“საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა საქართველოს ამაყ მოქალაქეებად უნდა იგრძნონ თავი” – ნიკოლ ფაშინიანი

  •  

 “თბილისში, საქართველოში მცხოვრებ სომხებთან რეპატრიაციაზე საუბარი ჩემთვის ცოტა უცნაურად ჟღერს”, – ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტის დროს, სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას დასმულ ერთ-ერთ კითხვას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანს ერთ-ერთმა სტუდენტმა, რევიკ კარაპეტიანმა შემდეგი კითხვით მიმართა: „მე დავიბადე ჯავახეთში, ვარ სტუდენტი. ვამთავრებ მაგისტრატურას და მაინტერესებს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რეპატრიაციასთან დაკავშირებით. ელოდებით თუ არა სომხების ე.წ. თვითნებურად დაბრუნებას სამშობლოში, როგორც იყო 1940-იან წლებში. რა პროფესიის ადამიანებისთვის არის პროგრამები, თუ თქვენ იმედს ამყარებთ საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხებზე, რომლებსაც უყვართ სამშობლო“. როგორც ფაშინიანმა კითხვის პასუხად აღნიშნა, საქართველოში მცხოვრებ სომხებთან მიმართებაში რეპატრიაციაზე საუბარი უცნაურად ჟღერს. „ვეცდები, ჩემი…

მეტი...

თეთნულდზე, ზვავში მოყოლილი ესპანელი ტურისტი თბილისში გადმოიყვანეს

  •  

 თეთნულდზე, ზვავში მოყოლი ტურისტი, რომელმაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ცოტა ხნის წინ სამაშველო ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. ესპანელი ტურისტი, ამ დროისთვის, ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. კლინიკაში იმყოფებიან ესპანეთის საელჩოს წარმომადგენლები. ესპანელი ტურისტები სამთო კურორტზე 5 დღით იმყოფებოდნენ, ისინი მესტიაში გუშინ ჩავიდნენ. ტურისტები, რომლებიც ზვავს გადაურჩნენ, ფაქტის თვითმხილველები არიან, ისინი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.  თეთნულდზე მოწყვეტილმა თოვლის მასამ 6 ესპანელი ტურისტი მოიყოლა, რომელთაგან სამის გადარჩენა მოხერხდა, სამი კი დაიღუპა. სვანეთში მყოფი ტურისტების ათკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა. მთის კურორტების განვითარების კომპანია კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით სამთო სპორტის მოყვარულებს: “ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ,…

მეტი...

უკრაინის პრემიერი გადააყენეს – მასთან ერთად, ავტომატურ რეჟიმში მთელი მთავრობა გადადგა

  •  

 უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი თანამდებობიდან გადააყენა. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადაყენება მთელი მთავრობის გადაყენებას ნიშნავს. ალექსეი გონჩარუკის პოსტიდან მოხსნას მხარი 353-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ განაცხადა, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

მეტი...

“მოხიბლული ვარ, კორონავირუსთან დაკავშირებით როგორ მართავს პროცესს საქართველოს ხელისუფლება” – საფრანგეთის ელჩი

  •  

 “მოხიბლული ვარ, როგორ მართავს პროცესს ხელისუფლება“, – ასეთ შეფასებას აძლევს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში განხორციელებულ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს. „კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა შესაბამისი უწყება, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი სტანდარტით აწარმოებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მოხიბლული ვარ, როგორ მართავს პროცესს ხელისუფლება,“ – განაცხადა ელჩმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან გამართულ შეხვედრაზე. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და საფრანგეთის ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ისაუბრეს ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. დედაქალაქის მერმა საფრანგეთის ელჩს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები…

მეტი...

“ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა” – ამირან გამყრელიძე

  •  

 “ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა”. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 140 ადამიანი. “საქართველოში ეპიდსიტუაცია ​გუშინდელთან შედარებით დიდად არ შეიცვალა. 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე, 239 შესაძლო შემთხვევიდან 3 რჩება ისევ დადასტურებული დადებითი შემთხვევა. ბოლო 3 დღის განმავლობაში, დადასტურებული დადებითი შემთხვევების რიცხვის მატება არ გვაქვს. დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში სულ არის გამოგზავნილი 21 ნიმუში – აქედან 16 ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და (აქედან 2 გახლავთ განმეორებითი ინფიცირებულებზე) და 5 იმერეთიდან. 5-ის ტესტირება დამთავრებულია, ყველა უარყოფითია, 16-ის ტესტირება მიმდინარეობს. დღის მეორე ნახევარში კიდევ 8…

მეტი...

