თორნიკე ყიფიანის ვიდეოს 400 000-ზე მეტი ნახვა აქვს (ვიდეო)

  •  

 ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს ევროვიზიის ოფიციალურ არხზე 400 000-ზე მეტი ნახვა აქვს. სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია. სოციალურ ქსელში თორნიკე ყიფიანის სიმღერას სხვადასხვა ვლოგერები ემხაურებიან და საერთო ჯამში ამჟამად 41 ქვეყნიდან მე-14 ადგილზე იმყოფება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. „50 პაციენტი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში. მომართვიანობა გაიზარდა იმის გამო, რომ გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ყველა, ვინც დადასტურებულ შემთხვევებთან იყო კონტაქტში თვლის საჭიროდ, რომ თავი შეიმოწმოს. ახლა შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული და არ იყო მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი“, – განაცხადა ცერცვაძემ. ეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მე-13 შემთხვევაა.

მეტი...

კორონავირუსის გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეების მიღება, ოფიციალური ღონისძიებები და ექსკურსიები შეიზღუდა

  •  

 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 7 მარტიდან 16 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით ზღუდავს მოქალაქეების მიღებას. აღნიშნულ პერიოდში ორბელიანების სასახლეში არ ჩატარდება პრეზიდენტის ოფიციალური ღონისძიებები ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ ცხელი ხაზზე: +99532 2288888 ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@president.gov.ge. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას.

მეტი...

იტალიაში პოლიტიკოსს კორონავირუსი დაუდგინდა

  •  

 იტალიაში პოლიტიკოსს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნიკოლას ზიგერეტმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვით თავად განაცხადა. პოლიტიკოსმა ვიდეოში აღნიშნა, რომ ახლა ის თვითიზოლაციაში იმყოფება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო მონაცემებით იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით 4 636 ადამიანია დაინფიცირებული. დაღუპულთა რაოდენობა კი 197-ს აღწევს.

მეტი...

ჩინეთში, კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა

  •  

 “როიტერის” ინფორმაციით, ჩინეთში სასტუმრო, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინე ზონად იყო გამოცხადებული, ჩამოინგრა. “როიტერის“ ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 100 ათას გადასცდა. ვირუსმა 3491 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები კიდევ ორ სახელმწიფოში: კოლუმბიასა და პერუში გამოვლინდა.

მეტი...

ზუგდიდსა და მესტიაში თვითიზოლაციაში იტალიიდან ჩამოსული 11 ადამიანი იმყოფება

  •  

 ზუგდიდსა და მესტიაში თვითიზოლაციაში იტალიიდან ჩამოსული 11 ადამიანი იმყოფება, აქედან 7 ზუგდიდში, 4 კი მესტიაშია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა. მისივე თქმით, არცერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. “ყველა მათგანი, მათ შორის, მესტიაში მყოფი 4 ტურისტი ჩამოსულია  იტალიიდან. თითოეულ მათგანზე გაცემულია რეკომენდაციები, ასევე, მიმდინარეობს ყოველდღიური მონიტორინგი. გარდა ამისა, ისინი გაფრთხილებულები არიან, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევის ეჭვის ქონის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება შსს,”- აღნიშნავს ნანა ოდიშარია.

მეტი...

“ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია. ჩემმა შვილმა თავად გაასაჯაროვა თავისი სტატუსი ” – ამირან გამყრელიძე

  •  

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის შვილს, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, მის შვილს კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან.  “​ჩემმა შვილმა თავად გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს არის მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მისი უფლებაა, მან გაასაჯაროვა თავისი სტატუსი. ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია. ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები. ამაში დასამალი არაფერი არაა. ორშაბათ საღამოს ჩემ შვილთან სხდომაზე გახლდნენ და სავარაუდოდ, იქ მოხდა გადაცემა. ის ექიმია განათლებით და იყო თვითიზოლირებული. ჩვენ…

მეტი...

