესია“ – აცხადებენ მოქალაქეები. აღნიშნულთან დაკავშირებით, „მედიაცენტრი მთავარი“ შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც იქ გვითხრეს, განბაჟების პროცესი…

მეტი...

მთავრობა მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს sms შეტყობინების სახით უგზავნის

  •  

 საქართველოს მთავრობა, მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს sms შეტყობინების სახით უგზავნის: “დაიცავით პირადი ჰიგიენა; აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან; განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია; საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები; მაღალი სიცხისა და ხველებისას, მიმართეთ ექიმს.  გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – წერია sms შეტყობინებაში, რომელსაც თან მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის – stopcov.ge ლინკი ახლავს.

მეტი...

“სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები ჩვეულებრივ იქნება ხელმისაწვდომი და სველი წესით გაიწმინდება დღეში სამჯერ” – “საქართველოს ბანკი”

  •  

 „საქართველოს ბანკი“ ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში მიღებული ზომების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. ბანკის ინფორმაციით, ყველა ექსპრეს სერვისცენტრი, მეტროში განთავსებული და 24-საათიანი ფილიალების გარდა, თვითმომსახურების რეჟიმზე გადავა. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბანკი ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. „ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად შევამციროთ პირისპირი ინტერაქციები, ამიტომ ყველა ფიზიკურ პირს ვთავაზობთ სესხზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობას, სახლიდან გაუსვლელად. ამავე მიზნით გადავდივართ ნახევრადდისტანციური მუშაობის მოდელზეც, რაც გულისხმობს ფილიალების ნაწილის თვითმომსახურების სერვისცენტრებად გადაკეთებას და ციფრული არხების გააქტიურებას საქართველოს ბანკი ამ ყოველივეს ფარგლებში: მომავალი ორი თვის განმავლობაში ფიზიკური პირები შეძლებენ, მობილბანკით და ინტერნეტბანკით ნებისმიერი ტრანზაქციის საკომისიოს გარეშე შესრულებას;  ყველა ექსპრეს სერვისცენტრი…

მეტი...

შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 13 ადამიანი გადაიყვანა

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 ადამიანია გადაყვანილი. „საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კვლავ აქტიურად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. შსს-ს ცნობითვე, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 55 ადამიანია გადაყვანილი. „ყველა მოქალაქე, რომელმაც შიდა ქართლში,…

მეტი...

პარლამენტში მედია საშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობისათვის წესები განისაზღვრა

  •  

 ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში მედია საშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობისათვის შემდეგი წესები განისაზღვრა: საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გამოყოფილია გადამღები ჯგუფების მუშაობის კონკრეტული ლოკაციები. რესპონდენტების ჩასაწერად პარლამენტის სამი ლოკაციაზე განთავსდა ტრიბუნები: ·         A კორპუსი მე-3 სართულის ფოიე ·         B კორპუსი მე-2 სართული – ბიუროს ოთახის მიმდებარე ფოიე ·         B კორპუსი მე-3 სართული – პლენარულ სხდომათა დარბაზის მიმდებარე ფოიე აღნიშნულ ლოკაციებზე უზრუნველყოფილია ინტერვიუს ჩაწერის დროს ჟურნალისტებსა და რესპონდენტებს შორის შესაბამისი უწყებების მიერ რეკომენდებული დისტანციის დაცვა. დროებით შეიზღუდება საპარლამენტო სხდომებზე მედიის წარმომადგენლების უშუალო დაშვება. ბიუროს, პლენარული და საკომიტეტო სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია (სტრიმინგი) განხორციელდება პარლამენტის ოფიციალურ…

მეტი...

განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ახალი „კოვიდ-19“ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციებზე მიხედვით, სკოლებმა განახლებული სასწავლო პროცესი უნდა დაგეგმონ იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული. არდადეგების პერიოდში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია, უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება. ასევე, უზრუნველყონ მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდებისა და არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით. „მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით, თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა…

მეტი...

“საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში” – თეა წულუკიანი

  •  

 იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში სასჯელაღსრულების სისტემაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებზე ისაუბრა. „მინდა, ჩვენს პატიმრებს ვუთხრა, რომ ბოლო შაბათ-კვირის განმავლობაში ფართომასშტაბიანი მუშაობა მიმდინარეობს პენიტენციური სისტემის ფარგლებში და ჩვენ სამ მიმღებ დაწესებულებაში; ეს არის ქალთა დაწესებულება, გლდანის მერვე დაწესებულება და ქუთაისის მეორე დაწესებულება, რომლებიც ე.წ მიმღები ციხეებია, ანუ არის ციხეები, რომლებიც იღებენ ახალ შემოსახლებელ პატიმრებს, ახალდაკავებულებს. მედპერსონალი გავიყვანეთ ციხეების პერიმეტრის გარეთ და ამ ახალი პატიმრების შემოწმება ხდება ციხის შენობის გარეთ. დროებით, მედპუნქტები განთავსებული არის შესაბამისად, ციხეების შენობების გარეთ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ შედის და არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში,…

მეტი...

კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეჩერებული პროგრამების დაფინანსებას თბილისის მერია განაგრძობს

  •  

 “ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და ეძებს გზებს, ვირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ჩვენს მოსახლეობას”, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერია კორონავირუსის გამო, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებში და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების (სახელფასო) დაფინანსებას. “კერძოდ, მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება – აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზებისა და სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების…

მეტი...

“ადვილად მოვძებნით ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ჩეხ ტურისტს ჰქონდა კონტაქტი. დანარჩენები მშვიდად იყვნენ” – პაატა იმნაძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ იმ ჩეხ ტურისტზე ისაუბრა, რომელიც გუდაურში ისვენებდა და რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა.  პაატა იმნაძის თქმით, ჩეხმა ტურისტმა მათ მჭიდრო კონტაქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რაც რისკჯგუფში მყოფი მოქალაქეების მოძიებას აიოლებს.  „მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანს, ისე დეტალურად გამოგვიგზავნა საქართველოში მოძრაობის თავისი ისტორია, თავისი ფოტოსურათებით, რომ ძალიან გაგვიადვილა საქმიანობა და მოძიება იმ ადამიანების, ვინც იყვნენ მასთან ძალიან მჭიდრო, ახლო კონტაქტში და დროის გარკვეული მომენტი. ასეთებს ყველას მოვნახავთ, ხოლო რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გუდაურში იყო, ვიცი, რომ ამაზე უკვე დიდი პანიკაა ატეხილი. გუდაურში…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭო 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციას ურჩევს

  •  

 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევს, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს. „სამედიცინო პერსონალის ჩართვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიცეს რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ყველა ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ თვითიზოლაციას, რათა თავიდან იქნას არიდებული მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

18 მარტიდან საქართველო საზღვრებს კეტავს

  •  

 18 მარტიდან, ორი კვირით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა იკრძალება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა​. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყანაში დაბრუნება შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს. „შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამე 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბატონი ზურაბ აბაშიძე მისი მრჩეველი, ესაუბრა რუსეთის წარმომადგენელებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც ექნებათ სურვილი დაბრუნდნენ საქართველოში, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები და…

მეტი...

კაფე-ბარების მუშაობა იზღუდება

  •  

 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარებში შეზღუდვები წესდება. კერძოდ, მთავრობა კვების ობიექტებს მიმართავს, რომ შეზღუდონ ის მომსახურება რომელიც ადამიანების კონტაქტთან არის დაკავშირებული. „დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შეგვიძლია ამ ეფექტის შერბილება“, – მიმართა პრემიერმა საბჭოს. მთავრობის პრეს-სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კვების ობიექტებს შეუძლიათ იმუშაონ მზა საკვების გატანის სერვისით.

მეტი...

„ჩვენ არაფერს ვმალავთ და ყველაფერს ვამბობთ, რომ დიახ, არის პანდემია“ – ამირან გამყრელიძე  

  •  

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „ახალი კორონავირუსთან“ დაკავშირებით უნდა იყოს სიფხიზლე, თუმცა, პანიკა უადგილოა. მან ჟურნალისტებს მიმართა, რომ მიეხმარონ სწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც პანიკას არ შეუწყობს ხელს.   „მასმედიას მეოთხე ხელისუფლებას გიწოდებენ და ეს სწორედ ასეა. იმიტომ, რომ თქვენს ინფორმაციას, განსაკუთრებით, სწორ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რომელიც მოსახლეობამდე მიგაქვთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანაში პანიკა არ იყოს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს მაღალი სიფხიზლე, მაგრამ პანიკა არ უნდა იყოს. ჩვენ არაფერს ვმალავთ და ყველაფერს ვამბობთ, რომ დიახ, არის პანდემია და არის ინფექციის გავრცელების მეტი…

მეტი...

