StopCoV ფონდში დღეს მილიონ 370 ათასი ლარი არის მობილიზებული

“StopCoV ფონდში უკვე 1 მილიონ 370 ათასი ლარი არის აკუმულირებული”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის აქტიური სურვილი გამოთქვეს. „კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებას და რესურსების სწორად გადანაწილებას ახდენს. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ …

მეტი...

“თვითიზოლაციაში მყოფს მეორე დღეა დარაჯობენ” – ეკა გულუა

„მედიაცენტრი მთავარის“ რედაქტორი ეკა გულუა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავები თვითიზოლაციაში მყოფს მეორე დღეა დარაჯობენ. “ეს ვაშლიჯვარია, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი. ამ კორპუსის ეზოში, მეორე დღეა, მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები დგანან და თვითიზოლაციაში მყოფებს დარაჯობენ. რომელ მორალზე, ადამიანობაზე, სახელმწიფოებრივ აზროვნებაზეა საუბარი, საერთოდ, რომელ აზროვნებაზეა საუბარი, როცა საკუთარი თავის და სხვების გადასარჩენად ადამიანებს დარაჯობა სჭირდებათ. ეს იმ ფონზე, როცა იტალიაში ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, როცა „კორონავირუსმა“ მსოფლიო თავდაყირა დააყენა და გაანადგურა. საქართველოში კი მსგავსი ადამიანების უპასუხისმგებლობით, ვისაც სამართალდამცველთა დარაჯობა სჭირდება, ათასობით ადამიანის სიცოცხლე და…

მეტი...

აზერბაიჯანმა საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება გაახანგრძლივა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო აზერბაიჯანმა საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვა 20 აპრილამდე გაახანგრძლივა. „კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აზერბაიჯანი გაახანგრძლივებს საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვას 20 აპრილამდე. ტვირთების გადაზიდვისთვის სატრანზიტო კორიდორი იმოქმედებს“, – განაცხადეს აზერბაიჯანის ოპერატიულ შტაბში. საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მთავრობამ 13 მარტს მიიღო.

მეტი...

ლისის ტბის ადმინისტრაცია მოქალაქეებს ტბაზე სტუმრობისგან დროებით თავის შეკავებას ურჩევს

ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს ტბაზე სტუმრობისგან დროებით თავის შეკავებას ურჩევს. „ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. შესაძლოა,  თქვენ ოჯახის მხოლოდ ორ-სამ წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი, საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში. ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით, 21 აპრილამდე გამოცხადდა.

მეტი...

“კორონავირუსის პანდემია ჩქარდება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორ​ი

“კორონავირუსის პანდემია ჩქარდება. 67 დღე დასჭირდა, რომ პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 100 000 გამხდარიყო, 11 დღე მეორე 100 000-სთვის და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000-ისთვის”, – ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის მიმდინარე კვირაში მიმართავს დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს და მათ დამცავი აღჭურვილობის წარმოების გასაზრდელად თანამშრომლობას სთხოვს. „ვაღიარებთ, რომ არსებობს ეფექტიანი მკურნალობის მწვავე საჭიროება. ამჟამად არ არსებობს მკურნალობა, რომლის ეფექტიანობა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დადასტურებულია. შესანიშნავია იმ ენერგიის ხილვა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ კვლევებისკენ არის მიმართული.  გამარჯვებისთვის ჩვენ კორონავირუსს უნდა შევუტიოთ აგრესიული და მიზნობრივი ტაქტიკით – ტესტირება ჩავუტაროთ ყველა…

მეტი...

მარნეულის საველე ჰოსპიტალთან მეხანძრე-მაშველების შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავეს

მარნეულში, საველე ჰოსპიტალთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთა ჯგუფი მივიდა და მეხანძრე-მაშველებს შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა სიტუაცია რამდენიმე წუთში განმუხტეს. პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამ დროისთვის მარნეულში სიმშვიდეა.

მეტი...

“ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას” – “ჯორჯიან ეარვეისის” განცხადება

“ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა მცირე ხარვეზებს, თუმცა ეტაპობრივად, ყველა პრობლემა აღმოიფხვრება. “ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ “ჯორჯიან ეარვეისის” ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი, როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა, ასე გამოეხმაურა: “ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი…

მეტი...

თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა. საქართველო თქვენ გვერდით არის! ჩვენ გვჯერა იტალიის გამარჯვების!- ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი იტალიელებს უგზავნის.

მეტი...

“სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთ-ერთი ჩრდილოეთ ევროპიდან არის, მფრინავია” – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის რეგიონში, კლინიკაში კარანტინიდან გადაყვანილი ექვსი ადამიანის სინჯებიდან სამზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მათ შორის. ერთ-ერთი ინფიცირებული კლინიკაში სასტუმროდან გადაიყვანეს, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. სამივე ახალ ინფიცირებულს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და სამივე შემთხვევა იმპორტირებულია. „ყველა კონტაქტი არის იდენტიფიცირებული. აღნიშნული პირი ექვსი დღეა, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, არის ჩრდილოეთ ევროპიდან, მფრინავია და საქართველოში შემოვიდა, ვიდრე საჰაერო სივრცე ჩაიკეტებოდა. ბუნებრივია, სასტუმროში გატარდა შესაბამისი ზომები. ამ მოქალაქეს საკუთარი ქვეყანა სპეცრეისით დააბრუნებს საკუთარ სამშობლოში“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მინისტრის ინფორმაციით, ორმაგი მოქალაქეობა აქვს მეორე ინფიცირებულს, ის აშშ-საქართველოს მოქალაქეა. ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი ინფიცირებულია.

მეტი...

დოლარის კურსი გაფრინდა, ლარი უფასურდება

დოლარის კურსმა დღეს მაქსიმუმს მიაღწია და 3.380 ლარად იყიდება. სწორედ ამ ფასად შეძლებთ დღეს ერთი დოლარის შესყიდვას. რაც შეეხება ევროს, მისი ფასი 3.650 ლარია. ეროვნული ვალუტის მსგავსი მკვეთრი გაუფასურება ბუნებრივია, მოსახლეობის ჯიბეებზე აისახება, რომლებიც გაძვირებული პროდუქტების ფონზე, არსებული დანაზოგით ვერაფერს ყიდულობენ.      

მეტი...

“არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც მივიღოთ” – არჩილ თალაკვაძე

“ამ მომენტისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება, მომავალშიც არ უნდა გამოვრიცხოთ უფრო მკაცრი ზომების მიღება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა გუშინ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადებას და აღნიშნა, რომ ეს იყო დაუყოვნებლივი რეაგირება იქ გაჩენილ საფრთხეებზე. არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიღებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს. „გუშინ შუაღამეს დასრულდა სამუშაო შეხვედრები, კონსულტაციები და ეს გადაწყვეტილებები სწრაფად იყო მიღებული. მომავალში, იმ ბალანსში, რასაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესები და ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებები წარმოაჩენს, რასაც ეპიდემიოლოგიური მონაცემები წარმოაჩენს, არის სრული მზადყოფნა ჩვენი მხრიდან, რომ მივიღოთ…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით შვიდი პაციენტია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შვიდი პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ერთი კი არასრულწლოვანია ორმხრივი პნევმონიით. შვიდივე პაციენტს ანალიზები უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს. ექიმის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი თვითდინებით მივიდა, ნაწილი კი, კარანტინიდან შეიყვანეს. ყველა მათგანს მოგზაურობის, ან მოგზაურობაში მყოფ პირთან შეხების ისტორია აქვს.

მეტი...

“შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს” – მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ ზეგისთვის, შესაძლოა, კიდევ 5 გამოჯანმრთლებული პაციენტი დაემატოს.  “დღეს ლუგარის ლაბორატორიაში სამი ადამიანის ანალიზი გავაგზავნეთ, ველოდებით პასუხებს. ასევე, ორზე, პირველადი კვლევა უარყოფითი მივიღეთ. შესაძლოა, ზეგისთვის, 5 ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს,” – განაცხადა  მარინა ენდელაძემ.  მისი თქმით, 8 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 1 იყო ძალიან მძიმედ, ორ მათგანს ჰქონდა ფილტვების ანთება, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა. “8 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 1 იყო ძალიან მძიმედ, ორ მათგანს ჰქონდა ფილტვების ანთება, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა, ახლა ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან. მინდა დადებითი ემოციებით მოგმართოთ, ნუ გეშინიათ თუკი დროულად…

მეტი...

“4 ახალი ინფიცირებული პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მარნეულთან კავშირი არ აქვთ” – მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 4 ახალი ინფიცირებული პაციენტი, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. რაც ნიშნავს იმას, რომ შიდა გადაცემა არ არის და ეს, ინფიცირებულთა ახალი კლასტერია.  “დღეს გამოვლინდა კიდევ 4 ახალი ინფიცირებული, რომლებიც არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ანუ, არ არის შიდა გადაცემა. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. აღნიშნული 4 პაციენტი აქამდე თვითიზოლაციაში იყო. აღსანიშნავია, რომ ოთხი ახალი პაციენტიდან მარნეულთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ისინი საშუალო ასაკის არიან, ერთი მათგანი კი, 15 წლის ბავშვია. რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილი ქალბატონის დას, როგორც ვიცი, მას არ დაუდასტურდა ვირუსი.”-  აცხადებს მარინა ენდელაძე.  საქართველოში კორონავირუსით…

მეტი...

დღეიდან, კურიერები ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს მედიკამენტებსა და პირბადეებს სახლში მიუტანენ

დღეიდან საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია „საქართველოს ფოსტის“ კურიერებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამაში, კუთვნილი მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი დაიწყეს. მედიკამენტებთან ერთად პენსიონერებმა ასევე მიიღეს ადგილობრივი წარმოების პირბადეები, რომლებიც მთავრობის დაკვეთით კერძო სამკერვალო საწარმოებმა დაამზადეს და ამით თავისი წვლილი შეიტანეს ამ დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტით ქვეყნის მომარაგებაში. ჯანდაცვის სამინისტრომ „საქართველოს ფოსტას“ გადასცა ინდივიდუალური დანიშნულება ელექტრონული რეცეპტის სახით, ხოლო ფოსტის კურიერებმა ბინაზე მედიკამენტების მიწოდება დაიწყეს. „ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზედმეტად სახლიდან არ გამოვიდნენ და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ გარეშე პირებთან. ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ მათ, „საქართველოს…

მეტი...

ყველაზე დატვირთული ქუჩები თავისუფალია

გზა მარშალ გელოვანის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე (გაგარინამდე) ფეხით ავიარეთ. „კორონას“ შემოტევამდე, ეს მონახვეთი ტრანსპორტით ყველაზე გადატვირთული იყო, სადაც მუდმივად საცობი იყო. დღეს კი საერთოდ ცარიელია, მოძრაობს მხოლოდ ავტობუსები, ტაქსები და ძალიან მცრე რაოდენობით კერძო ტრანსპორტი. ქუჩებშიც ხალხი არ მოძრაობს.      

მეტი...

#StopCoV ფონდი – პლატფორმა, სადაც კომპანიებსა და მოქალაქეებს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში

საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის  აქტიური სურვილი გამოთქვეს. კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებას და რესურსების სწორად გადანაწილებას ახდენს. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც  ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში. დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში #StopCoV ფონდის პრეზენტაცია გამართეს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ. აღნიშნული თანხა, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. აღსანიშნავია, რომ დღეს ფონდში უკვე აკუმულირებულია  1 მილიონ 370 ათასი ლარი. ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან.

მეტი...

“სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მაგალითია, რომ შეიქმნა stopcov ფონდი, სადაც აკუმულირდება შემოწირული თანხები” – მიხეილ დაუშვილი

“სახელმწიფოსა და ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის და თანამშრომლობის მაგალითია ის, რომ შეიქმნა stopcov ფონდი, სადაც აკუმულირდება მოქალაქეებისა და ბიზნესის მერ შემოწირული თანხები”,  – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა პრემიერმინისტრსა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უკვე 40-მდე კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი პერიოდულად გასცემენ თავიანთ კონტრიბუციას ამ გამოწვევასთან ბრძოლის კუთხით. „სახელმწიფოსა და ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის და თანამშრომლობის მაგალითია ის, რომ შეიქმნა stopcov ფონდი, სადაც აკუმულირდება მოქალაქეებისა და ბიზნესის მერ შემოწირული თანხები, რომელიც მიზნობრივად განაწილდება და მოხმარდება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფას, ამის საჭიროების შემთხვევაში და სამედიცინო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. მათგან რვა გამოჯანმრთელებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი –  235.

მეტი...

ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ბოლნისსა და მარნეულში უკვე შევიდა

მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელებთან ჯარი დგას. ქვემო ქართლის რეგიონში ფუნქციონირებს სპეციალური გამშვები პუნქტები და პოლიციასთან ერთად, რისკზონაში გადაადგილებას ჯარი აკონტროლებს. ადგილობრივი მოქალაქეების დიდი ნაწილი ორივე მუნიციპალიტეტში უკვე შევიდა. გარკვეული პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც მარნეულში ცხოვრობენ, თუმცა ქალაქში ჩაწერილი არ არიან. მარნეულში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა შეზღუდვების მიუხედავად მოსახლეობა ქუჩებში მაინც გადაადგილდება. მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი პრემიერ-მინისტრმა გუშინ, გვიან ღამით სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა. გიორგი გახარიაამ მიზეზად კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალი დაასახელა, რომლის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, ხოლო მისი კონტაქტების სია ვრცელია.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ​დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ოპოზიციონერმა კანდიდატმა ხმების 56%-ზე მეტი მიიღო. 35% აქვს ადგურ არძინბას, მესამე ადგილზე, ხმების 2%-ით  ლეონიდ ძაპშბა გავიდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.

მეტი...

ობიექტი, რომელშიც 600-მდე თანამშრომელი მთავრობის შეზღუდვების დარღვევით მუშაობდა, დახურეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისში, მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას.  საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. „შესაბამისი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ…

მეტი...

საგარეო უწყება უცხოეთიდან უახლოესი სპეციალური ავიარეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთიდან უახლოესი სპეციალური ავიარეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ, მსოფლიოში არსებული ამ რთულ ვითარებაში, გამოიჩინა განსაკუთრებული ეფექტურობა და ამ დრომდე სამაგალითოდ შეძლო ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ზომების გატარება, რაც აღიარებულია პარტნიორების მხრიდან. „ძვირფასო თანამემამულეებო, სრულად ვაცნობიერებთ, რომ არსებულმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები; ბევრი მათგანი ვერ ახერხებს სამშობლოში დროულად დაბრუნებას; ბევრი მათგანი იმყოფება მაღალი დაინფიცირების ქვეყნებში და შედეგად, განსაკუთრებული სტრესის ქვეშ. მინდა მოგმართოთ ყველას და დაგამშვიდოთ, საქართველოს მთავრობის უმთავრეს ამოცანად რჩება, უპირველესად, ჩვენი მოსახლეობის და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის…

მეტი...

ბესიკ თამლიანი საპატიმროს გირაოს სანაცვლოდ დატოვებს

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანი საპატიმროს გირაოს სანაცვლოდ დატოვებს. თამლიანის ადვოკატის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება ეცვლება და საბოლოო გადაწყვეტილებამდე პასპორტის ჩაბარების ვალდებულება უწესდება. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი უღიარებია. „მას აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ჯგუფურ დანაშაულს, პოლიციელზე თავდასხმას, დაზიანებას, ცივი იარაღის გამოყენებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მეტი...

მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. „ჩვენს კლინიკაში მარნეულიდან შემოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უფრო უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია, ვიდრე ჰქონდა დღის პირველ ნახევარში“ ,- აღნიშნა ლევან რატიანმა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

მეტი...

ფოთში, ბოქსირებულ პალატაში ახალგაზრდა ქალი მოათავსეს – მას კონტაქტი ბოლნისიდან ჩასულ მოქალაქესთან ჰქონდა

ფოთის ჰოსპიტალში, ბოქსირებულ პალატაში ერთი პირი მოათავსეს. ახალგაზრდა ქალის ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა ბოლნისიდან ჩამოსულ მოქალაქესთან. ექიმების თქმით, პაციენტს რენტგენოლოგიური კვლევის შედეგად პნევნომია დაუდასტურდა. “დღეს კლინიკაში მოგვმართა პაციენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინდელი დღიდან ჰქონდა ერთეული ხველა და ტემპერატურის მატება, მან ასევე აღნიშნა, რომ 15 რიცხვში შეხება ჰქონდა პიროვნებასთან, რომელიც იყო ბოლნისიდან, ამიტომ მოვიდა ჩვენთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. რედგენოლოგიურად დადასტურდა პნევმონია. შევატყობინეთ ინფექციონისტებსა და ეპიდემიოლოგებს, რის შემდეგაც პაციენტი ინფექციურ საავდმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს მასზე დაკვირვება. მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი” – განაცხადა თერაპევტმა ქრისტინა დანელიამ.

მეტი...

ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ნატო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „ნატო არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც გუშინ ჩატარდა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“ – წერს ჯეიმს აპატურაი.

მეტი...

ბოლნისში სპეციალური საშვის გარეშე გასვლა და შემოსვლა შეზღუდულია

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, სპეციალური საშვის გარეშე მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა და შემოსვლა შეზღუდული. “სპეციალურ საშვები ვრცელდება პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვისაც უწევთ სადისტრიბუციო მომსახურება სურსათის შემოტანა რეგიონში, ასევე სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ემსახურებიან საკარანტინო ზონებს. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენს რეგიონში გადაადგილება არის შეუძლებელი”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა. მისი თქმით, რეგიონში ვითარება მშვიდია და მოქალაქეთა უმრავლესობას ესმის, რომ ეს ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის. „საკარანტინო მკაცრი ზომების გამოცხადების შემდეგ რეგიონის ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორია არის სრულად კონტროლის ქვეშ აყვანილი. პრაქტიკულად სპეციალური საშვის გარეშე მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა და შემოსვლა არის შეზღუდული. მთლიანობაში ვითარება…

მეტი...

საქართველოში ქელეხები, ქორწილები და სხვა მსგავსი ღონისძიებები აიკრძალა

საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილებით, საქართველოში იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან. მაგალითად, როგორიც არის ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები. ასევე, დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია. „იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ:…

მეტი...

“80 წლის კაცს არ ჰქონია შემხებლობა იმ 62 წლის ქალთან, რომელიც მარნეულის კლინიკიდან გუშინ გადმოიყვანეს” – პაატა იმნაძე

მარნეულიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობის გამო ის მართვით სუნთქვაზეა. 80 წლის კაცს არ ჰქონია შემხებლობა იმ 62 წლის ქალთან, რომელიც მარნეულის კლინიკიდან გუშინ გადმოიყვანეს. 80 წლის კაცის პასუხი კი, ხვალ დილით გახდება ცნობილი. კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ბათუმში. ინფიცირებულია ავსტრიელი პილოტი, რომელსაც გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, პაციენტი აჭარის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ავსტრიელი პილოტი თავის ნომერში საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, რის შემდეგადაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. “ადამიანები თვითიზოლაციაშიც იმყოფებიან. საკარანტინო ზონები კი, სასტუმროებშია მოწყობილი. ეს ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, როგორც კი…

მეტი...

„აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი”- ჯემალ გამახარია ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებზე

„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე  ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქართული სახელმწიფო, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა აფხაზეთი, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს მსგავს „არჩევნებს“, რადგანაც ის ტარდება რუსული ოკუპაციისა და მოსკოვის მხრიდან ტოტალური კონტროლის, ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პირობებში“ – აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.  ჯემალ გამახარია  არსებულ ვითარებას მცოცავი ანექსიის კრემლისეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს უწოდებს. „მართვადი „პოლიტიკური კრიზისების“ პროვოცირების შედეგად საოკუპაციო რეჟიმების  ხელმძღვანელების გახშირებული ცვლა სოხუმში წარმოადგენს მცოცავი ანექსიის კრემლისეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს. „წინასაარჩევნო“ კამპანიის წარმოებისას „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს ოკუპანტის მხრიდან ჰქონდათ სრული…

მეტი...

საქართველოს მთავრობის და „ფეისბუქის” ადმინისტრაციის თანამშრომლობით, დღეიდან სოციალურ ქსელს www.StopCoV.ge-ს გრაფა ემატება

საქართველოს მთავრობის და „ფეისბუქის” ადმინისტრაციას შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, სოციალურ ქსელ “ფეისბუქს“ დაემატა გრაფა – „ახალი კორონავირუსი და მასშტაბური ღონისძიებები“, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ www.StopCoV.ge-თან დაკავშირებით. „ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების  დროს მასშტაბური ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ საქართველოს მთავრობის პლატფორმაზე გამოქვეყნებული მითითებებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე www.StopCoV.ge “, – ვკითხულობთ „ფეისბუქზე“.

მეტი...

“ქართველი დიპლომატები სრულად არიან ფოკუსირებული ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს; არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოქალაქეთა  მომართვიანობა  მაღალია და შეზღუდული რესურსის მიუხედავად, ხდება მათი ოპერატიული დახმარება. “მომართვიანობა არის საკმაოდ დიდი.  ჩვენ არ გვყავს დიდი მოცულობის საელჩოები და ვართ შეზღუდული რესურსით, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 24 საათიანი მუშაობის  რეჟიმზე ვართ  გადასულები და  მთლიანად ფოკუსირებული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე. სხვა საქმიანობა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.  ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით უცხოეთში დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ შორის  პირველადი…

მეტი...

“მარნეულში დაახლოებით 1700-მდე კონტაქტი იკვეთება უკვე” – აკაკი ზოიძე

“მარნეულში დაახლოებით 1700 მდე კონტაქტი იკვეთება უკვე. თავიდან 90 იყო, ხოლო მათგან ეს რიცხვი მივიღეთ” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ექიმმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ყველა აღნიშნული პირის მოკვლევა და იზოლაცია იქნება საჭირო. ზოიძე თვლის, რომ მხოლოდ ტესტირებას აზრი არ აქვს, თუ შემდეგ შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული, მაგალითად იზოლაცია. “ახლა გვაქვს 54 შემთხვევა, ყველაზე უფრო ცუდ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 540-მდე, ანუ 10-ჯერ მეტი შემთხვევა. ავიღებ უჰანის მაგალითს, როდესაც ჯერ სიმპტომები გამოვლენილი არ არის. 540 ადამიანის დაჭერა 3 მილიონ ადამიანში, სწრაფი ტესტის მეშვეობით, არის აბსოლუტური ნონსენსი”, – განაცხადა…

მეტი...

“გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!” – დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი

„ვფიქრობ, აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყვალას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა” – ამის შესახებ დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი მრევლს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ” გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის! გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო. ფრთხილად! გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“, საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და…

მეტი...

საქართველოში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო

საქართველოში სასწავლო პროცესი კიდევ ერთხელ, ამჯერად 21 აპრილამდე გადაიდო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მარტს გამოცემულ 181-ე დადგენილებაშია აღნიშნული. დადგენილების თანახმად, შეზღუდვა ეხება ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებს. „საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განხორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში). 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა). იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და…

მეტი...