თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 42 პაციენტიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, 17-ის ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ჯერ ცნობილი არ არის.  „ისევ გვყავს 12 ინფიცირებული პაციენტი. მათგან ერთის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე. მას აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიებები. მას ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადის თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და ამისათვის მზად ვართ. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა, ტემპერატურამ აიწია 38-მდე. ჯერ ბოლომდე არ გვაქვს დადასტურებული, მაგრამ სავარაუდოდ მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია. 12-დან ორი ადამიანი არის…

მეტი...

“ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვი” – კარლ ჰარცელი დიალოგის შედეგით კმაყოფილია

  •  

 საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის დიდი სიკეთეა. “მას შემდეგ, რაც კითხვებს ვსვამდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძალიან მსიამოვნებს, აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს. ყველა მონაწილემ მიაღწია შეთანხმებას, რაც ასახულია ჩვენს განცხადებაში, რომელიც უკვე ჩვენს ვებსაიტზე დევს. ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ ყველას მივულოცო ის, რომ შეთანხმება, კომპრომისი არის მიღწეული. ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ მოხდა დეპოლარიზაცია ამ სიტუაციის, მომავალი არჩევნების კონტექსტში,“ – აღნიშნავს ჰარცელი. 120/30-ზე, ერთპროცენტიანი ბარიერით და 40-იანი ჩამკეტით – შეთანხმება მიღწეულია. ხელისუფლებასა…

მეტი...

“დემოკრატია იოლი სამუშაო არაა, თუმცა ღირს მასზე მუშაობა” – ადამ კიზინგერი შეთანხმებას ეხმიანება

  •  

 ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი “ტვიტერზე” გამოეხმაურა. “გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმების მიღწევას. დემოკრატია იოლი სამუშაო არაა, თუმცა ღირს მასზე მუშაობა. სპიკერი თალაკვაძე და კიდევ ბევრი სხვა მადლობას იმსახურებენ” – წერია კონგრესმენის განცხადებაში. ადამ კინზინგერი ერთ-ერთი კონგრესმენია, რომელმაც საარჩევნო სისტემის შესახებ რეფორმის ჩაგდების გამო, ხელისუფლება გააკრიტიკა და რამდენჯერმე მოუწოდა მთავრობას ცვლილებების განხორცილებისკენ.

მეტი...

“პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, არსებობს შეთანხმება და ამის გარანტორი არიან ჩვენი ფასილიტატორები” – გრიგოლ ვაშაძე

  •  

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეხვედრაზე გადაწყდა პოლიტპატიმრების საკითხი, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრინციპული იყო ისევე, როგორც პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა. „შეხვედრა საბოლოოა, შემდეგ უკვე აღარაფერი ჩატარდება, ყველაფერი შეთანხმებულია. რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვიბრძოლეთ და უპირველეს ყოვლისა მივიღეთ ის, რომ პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდა, ეს ჩვენთვის პრინციპული იყო, აგრეთვე მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ არჩევნებთან. პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის შეთითხნილი საქმეები გაჩერდება. გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს და ამის გარანტია არ არის არავინ, ამის გარანტორი არიან ჩვენი ფასილიტატორები. შეთანხმება არსებობს, რომ…

მეტი...

ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო მანდატების გადანაწილების პრინციპზე შეთანხმდა

  •  

 ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები ფართო კონსესუსით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება. როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ. კერძოდ, პარტიას, რომელიც არჩევნებში 40 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მოგების შემთხვევაშიც, არ ექნება შესაძლებლობა, მთავრობა სრულად დააკომპლექტოს. საარჩევნო სისტემის თაობაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა და ყველა მხარემ მოაწერა ხელი. 

მეტი...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 26 პაციენტი იმყოფება

  •  

 რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 26 პაციენტი იმყოფება. როგორც საავადმყოფოს გენერალური დირექტორი განმარტავს, კლინიკაში, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, წინა დღეებთან შედარებით, პაციენტების რაოდენობა შემცირებულია. 26 პირიდან 24 საქართველოს მოქალაქეა ორი კი აზერბაიჯანის. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ არც მომატებული ტემპერატურა აღენიშნებათ.

მეტი...

“ადამიანებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ ზედმეტი კოცნა-ხვევნა, ამბორისაგან” – მეუფე გრიგოლი

  •  

 ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, საზოგადოებას მოუწოდებს კოცნისგან თავი შეიკავოს. როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, სასულიერო პირები მრევლს მუდმივად მოუწოდებენ, რომ პირადი ჰიგიენა დაიცვან. “რა თქმა უნდა, ეკლესია მომხრეა და ჩვენ ყოველთვის მრევლს ვარიგებთ და ვასწავლით, რომ საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა. ჩვენ თითოეულ ადამიანს მივმართავთ და ვთხოვთ, რომ ქართული ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ ზედმეტი კოცნა-ხვევნა, ამბორისაგან, იმიტომ რომ არ ვიცით, ვინ შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი,” – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეტი...

“მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა, მშვიდობა უნდა შეიძინოთ” – ილია მეორე

  •  

 “მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ,” – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. გარდა ამისა, პატრიარქმა მრევლი დალოცა. “დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, დიდება ჰქონდეს უფალსა, დიდება მამასა და ძესა და წმინდასა. ჩვენ პატივს ვცემთ უფალსა, ჩვენ თაყვანსა ვცემთ უფალსა რომ გვიადვილებს სასუფეველში გზას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისეთი იოლია გზა სასუფეველისა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აკურთხოს ერი თვისი, ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა, ეს აუცილებელია. მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში ველაფერი გამოგვივა, მშვიდობა უნდა შევიძინოთ, მაგრამ…

მეტი...

ჩინეთში საკარანტინო შენობის ჩამონგრევას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 29-ს კი ამ დრომდე ეძებენ

  •  

 ჩინეთში, ფუჯიანის პროვინციაში საკარანტინოდ გამოყოფილი სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 29-ს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შენობის ნანგრევებში 71 ადამიანი დარჩა, მათგან 38 უკვე გამოიყვანეს. ნგრევის მიზეზი ამ დრომდე არ არის ცნობილი. CNN წერს, რომ მაშველების მიერ გადარჩენილებს შორის პატარა ბავშვიც არის, მშობლებთან ერთად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.  უბედური შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:30 საათზე მოხდა. ჩინური მედია წერს, რომ შენობაში მოთავსებული იყვნენ პირები, რომლებსაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ. შენობის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მეტი...

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან. „ანალიზებს ინფიცირებულებს სულ ვუღებთ, ყოველ სამ დღეში. ჯერჯერობით, ვირუსი არსად გამქრალა და არც იყო მოსალოდნელი. როგორც ითვლება, მსუბუქი შემთხვევების დროსაც გამოჯანმრთელება იწყება ორი კვირის შემდეგ. მათ ორი კვირა ჯერ არ გასვლიათ. ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული. ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 141 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 69.

მეტი...

“მსოფლიოში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და მატება მოსალოდნელია საქართველოშიც” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და მატება არის მოსალოდნელი საქართველოშიც. „გარდატეხა თუ არ მოხდა თვითონ ვირუსის ბუნებაში, ბევრი ელოდება, რომ დათბობასთან დაკავშირებით ეპიდემია გახდება მილევადი, როგორც გრიპის შემთხვვევაში. ბუნებრივი ციკლების თვალსაზრისით, თუ ეს უმოკლეს დროში არ მოხდა და ჩვენ არ ვიცით, ამ ახალი კორონავირუსის ბუნება როგორია, ველოდებით მატებას, რადგან ჩინეთის გარეთ, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება რაოდენობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილია და მოქმედებს დემოკრატიული პრინციპებით. „აქ გამორიცხულია ტოტალიტარული ზომების, რაღაც იძულებითი ზომების გამოყენება ეპიდემიის შესაჩერებლად. ჩვენ…

მეტი...

კორონავირუსისგან მსოფლიოში 58 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

  •  

 კორონავირუს – „კოვიდ-19“-ისგან მსოფლიო მასშტაბით 58 354 ადამიანი განიკურნა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 43 500 ადამიანი გამოჯანმრთელდა ჩინეთის ხუბეის პროვინციაში, 1 669 ირანში, 589 იტალიაში. მსოფლიო მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსით 105 558 ადამიანია ინფიცირებული. აქედან, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში 80 652, სამხრეთ კორეაში 7 041, იტალიაში 5 883, ირანში 5 823. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ს 3 555 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...