საქართველოში ხვალიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის რვა საათიდან ამოქმედდება.

პრემიერის თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს საათამდე.

„საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი, 21 :00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. 23 მარტს კი, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

მსგავსი თემები