„გამოჯანმრთელებული ადამიანი დაცული არ არის, ვირუსი მეორდება“ – ინფექციონისტი

„ახალი კორონავირუსის“ თვისებები და იმუნურობა ამ დრომდე დაუდგენელია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ექიმი რევაზ მეჭურჭლიშვილი აცხადებს, არის შემთხვევები, როცა ვირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანს შეუბრუნდა.

„გამოჯანმრთელებული ადამიანიც არა არის დაცული, იაპონიაში იყო მსგავსი ფაქტები, როცა გამოჯანმრთელებულ და ბინაზე 14 დღიან იზოლაციაში მყოფ ადამიანებს ხელმეორედ შეეყარათ „კორონავირუსი“, თავიდან დაიფიცირდნენ. მსგავსი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც იქნება. უნდა მოვერიდოთ კონტაქტს. ვინც გამოჯანმრთელდება არც ის არის დაცული, ახალი ვირუსი იმუნიტეტს რამდენად ტოვებს, ამ ეტაპისთვის უცნობია. ვინაიდან არის ახალი ვირუსი და პანდემია, გამოჯანმრთელებული ადამიანებიც უნდა მოერიდონ სოციალიზაციას“ – განუცხადა ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავარს“.   

მსგავსი თემები