თავი ავარიდოთ საერთაშორისო მგზავრობას – რეკომენდაციები, რომლის დაცვა ყველას სამოქალაქო ვალდებულებაა

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს: “პირველი ჩვენი რეკომენდაცია გახლავთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არი არის, რადგან დაავადების რისკი ბევრ ქვეყანაშია. თუ მივდივართ ყევლაზე მაღალი რისკი მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეია, ირანი, იტალია, იაპონია) აუცილებელია, ჩამოსვლის შემდეგ მოვახდინო თვითიზოლაცია. სიმპტომები გექნებათ, თუ არ გექნებათ, არ აქვს მნიშვნელობა.  თუ საზღვარზე ან მანამდე გაქვთ სიმპტომები – სურდო, ხველება, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურა, აუცილებელია, იქვე ადგილზე თერმოსკრინინგი ჩაიტაროთ. საჭიროების შემთხვევაში კი, გადაგიყვანენ საავადმყოფოში. თუ არც ერთ სიმპტომი არ გაქვთ, რეკომენდირებულია, 14 დღე ვიყოთ თვითიზოლირებული. აუცილებელია,…

მეტი...

“ჩინეთს გარეთ ეპიდსიტუაცია უარესდება” – ამირან გამყრელიძე

  •  

 “ჩინეთს გარეთ ეპიდსიტუაცია უარესდება და დღევანდელი რიცხვით, დაახლოებით, 85 ქვეყანაშია უკვე ინფექცია გავრცელებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, გარდა მაღალდასენიანებული ქვეყნებისა, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებული ინტენსივობით იზრდება. “ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთის გარდა, სამხრეთ კორეაშია – 5 000-ზე მეტი; 3-3 000 და ოდნავ მეტი – ირანსა და იტალიაში; 300-მდე იაპონიაში; დაახლოებით, 2 ასეულს მიუახლოვდა გერმანია და საფრანგეთში. დანარჩენ ქვეყნებში რამდენიმე ათეული შემთხვევებია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში 9 დაინფიცირებულია.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა, ყველა კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, დაინფიცირებული ადამიანები იტალიაში სამოგზაუროდ ერთად იმყოფებოდნენ. “მეოთხე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების უმრავლესობა დადგენილია, ზოგიერთი კონტაქტი შეფასდა, როგორც შესაძლებელი შემთხვევა და მათგან აღებული იქნა შესაბამისი ბიოლოგიური ნიმუშები და გაიტესტა ლუგარში. ყველა ეს კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან, ამ აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ. ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური შემთხვევები, რომლებიც ერთად გახლდნენ იტალიაში და კვირას დაბრუნდნენ საქართველოში. 5 ადამიანი დღეს საღამოს იქნა მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა და…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

მეტი...

იტალიის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებსა და რეკომენდაციებს

  •  

 იტალიაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის მზარდ გავრცელებასთან, იტალიაში საქართველოს საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს. ” ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქალაქ რომში, ცხელი ხაზის ნომერზე: +333 8879123. ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის დამატებითი ორი ნომერი: +39 3501312131; +39 3501483114. რესპირატორული სიმპტომების აღმოჩენის დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, გთხოვთ, თვითნებურად არ გამოცხადდეთ სამედიცინო დაწესებულებებში. დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: განსაკუთრებული აუცილებლობის დროს – 112 და 118!…

მეტი...

კორონავირუსის საფრთხის გამო, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დაიხურება

  •  

 კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა უნგრეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კალიფორნიის შტატში, სადაც გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპულია სულ 11 ადამიანი. “ამაზონის” და “ფეისბუქის” სიეტლის ოფისების თანამშრომლებს რეკომენდაცია მიეცათ, სახლიდან იმუშაონ. კომპანიებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორივე კომპანიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. გარდაცვალების პირველი ფაქტები დაფიქსირდა ერაყსა და შვეიცარიაში. ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა აზერბაიჯანსა და რუსეთში. კორონავირუსის საფრთხის გამო, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დაიხურება. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 286-ია, ინფიცირებულია 95 ათასზე მეტი ადამიანი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარი გამოყო. კორონავირუსთან ბრძოლაში 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავსსაერთაშორისო…

მეტი...

საფრანგეთში, კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა

  •  

 “ევრონიუსის” ინფორმაციით, საფრანგეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.  როგორც ცნობილია, ბოლო ორი ფატალური შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დაფიქსირდა. დაღუპულთაგან ერთი 73 წლის, მეორე კი, 63 წლის ასაკის იყვნენ. საფრანგეთში ახალი ტიპის კორონვირუსით სულ დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი, 377-ს აღწევს. 

