„რეზერვი ექიმები ყოველ კვირა უნდა შევიცვალოთ, რომ ჩვენ არ გავხდეთ გამავრცელებლები“ – ელენე ხურციძე.

„ქუთაისში კლინიკაში ექიმები დავყავით რეზერვებად, არიან ექიმები ვინც მუშაობენ პირველ ხაზზე და მათ ჩაანაცვლებს სიტუაციის შესაბამისად სხვა ჯგუფი“ – ამის შესახებ თერაპევტმა ელენე ხურციძემ განაცხადა.

ხურციძის ინფორმაციით კლინიკებს ეძლევა რეკომენდაციები როგორ შეინარჩუნონ, ინვენტარის და პერსონალის რეზერვი.

„ორი ფაქტორია გამოსაყოფი, ერთი რას აკეთებს კლინიკა და მეორე მოქალაქეები, ის რაც ჯანდაცვის სისტემის გასაკეთებელია, ეს არის ყველა დონეზე მზადყოფნის გეგმები. ყველა კლინიკა ცდილობს შეცვალოს პაციენტების მიღების სისტემაც კი. კლინიკებს უნდა ჰქონდეთ ორი შესასვლელი ჩვეულებრივი პაციენტებისთვის და საეჭვო პაციენტებისთვის. უნდა ვიცოდეთ. რეზერვი ექიმები ყოველ ორ კვირას უნდა შევიცვალოთ, რომ ჩვენ არ გავხდეთ გამავრცელებლები“ – განაცხადა ხურციძემ

მსგავსი თემები