„ქვეყანას მთავარი ბრძოლები წინ აქვს“ – ალქესანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ვარაუდობს, რომ აპრილის მესამე, მეოთხე დეკადაში პაციენტების მომართვიანობა განსაკუთრებით გაიზრდება.

იგი საზოგადოებას, კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით შეასრულონ სპეციალისტების რეკომენდაციები.

„ისეთი განცდა გაჩნდა, თითქოს, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს პრობლემა თითქმის, მოგვარებულია. ეს ასე არ არის, ჯერ ქვეყანას მთავარი ბრძოლები წინ აქვს და ამ ბრძოლაში თითოეული ადამიანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემასთან და ექიმებთან ერთად. ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ გაათმაგებული ყურადღებით მოექცნენ რეკომენდაციებს და ზედმიწევნით შეასრულონ ყველა მოთხოვნა, რასაც სპეციალისტები ხშირად აჟღერებენ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მსგავსი თემები