„ჰოსპიტალში ამაჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 13 პირი რჩება, მათგან 4 ახალი შემთხვევაა“ – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს გორის ჰოსპიტალიდან „მედიაცენტ მთავარს“ განუცხადეს.
ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გავრცელებული ინფორმაციით კორონავირუსით დაინფიცირებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ჯამში ქვეყნის სხვადასხვა საავადმყოფოებში კორონავირუსით დაინფიცირებული 98 ადამიანი მკურნალობს.თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კი 29 ინფიცირებული პირი რჩება, მათგან 3 ბავშვია.
„ჩვენს პაციენტებს ჩვენ თვითონვე ვუტარებთ ტესტირებას, ჩვენი ლაბორატორია მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია. ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტირება PSR კვლევით ჩვენთან ტარდება. გუშინ 21 პაციენტის ტესტირება ჩატარდა, აქედან ნაწილი იყო ჩვენი პაციენტი, რომელთა გამოჯანმრთელებას ველოდებით და გამოჯანმრთელების პირველი PSR ტესტირების შედეგები უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მათთან მხოლოდ კონცენტრაციის მკვეთრად შემცირება დაფიქსირდა. ვნახოთ დინამიკაში როგორ გაგრძელდება. ერთთან დადასტურდა 21-დან და დანარჩენი ყველა იყო ნეგატიური. დღეს დილას მხოლოდ 4 პაციენტზე იქნა აღებული ტესტი გამოსაკვლევად, ვნახოთ დღის განმავლობაში რამდენი პაციენტი შემოგვემატება. ჩვენთან ამ ეტაპზე 29 პაციენტი რჩება, იცით, რომ 17 განკურნებული გაეწერა, აქედან 2 -მა ბავშვა დატოვა კლინიკა და 3 ბავშვი განაგრძობს ჯერჯერობით მეთვალყურეობას. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.