საქართველოს მთავრობა 5000 ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონს და 1,500,000 ლიტრ ზეთს ყიდულობს

საქართველოს მთავრობა 5000 ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონს და 1,500,000 ლიტრ ზეთს ყიდულობს. ამას მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგის შექმნა არის გათვალისწინებული.

“შესყიდვის შესრულების ვადა: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის N 608 განკარგულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, არაუადრეს 2020 წლის 1 ივლისამდე.

შესასყიდი ობიექტების მოცულობა: არაუმეტეს: 5000 ტონა შაქარის, 500 ტონა მაკარონის, 1 500 000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის შესყიდვა, თანმდევი მომსახურებით დასაწყობება და შენახვა,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სასურსათო მარაგების შექმნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა 9 ძირითადი სასურსათო მოხმარების პროდუქტზე ფასების შენარჩუნებასაც გეგმავს.

მსგავსი თემები