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა პარტიები მძევლად ყავს აყვანილი” – გია ვოლსკი

  •  

 “რაც არ უნდა დაპირისპირებული ურთიერთობა გვქონდეს, აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიები, რომელსაც მეტ-ნაკლებად აქვთ მხარდაჭერა, წარმოდგენილი იყვნენ პოლიტიკურ ველზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, 1%-დან 3%-მდე ბარიერი არის შესაბამისობაში. „დღეს არსებულ სისტემას თუ გავითვალისწინებთ – ბლოკებს და მაღალ ბარიერს – „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ამით იჭერს და მძევლებად იყვანს სხვა პარტიებს. რაც უნდა კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთში, პარტია, რომლის არც სახელი ვიცით და არც ლიდერი, ნახევარ მილიონზე მეტი ლარით ფინანსდება წელიწადში მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის ბლოკში. ასეთი ერთკაციანი პარტიების ჩამოთვლა შეიძლება. თუკი პარტიას საშუალება ექნება, რომ გარკვეული…

მეტი...

ბათუმის ინფექციურში, ამ დროისთვის, არც ერთი პაციენტი არ არის საეჭვო სიმპტომებით

  •  

 ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, აჭარაში არც ერთი პაციენტი არ არის საეჭვო სიმპტომებით. ნინო ნიჟარაძის  განცხადებით, დღეს პირველად აჭარაში საკარანტინო ზონაში საქართველოს 30 მოქალაქე შეიყვანეს. კარანტინი გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში გაიხსნა.  “ისინი საქართველოში რისკის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, არიან ჯანმრთელები, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სასტუმროში აქვთ აბსოლუტურად ნორმალური პირობები”, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მეტი...

რიყის დოქები ვერ გაიყიდა

  •  

 რიყის დოქების გასაყიდად გამოცხადებული ღია ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა. შესაბამისად, რიყის დოქები ვერ გაიყიდა.  ელექტრონული აუქციონი, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქების გაყიდვის მიზნით ელექტრონული აუქციონი 5 თებერვალს გამოაცხადა. ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 95 მილიონი ლარი იყო და მყიდველი ვალდებულებას აიღებდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსის, რაც უნდა მოიცავდეს ,მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს, თეატრს , საგამოფენო,საკონფერენციო სივრცეს ან სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოფა მოეხდინა. ამასთან , არსებული საინვესტიციო პირობებით, ინვესტორი ვალდებული იქნებოდა 10 მილიონი…

მეტი...

ჰონგ კონგში ძაღლს კორონავირუსი ადამიანისგან გადაედო

  •  

 ჰონგ კონგში კორონავირუსის ადამიანიდან შინაურ ცხოველზე გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია ძაღლი კორონავირუსის შედარებით იოლი ფორმით. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. ამჟამად ძაღლი, რომელსაც დაავადების არანაირი სიმპტომი არ აქვს, კარანტინში იმყოფება. მას პატრონს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნებენ, რაც ტესტი უარყოფითი იქნება.  შემთხვევის შემდეგ ჰონგ კონგის მთავრობამ გასცა განკარგულება, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ადამიანების შინაური ცხოველები დროებით თავშესაფრებში გადაიყვანონ, სადაც მათ კარანტინში მოათავსებენ და ვეტერინარები დააკვირდებიან.

მეტი...

„ჩვენი მოთხოვნაა, ქალბატონის დაუყოვნებლივ გათავისუფლება” – ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველზე

  •  

 რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ქალი დააკავეს. საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. „ჩვენი მოთხოვნაა, ქალბატონის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ყოველთვის  ძალიან მძიმეა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება, რომელთა რიცხვი მზარდია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან შვიდჯერ და რვაჯერ მეტ ადამიანს აკავებენ. ამ შემთხვევაში, საუბარია ქალბატონზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას და რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესშია, მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან. დღესაც, ახლაც ველოდებით დამატებით ინფორმაციას ცხელი ხაზის მეშვეობით და გვექნება შემდეგ შესაძლებლობა, უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოგახსენოთ“, –…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს

  •  

 ზესტაფონიდან ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს სამსახურიდან გამომდინარე, ურთიერთობა ჰქონდა ირანის მოქალაქეებთან. კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას სათანადო მკურნალობა უტარდება და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია. თემურ ნადირაძის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტი, მათ შორის ერთი ბავშვია მოთავსებული, რომელთა ანალიზების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მეტი...