ევროპის კავშირის საბჭოს თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

  •  

 “როიტერის” ინფორმაციით, ევროპის კავშირის საბჭოს ერთ-ერთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.  საბჭოს პრესსპიკერის თქმით, ინფიცირებული პირი ინფორმაციის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრები საგანაგებო შეხვედრას სწორედ იმ შენობაში გამართავენ, სადაც ინფიცირებული მუშაობს. პრესსპიკერის თქმით, აღნიშნული შეხვედრა ჩატარდება და ამ ეტაპზე, რისკი არ არსებობს.

მეტი...

კორონავირუსის ინფექციის შემდგომი გავრცელების შესაკავებლად, 11 რეკომენდაცია შემუშავდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის ინფექციის შემდგომი გავრცელების შესაკავებლად, 11 რეკომენდაცია შემუშავდა. რეკომენდაცია ყველა იმ ადამიანს ეხება, რომლებიც თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ. კერძოდ, ინფექციის მაღალი გავრცელების არეალიდან დაბრუნებულ ადამიანებს, აგრეთვე დადასტურებულ შემთხვევასთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს. ეს რეკომენდაციებია: პირველი – დარჩით სახლში და ის საჭიროებები, მაგალითად მედიკამენტების ყიდვა არა თქვენ, არამედ დამხმარე ადამიანებმა უზრუნველყონ. მეორე – შეზღუდეთ კონტაქტები თქვენთან ერთად მცხოვრებ ადამიანებთან და იყავით განცალკევებულ საძინებელში. ეცადეთ მაქსიმალურად იშვიათად გამოხვიდეთ ოთახიდან, გამოსვლისას კი აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი. მესამე – თუ იზოლაციაში მყოფ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, ის წინასწარ უნდა დაუკავშირდეს თავის პროვაიდერს, წინასწარ დაგეგმოს ვიზიტი…

მეტი...

იტალიაში მყოფი ქართველის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია

  •  

 იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.  ალექსანდრე ხვთისიაშვილის​ თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. “იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალბატონი, რომელმაც აცნობა საელჩოს, რომ მას აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. ამის შემდეგ, საქართველოს საელჩო დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს და ის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ტესტების შედეგად, მას კორონავირუსი დაუდგინდა. ახალგაზრდა ქალბატონი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღევანდელი მდგომარეობით, დამაკმაყოფილებელია,” – განაცხადა საქართველოს საგარეო…

მეტი...

“ერთმანეთში ერევათ ადამიანის კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი, რომელიც, არსებითად სხვა ვირუსია” – პაატა იმნაძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით,  ერთმანეთში ერევათ ადამიანის კორონავირუსი (Human coronavirus), რომელიც ასეულობით წლებია ადამიანებშია გავრცელებული და ახალი, ზოონეზური კორონავირუსი რომელიც, არსებითად სხვა ვირუსია.  “ატრიალებენ ასეთ ინფორმაციას: ამბობენ, აი, თუ არ იცოდნენ ეს კორონაო და აჩვენებენ სადეზინფექციო ხსნარს, რომელსაც აწერია გამოშვების თარიღი – აგვისტოშია გამოშვებული შარშან თუ შარშანწინ, აწერია რა ვირუსებს კლავს, ჩამონათვალია ძალიან დიდი და მათ შორის წერია Human coronaviruses.​ სხვათა შორის, ჩემი ნათქვამი, რომ შარშანაც ბევრი იყო ადამიანის კორონავირუსი, ერთ-ერთმა ქართულმა მედიამ, რატომღაც, სკანდალურად მონათლა. ამას ჩვენ ყველა პრესკონფერენციაზე ვამბობთ, რომ არის ჩვეულებრივი ადამიანის კორონავირუსი და არის ახალი კორონავირუსი, ზოონეზური კორონავირუსი, რომელიც 2002-ში იყო, 2013-ში…

მეტი...

ისრაელში, ასობით ადამიანს, რომელიც ფეხბურთის მატჩს ესწრებოდა, თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ

  •  

 “ბიბისის” ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლება თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს ასობით ადამიანს, რომელიც გასულ კვირას თელ-ავივში, ფეხბურთის მატჩს ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, „მაკაბი თელ-ავივისა“ და „ჰაპოელ ტელ-ავივის“ თამაშზე ერთ-ერთი მაყურებელი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანი მოედანზე მერვე შესასვლელით შევიდა. ჯანდაცვის სამინისტრო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ამავე შესასვლელით ისარგებლეს, მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზოგადოებასთან კონტაქტისგან.

