„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

„ძვირფასებო! ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა“ – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოზი საზოგადოებას ნიჰილიზმის დანერგვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“ – წერს ილია ჭიღლაძე.

მსგავსი თემები