ერაყში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

  •  

 “ბიბისი” ერაყის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ერაყში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.  მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ახალი ტიპის კორონავირუსს ემსხვერპლა ქალი, რომელსაც იმუნური სისტემა დაქვეითებული ჰქონდა; ასევე ქრონიკული დაავადების მქონე 65 წლის მამაკაცი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერაყში კორონავირუსის 34 შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი უახლოეს წარსულში ირანში იმყოფებოდა, სადაც ინფექციამ უკვე 107 ადამიანი იმსხვერპლა. ირანში დაინფიცირებულთა რაოდენობა კი, 3 500-ს აჭარბებს.

მეტი...

“საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს კარგად ართმევს თავს” – კელი დეგნანი

  •  

 “ვფიქრობ, რომ საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში”, – ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა და საქართველო, აეროპორტში კონტროლის მასშტაბებით ნამდვილად გამოირჩეოდა. ჯანდაცვის მინისტრმა დიპლომატს კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმართული ღონისძიებები დეტალურად გააცნო და ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მეტი...

„თურქიშ ეარლაინსის“ ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსის“ ერთ-ერთ მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.  “როიტერის” ინფორმაციით, დაინფიცირებული საფრანგეთის მოქალაქეა, რომელიც ავიაკომპანიის თვითმფრინავით ლონდონიდან სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა. აღნიშნული შემთხვევის გამო, ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავი სტამბოლში მგზავრების გარეშე დაბრუნდა. ეკიპაჟის წევრები კი, უსაფრთხოების მიზნით 14 დღის განმავლობაში კარანტინში მოთავსდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე სულ 143 მგზავრი, პილოტი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ტაიფ ერდოღანი შეხვედრას მართავენ

  •  

 მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი და მისი თურქი კოლეგა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი შეხვედრას მართავენ. თურქეთის ლიდერი რუსეთის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა. როგორც ცნობილია, მხარეების განხილვის მთავარი თემა იდლიბში მიმდინარე მოვლენები იქნება. ბოლო პერიოდში, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულად დაიძაბა, რაც იდლიბში პროთურქულ სირიის ოპოზიციასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის ჯარებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერა. მედიის ცნობით, შეტაკებებში ერთ მხარეს თურქეთის ჯარები, ხოლო მეორე მხარეს რუსული ავიაცია მონაწილეობს.

მეტი...

,,ჩვენ ვასრულებთ პრემიერის მიერ მოსახლეობისთვის მიცემულ დანაპირებს და პროგრამაში „დანერგე მომავალი“  მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა“ – ლევან დავთაშვილი

  •  

 დღეს, მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, პროგრამაში  გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. „ამ ცვლილებას მოსახლეობა ითხოვდა. ეს საკითხი შიდა ქართლში, ფერმერებთან პრემიერის  შეხვედრაზეც გაჟღერდა, რადგან აქტუალურია საოკუპაციო ხაზის მდებარე სოფლებში  წყლითუზრუნველყოფის საკითხი.  ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს და მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.  განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ჭის, ჭაბურღილების და სატუმბი სისტემების დამონტაჟების შემთხვევაში სახელმწიფო 50%-იან თანადაფინანსებას მოახდენს. იმისთვის, რომ პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარების ბაღები კლიმატური რისკებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული,…

მეტი...

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს

  •  

 EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებ“, – ამის შესახებ იურგენ რიგტერნიქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა. საუბრისას EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა  ხაზი ვალუტის გაცვლით კურსთან, მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტთან და ეკონომიკური ზრდის ტემპთან  დაკავშირებით საქართველოში არსებულ დადებით ტენდენციებს.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას. აღინიშნა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან  გამომუშავებული…

მეტი...

„მთის კანონის შეღავათებით დამატებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 25 000-ზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს“ – გიორგი გახარია

  •  

 „მთის კანონი იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებ“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები განიხილავენ მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც 58 სოფელს შეეხება. „დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი  საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება გახლავთ. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. ამ კანონის ძირითადი მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ესეც იყო…

მეტი...

“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები” – გიორგი გახარია

  •  

 „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს, ეს ის ბრძოლაა, სადაც ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ“ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ექიმებს, მესაზღვრეებს და მებაჟეებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს გახლავთ ის შედეგები, რომელსაც ჩვენ დღეის მდგომარეობით ვაღწევთ. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ…

მეტი...

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრი აშენდება

  •  

 „საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად  მიიღო“ ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ბოტანიკური ცენტრის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს, ასევე, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა.  „დღეს ბოტანიკურ ბაღში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ბაღის ტერიტორიაზე ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის სრულად განხორციელებას დაახლოებით, წელიწადნახევარი დასჭირდება.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მომუშავე ადამიანებს ნორმალური პირობები…

მეტი...

“თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ თვითიზოლაციაში იყოს, მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანს”- პაატა იმნაძე

  •  

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ იტალიიდან ჩამოსულ პირს შეგნება არ აქვს, რომ თვითიზოლაციაში იყოს, დამსაქმებლები და ახლობლები თავად უნდა მოერიდოს მას. ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს, იტალიიდან ჩამოსულს, არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს, მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს“, – განაცხადა იმნაძემ. კითხვაზე, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ დათბობასთან ერთად კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაიკლებს, იმნაძე ამბობს, რომ ამის იმედი არსებობს, თუმცა მეცნიერული მტკიცებულება არა. „სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავითარი მეცნიერული მტკიცებულება არ…

მეტი...

„110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა საუკეთესო გამოსავალია“ – კახა კალაძე საარჩევნო სისტემაზე

  •  

 “როგორც ცნობილია, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაჟორიტარების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა და 110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი, სადაც ჩვენი თანაგუნდელების მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა“ – ამის შესახებ თბილის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. კალაძეს მიაჩნია, რომ შეთავაზებას ოპოზიციაც დაეთანხმება „დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მხრიდანაც გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები. ეს არის რეალურად იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პარტიას, თუ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა, 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები იყვნენ 2020 წლის პარლამენტში. თუმცა, დაველოდოთ მოლაპარაკებებს”, – განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების და…

მეტი...

„კორუფციასთან მარტო დაჭერებით ბრძოლა შედეგს არ იძლევა“ – გედევან ფოფხაძე ბორჯომში დაკავებულ ჩინოვნიკებზე

  •  

 „პრობლემა არის იმაში, რომ არ არის პოლიტიკური წინაპირობები, რომ არ არის წინაპირობები კორუფციის აღსაკვეთად“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძე თვლის, რომ ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის სადავეები გაექცა, ის ბორჯომში დაკავებული ჩინოვნიკების დაკავების ფაქტს ეხმაურება და თვლის, რომ დაჭერები მხოლოდ გაფრთხილებაა დანარჩენი ჩინოვნიკებისთვის. „დღეს არაა პოლიტიკური წინაპირობები კორუფციის აღსაკვეთად .ჩვენ გვაქვს რეგისტრირებული წინადადება დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შესახებ წინადადება. რეალობა ისაა, რომ კორუფციამ მოიცვა ყველა სფერო და ჩინოვნიკებს სხვა საქმე არ აქვთ გარდა საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრის. კორუფციასთან მარტო დაჭერებით ბრძოლა არ იძლევა შედეგს. თუ იდეოლოგიას არ…

მეტი...

„განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა” –  მარინა ეზუგბაია მეოთხე დაინფირცირებულზე

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მეოთხეა, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, შედარებით „უფრო მძიმეა“. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. „განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად უფრო მძიმე ფორმაა, რადგან დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით – 38,5-ზე მეტია ტემპერატურა. დიაგნოსტირებულია, ლაბორატორიულად დადასტურებულია, დაწყებულია მკურნალობა. გუშიდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია. დაავადება არ პროგრესირებს და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ტემპერატურა გუშინ მერყეობდა 38.5-სა 39.5 შორის“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი 44 წლის მამაკაცია, საქართველოს…

მეტი...

ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოიყვანეს, ისინი საკარანტინო დაწესებულებაში იმყოფებიან

  •  

 „საქართველოს მთავრობამ ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოიყვანა და ისინი საკარანტინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი“ –  ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განუცხადა. “საქართველოს მთავრობამ შესაბამის ქვეყნებთან გამართული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და ირანს შორის საზღვრის დაკეტვის გამო რჩებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული პროტოკოლის დაცვით, შესაბამისი ტრანსპორტით საქართველოში ჩამოიყვანა, ” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შემოწმება გაიარეს და…

მეტი...

„ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა და დაშინება – ამ პრინციპით თუ ჩატარდა არჩევნები იქნება არალეგიტიმური“ – გედევან ფოფხაძე (ვიდეო)

  •  

 „უნდა ჩატარდეს საყოველთაო სახალხო არჩევნები“ -ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.  ფოფხაძე თვლის, რომ პოლიტიკური სპექტრი დღეს იყოფს მანდატებს, მისთვის გაუგებარია 40% -ის გადანაწილება როგორ მოხდება: „ხელისუფლების ვალდებულება იყო მეტნაკლებად კომპრომისული წინადადება შეეთავაზებინა ოპოზიციისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროპორციაზე უფრო მნიშვნელოვანია ისაა თუ, როგორ ჩატარდება არჩევნები, თუ ჩატარდა დაშინებით , მოსყიდვით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით იქნება არალეგიტიმური. ჩვენ ველოდებით რა რედაქციას შემოიტანს ხელისუფლება და ამის შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. დღეს არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ამომრჩეველთან, რადგან არჩევის სისტემაზე მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე იმაზე თუ რატომ უნდა აირჩიონ.“-…

მეტი...

