ბათუმში ტემპერატურის მატებით ინფექციურ საავდმყოფოში მამაკაცი გადაიყავენეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი მოათავსეს. იგი საავადმყოფოში სარფიდან მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას საბაჟოზე შემოწმებისას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, კერძოდ 37.3. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მამაკაცი სარფის გავლით იტალიიდან საქართველოში ტრაილერით შემოვიდა. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას სიცხე აღარ აქვს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს ანალიზები აუღეს, რომლის პასუხიც ხვალ გახდება ცნობილი. მათივე ცნობით, პრევენციისთვის საკარანტინო ადგილების მოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

კორონავირუსის გავრცელების გამო ლუვრის მუზეუმი დროებით მუშაობას წყვეტს

პარიზში ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა. ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ნომერ პირველი მუზეუმის დახურვის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით ლუვრის თანამშრომელთა საგანგებო თათბირი გახდა. თანამშრომელთა საგანგებო შეხვედრის გამო, მუზეუმის გარეთ ტურისტების რიგი შეიქმნა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მუზეუმი მნახველებისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიღება. ლუვრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუზეუმზე არ ვრცელდება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დახურულ დაწესებულებებში ხუთი ათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებების ამართვა აიკრძალა.

მეტი...

საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ. შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. საპატრიარქოში ასევე აცხადებენ, რომ გადაამოწმეს რუმინეთის ეკლესიაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გაიცა, რაც არ დადასტურდა. “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან – კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტსივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა.…

მეტი...

უწყებათაშორისმა საბჭომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 100-ზე მეტი ადამიანი რჩება. კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრულ ქვეყნებში. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან…

მეტი...

Turkish Airlines-მა იტალიაში ყველა რეისი გააუქმა

ავიაკომპანია Turkish Airlines კორონავირუსის გამო, იტალიაში რეისებს 1 მარტიდან წყვეტს. მანამდე, ავიაკომპანიამ ვირუსის პრევენციის მიზნით, 250 თვითმფრინავში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში ყველაზე რთული მდგომარეობაა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 820 ადამიანი. მანამდე Turkish Airlines-მა ფრენები ჩინეთსა და ირანში შეაჩერა.

მეტი...

“ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად, არის ანტისეპტიკი” – მეუფე ნიკოლოზი

“ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი, როგორც სპირტში რომ ჩადო”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა. კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა. „რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, ეს პრინციპულად არასწორია. გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქმნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სისხლი იესო ქრისტესი, რომელიც თვითონ წვავს და განწმენდს ყოველგვარ დაავადებას. რაც შეეხება კორონავირუსს, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ საკითხს, მაგრამ, მეორე…

მეტი...

იტალიიდან დაბრუნებული გოგონას წერილი “ბოქსირებული” განყოფილებიდან

იტა­ლი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ური სა­ა­ვად­მყო­ფო­ს “ბოქსირებულ” განყოფილებაშია მოთავსებული, იქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს: “ყველაფერს დავწერ ობიექტურად არცერთ სიტყვას არ გადავამეტებ. 17:00 საათზე მოვედი ჩემი ფეხით, ჩაიწერეს მონაცემები, გამიზომეს სიცხე და მითხრეს, რომ უნდა დავლოდებოდი. 18:00 საათამდე ვიჯექი ჭკვიანად ვპოსტავდი აქ. 19:00 საათზე გადმომიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში და უი, შენ ორსული გოგო არ ხარო? არა მეთქი. ეს არა ვერ გაიგეს ეტყობა და წამო, წამო, ისევ მიმღებშიო. წამიყვანეს, იქ დამხვდა ორსული გოგო ვისშიც ავერიე (მსუქანა რომ ვარ ამიტომ),  ჰოდა ამ გოგოს ხარჯზე მგონი კაი “მოშნი” რიგს გადავახტი შემთხვევით და ამიღეს ნაცხი. ლუგარის…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა

“სიენენის” მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2,976-ს შეადგენს, ინფიცირებულია 87 ათასამდე ადამიანი, ხოლო 42 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილია 2870 ადამიანი, დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 80 ათასს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 41 800-ზე მეტი პირი. ჩინეთის გარდა გარდაცვალების შემთხვევებია ირანში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, საფრანგეთში, ფილიპინებში, ტაივანში, ტაილანდში, აშშ-სა და უკვე ავსტრალიაშიც.

მეტი...

იმერეთის რეგიონში, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სრულდება

იმერეთის რეგიონში, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სრულდება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი გაეცნო. სამუშაოები ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 14 ობიექტზე – სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში მიმდინარეობს.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საქმიანი ეზო“ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. ტყითსარგებლობის  პროცესის  გაუმჯობესების  მიზნით,  ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის.  სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს  ხე-ტყის დამზადებას,  დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში.  აღსანიშნავია,  რომ   ტყის ახალი კოდექსი,  რომელსაც საქართველოს…

მეტი...

საქართველოში პარიზის რეისით ჩამოსული მგზავრი, ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს

პარიზის რეისით საქართველოში ჩამოსული ერთი მგზავრი, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა, შესაბამისად მედიკოსების გადაწყვეტილებით, პაციენტი დაკვირვების მიზნით ინფექციურში გადაიყვანეს. ამ დროისთვის საავადმყოფოში ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი. ექიმები სიმპტომებიდან გამომდინარე ვარაუდობ, რომ ვირუსი არც ერთ ამ პაციენტში არ დადასტურდება

მეტი...

თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება. აღნიშნული რეკომენდაცია თბილისის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო. ასევე დეზინფექცირება უტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრებს, ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებს. დღეიდან სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ ასევე უმაღლესი სასწავლებლები. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიეტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის დაწყება 16 მარტამდე გადადეს. დღეიდან ამ სასწავლებლებშიც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

მეტი...

სომხეთში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადიქსირდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ინფიცირებული სომხეთის მოქალაქე, 29 წლის მამაკაცია, რომელიც 28 თებერვალს ირანიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. ინფიცირებული თავად მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში. სომხეთის პრემიერის თქმით, ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს, თავდაპირველად ჰქონდა მომატებული ტემპერატურა, ამჟამად კი, ეს სიმპტომიც არ აღენიშნება. ამასთან, მისივე თქმით, მამაკაცის მეუღლეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

მეტი...