„ჩინეთში გუშინ დაინფიცირების ყველზე მცირე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში რიცხვი იზრდება“ – ამირან გამყრელიძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას ის მონაცემები გააცნო, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბითაა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ფიქსირდება. გამყრელიძის ინფორმაციით ჩინეთში შემთხვევების კლების პარალელურად ვირუსის გავრცელების არეალი მსოფლიოში მატულობს. „ჩინეთში თანდათან უფრო სტაბილიზირდება  მდგომარეობა დაავადების გავრცელების კუთხით, ყველაზე ნაკლები შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა,  99 ახალი შემთხვევა. მთლიანად დაფიქსირებულია სულ, 80631 შემთხვევა.  ჩინეთს გარეთ მდგომარეობა უარესდება მთლიანად 102 242 დადასტურებული შემთხვევაა, რაც ნიშნავს, იმას, რომ  22 000 არის ჩინეთს გარეთ, აქედან ყველაზე რთული მდგომარეობაა სამხრეთ კორეაში 6767 შემთხვევა, შემდეგ მოდის ირანი , იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი – 402  შემთხვევა და…

მეტი...

“ავადმყოფობა სირცხვილი არ არის” – ნიკოლოზ გამყრელიძე ადასტურებს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან ერთ-ერთი დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძეა. მას კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან დაბრუნებულ, კორონავირუსიით დაინფიცირებულ მე-4 პაციენტთან. “როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამონდინარე რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით. შესაბამისად, გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა”, – წერს…

მეტი...

უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

  •  

 თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე სასადილოებში ტარდება. პარალელურად, დეზინფექცია უტარდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მუნიციპალური ობიექტებისა და ტრანსპორტის დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა. ბოლო დღეების განმავლობაში, დეზინფექცია „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელს და თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღებს ჩაუტარდა, სადაც პრევენციის მიზნით, არდადეგები გამოცხადდა. თბილისის მერის დავალებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ასევე, ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო…

მეტი...

მარიან ეზუგბაია ადასტურებს, რომ ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ​ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. „ჩვენ დადასტურებული გვყავდა ცხრა პაციენტი, რომელსაც დაემატა ერთი პაციენტი. ეს არის ერთი კლასტერი, მეოთხეზე პაციენტის კონტაქტია. 10 პაციენტიდან მხოლოდ ერთის მდომარეობაა საშუალოზე მძიმე, მაგრამ მისი მდგომარეობაც სტაბილურია. ცხელება უგრძელდება მაგრამ ჩივილები მინიმალურად აქვს ახლა გამოხატული. გრძელდება მეთვალყურეობა. კლინიკურ ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით, მდგომარეობა სტაბილურია და პროგრესირებას არ განიცდის. შემოსვლის შემდეგ. მე-10 პაციენტი, რომელიც როგორც დადასტურებული შემოვიდა ჩვენს ცენტრში. მეოთხე დადასტურებული შემთხვევასთან ერთ-ერთი კონტაქტია აღნიშნული პირი. გრძელდება ამ ჯგუფთან კონტაქტურების ძებნა. დასტურდება,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. სამ ახალ შემთხვევამდე, გუშინდელი მონაცემებით, დადასტურებული იყო კორონავირუსის ცხრა ფაქტი. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეტი...

მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

  •  

 კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციის პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეცნო.  კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია საპროფილაქტიკო ღონისძიებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს. „კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თქვენ იცით, რომ გაიცა მთელი რიგი რეკომენდაციები, რაშიც დედაქალაქის მერიაც არის ჩართული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და სხვადასხვა უწყებასთან ერთად, გვაქვს კონკრეტული დავალებები, რასაც ზედმიწევნით ვასრულებთ. ყოველ საღამოს, როდესაც სრულდება სამუშაო საათები, ავტობუსები…

მეტი...

პარლამენტში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  •  

 6 მარტს, საქართველოს პარლამენტში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები.  საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას უძღვებოდა ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა ჟიული შარტავას მოღვაწეობაზე, მის როლზე დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების ისტორიაში. მისი თქმით, ეროვნული გმირის განვლილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი…

მეტი...