„პოლიტპატიმრები და საარჩევნო სისტემა არის ორი სხვადასხვა საკითხი და ერთმანეთთან დაკავშირებული არ უნდა იყოს“- გია ჟორჟოლიანი (ვიდეო)

  •  

 “საარჩევნო გარემო და პოლიტიკური ფიგურების დაცულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს“ -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა. ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ ყველა მხარე თანახმაა 40% -იანი შეზღუდვა მთავრობის ფორმირებაზე არსებობდეს, ის ასევე აქცენტს 1% -იან ბარიერზეც აკეთებს, რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს პარლამენტის წევრი თვლის, რომ უნდა იყოს მოძებნილი გონივრული კომპრომისი. „პოლიტპატიმრები და საარჩევნო სისტემა არის ორი სხვადასხვა საკითხი და ერთმანეთთან დაკავშირებული არ უნდა იყოს, თუმცა არ ნიშნავს,რომ ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ უსამართლობაა ამ უსამართლობის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს. მე მგონია, რომ ყველაფერი ნათელია. ყველა…

მეტი...

„ევროპული საქართველო“ ეცდება მეტი ქულა დააგროვოს „ნაციონალური მოძრაობის ხარჯზე“ – ბექა ნაცვლიშვილი (ვიდეო)

  •  

 „უგულავას მხრიდან გონივრული იყო მსგავსი ნაბიჯი, „ევროპულ საქართველოს“ ეს სისტემა აწყობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით“ – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ 40% – იანი ბარიერი იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც ჰქონდა ადგილი მისაღებია. ნაცვლიშვილი უგულავას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გონივრულს უწოდებს. „რა თქმა უნდა გონივრული მათი მხრიდან, „ევროპულ საქართველოს“ აწყობს ეს სისტემა ჩამოყალიბდეს, ეს არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას.“ 40% – იანი ბარიერი და თუ შემცირდება და კიდევ მაჟორიტარების რაოდენობა, არის აბსოლიტურად მისაღები. ვისაც უნდა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა რეალურად, წესით დაექვემდებაროს ამ შეთანხმებას“…

მეტი...

„უგულავამ პოლიტიკურ პარტნიორებს მორალური ვალდებულება მოუხსნა“ – გედევან ფოფხაძე უგულავას განცხადებაზე

  •  

 „ხელისუფლება თვითშენარჩუნების რეჟიმზეა გადასული, რის გამოც უშვებს შეცდომებს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძე უგულავას მიერ დღეს გავრცელებულ წერილს ეხმაურება და მის განცხადებას, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მისამართით გავრცელდა დადებითად აფასებს. „უგულავამ პოლიტიკურ პარტნიორებს მოუხსნა მორალური ვალდებულება, ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი განცხადება, რადგან ამით ბარიერი აღარ იქმნება. მთავარია სახელმწიფოებრივი ინტერესები გავმიჯნოთ პირადი ინტერესებისგან, სამწუხაროდ ხელისუფლება თვითშენარჩუნების რეჟიმზეა გადასული“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მეტი...

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

  •  

 საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა . ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში კვირას, იტალიიდან შემოვიდა და მაშინ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა. „შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა. თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. გუშინ დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია. ლაბორატორიულად გუშინ გვიან ღამით დადასტურდა დადებითი შემთხვევა“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი  – იტალიაში. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

მეტი...

„ამ თვეში შესაძლოა ბევრმა ადამიანმა დაკარგოს საცხოვრისი, საშუალოდ 20 გამოსახლებაა ჩანიშნული“- ბექა ნაცვლიშვილი

  •  

 “აღსრულების ეროვნულ ბიუროში თვეში დაახლოებით 20- მდე გამოსახლების დოკუმენტი დევს, აქედან ბევრი უკანასკნელი საცხოვრისია“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის ინფორმაციით ხელისუფლება და დამოუკიდებელი დეპუტატები შუამავლის როლს შეასრულებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მოსახლეობას შორის რათა მოხდეს მორატორიუმის მიღება აღნიშნულ საკითხზე. „საჭიროა დროებით გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადება. აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით,გუშინ შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელს. მომავალი კვირის დასაწყისიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მორატორიუმთან დაკავშირებით, რათა დროებით შეჩერდეს უკანასკნელი საცხოვრისებიდან ხალხის გამოსახლება.საგულისხმოა, კანონში ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილებაა განსახორციელებელი ამ კუთხით, მე იმედი მაქვს რომ…

მეტი...