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჯარიმა 2000 ევრომდეა

  •  

 ესპანეთის მთავრობამ, დღეს დილით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახლიდან გასვლა და ქუჩაში გადაადგილება იკრძალება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა განუცხადა, თუ ვერ დაასაბუთე, რომ შენი სახლიდან გასვლა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული, დაგაკავებენ. „აქ საგანგებო მდგომარეობა დღეს შემოიღეს. ყველაფერი დაიკეტა – გასართობი, ტურისტული, სპორტული, კაფეები, რესტორნები, თითქმის არაფერი მუშაობს.  ქუჩაში სიარულიც აიკრძალა.  თუ პოლიცია  ვერ დაუსაბუთე, რომ სახლიდან შენი გასვლა გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული, დაგაკავებენ და ჯარიმას დაგაკისრებენ, რომელიც 2 000 ევრომდე მერყეობს. შესაბამისად, ყველა ერიდება სახლიდან გასვლას. გარეთ გასვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი…

მეტი...

დამსაქმებლები თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს სამსახურში გასვლას აიძულებენ

  •  

 დამსაქმებლების მხრიდან თვითიზოლაციაში მყოფი პირების სამსახურში იძულებით გაყვანასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ამ კომპანიებს დაასახელებს. „სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულებს კიდევ ერთხელ მივმართავ, პირველ რიგში მოერიდონ თავიანთ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს და მაქსიმალურად დაიცვან წესები. ჩვენ მოგვდის, რა თქმა უნდა, ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, და სამსახურში გასვლას აიძულებენ. ამ ეტაპზე, თავს ვიკავებ რა თქმა უნდა პერსონალური ინფორმაციების გაცემისაგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს თუ გააგრძელებენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ,”- განაცხადა…

მეტი...

ვირუსი ტანსაცმლიდანაც გადადის – რა უნდა ქნან თვითიზლოაციაში მყოფებმა, რომელთაც სარეცხი უგროვდებათ  

  •  

 სპეციალისტების ინფორმაციით, „ახალი კორონავირუსი“ ტანსაცმლიდანაც ვრცელდება, შესაბამისად, ისინი თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ურჩევენ როგორც გარეცხონ სარეცხი და როგორ დაიცვან იზოლაციის „ოქროს წესი“. როგორც  ექთანი თამარ დაუსი აცხადებს, ყველა ჭურჭელი, რომელსაც რისკ ჯგუფი იყენებს, უნდა განადგურდეს: „თუ სხვასთან საზიანო სველი წერტილი გაქვს, ჯერ შედიან სხვები, ბოლოს თქვენ და შემდეგ ატარებთ დეზინფექციას და ტოვებთ სივრცეს. ანალოგიურად ხდება სამზარეულოშიც. სივრცეს ისე ტოვებთ, რომ არაფერს ეხებით და დეზინფექციის ჩატარების შემდეგ უბრუნდებით თქვენს დახურულ ტერიტორიას. აუცილებელია, სარისკო პირმა ისარგებლოს ერთჯერადი ჭირჭლითა თუ ინვენტარით, რომელიც გამოყენებისთანავე უნდა განადგურდეს“. რაც შეეხება ტანსაცმელს, ექთანი გვირჩევს ყველა აუცილებელი პროცესი დავიცვათ.…

მეტი...

ერწო თიანეთში მოთოვა

  •  

 არსებული პროგნოზით, მიმდინარე კვირას გამოცხადებულია თოვლი. პროგნოზმა გაამართლა და რეგიონებში მოთოვა. მათ შორის, ერწო-თიანეთში.   „მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მეტი...

სამშაბათს ქალაქის ქუჩებს აკურთხებენ

  •  

 საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებით, 13 მარტს ქალაქის ქუჩების კურთხევა მოხდება. არქიდიაკონ დემეტრეს ინფორმაციით, „ახალ კორონავირუსთან“ დაკავშირებით,  ეკლესიამაც გადაწყვიტა, გარკეულ ზომებს მიმართოს. „მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. ამიტომ სახელმწიფო იღებს გარკვეული სახის ზომებს. ეკლესიამაც გადაწყვიტა, გარკვეული სახის ზომები მიიღოს. ზოგი ამას ლოცვაში გამოხატავს, რომელიც  დღეს 12:00 საათზე შესრულდება და უნდა დაირეკოს ზარები ყველა ტაძარში. ითქვას საერთო ლოცვით “მამაო ჩვენო” , “ღვთისმშობელო ქალწულო” და “მოწყალებისა კარი განგვიღე”. იგივე ლოცვები ყოველდღიურად უნდა იქნეს წაკითხული სამგზის“ – განაცხადა არქიდიაკონმა. ასევე, სასულიერო პირის ინფორმაციით, ხვალ ქუჩების კურთხევაც დაიწყება. „ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი…

მეტი...