მეტი...

თავდაცვის მინისტრმა კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა

  •  

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების ის თანამშრომელი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, სამსახურში არ გამოცხადდებიან ორი კვირის განმავლობაში. „ბრძანება გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უახლესი ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავენ. მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ. გადაიდო ან გაუქმდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში დაგეგმილი სამსახურეობრივი მივლინებებიც“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.…

მეტი...

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

  •  

 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, მათ რაიმე გართულებები არ აღენიშნებათ. მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში ისევ 100-ზე მეტი ადამიანი რჩება. უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც მათ შორის გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის…

მეტი...

ინფექციურ კლინიკაში მყოფთაგან 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

  •  

 ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიდან კორონავირუსზე კვლევების პასუხები მიიღეს. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ხუთი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდგინდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. საქართველოს ხუთივე მოქალაქე იტალიიდან ახლახანს დაბრუნდა.

მეტი...

“პრეზიდენტმა აქცენტი ამ ქვეყნის მიმართულებაზე, რაც შესანიშნავი საწყისი წერტილია, გაგრძელდეს განხილვები მხარეებს შორის” – კარლ ჰარცელი

  •  

 “სალომე ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა იდენტობასა და ამ ქვეყნის მიმართულებაზე, რაც შესანიშნავი საწყისი წერტილია, რომ გაგრძელდეს განხილვები სხვადასხვა მხარეებს შორის”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ის თავმდაბალი დიპლომატია და სიტყვით გამოსვლების მიმომხილველი არ არის. “ვფიქრობ, რომ გამოსვლამ მოიცვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი, მათ შორის, ის აქცენტი, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა იდენტობაზე და ამ ქვეყნის მიმართულებაზე. ვფიქრობ, შესანიშნავი საწყისი წერტილია, რომ გაგრძელდეს განხილვები სხვადასხვა მხარეებს შორის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით დღეს მეორედ წარდგა პარლამენტის წინაშე.

მეტი...

“საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით” – კელი დეგნანი

  •  

 დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. ელჩმა მმართველობაში ქალთა მნიშვნელოვანი როლის მზარდ აღიარებასა და მათი ჩართულობის შედეგად დემოკრატიის საგრძნობ წარმატებაზე ისაუბრა. “საქართველომ, ქალთა მმართველობის ხანგრძლივი ისტორიით, გამოცდილებით იცის, რომ ლიდერ ქალებს ბევრის მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის. საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით. შეერთებული შტატები აღიარებს ქალთა მნიშვნელოვან როლს მმართველობაში და არაერთ პროგრამას აფინანსებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკაში ქალების კომფორტულ მონაწილეობას,” – განაცხადა კელი დეგნანმა. 

მეტი...

კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს

  •  

 კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება დაამტკიცა და საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტში ბავშვების დაცვის მიზნით, განისაზღვრა ვალდებულებები, როგორც  ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების, ისე ვებ-გვერდების მფლობელი კომპანიების მიმართ.  აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ივნისიდან შევა. კომუნიკაციების კომისია 1 ივნისიდან მშობლებს აძლევს შესაძლებლობას  საკუთარი შვილები ონლაინ საფრთხეებისგან  დაიცვან. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ტიპის საფრთხეების შეფასებასა და შემცირებაში უპირატესი როლი სწორედ მშობელს აკისრია. იმისთვის, რომ მშობელს საფრთხეების შემცირების ეფექტური მექანიზმი ჰქონდეთ, ერთი მხრივ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება შეიმუშაონ ისეთი მექანიზმები, რომლის საფუძველზეც, ექნებათ შესაძლებლობა კონკრეტული (აბონენტის) მშობლის…

მეტი...

ჩოლოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს

  •  

 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის განმარტებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩოლოიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ჩოლოიანი დღემდე სასამართლო პროცესებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა. პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი მისმა ადვოკატმა გააკეთა. „საზოგადოებას ვპირდებით, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მარიანა ჩოლოიანის მიმართ აბსურდული ბრალდება ვერ დადასტურდება, ვინაიდან ბრალდების სახელმძღვანელოდ დღემდე ერთადერთი პირის ჩვენება რჩება. სხვა მტკიცებულება, რომელიც მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში ფიზიკურად არ არსებობს”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი  გაიხსნა

  •  

 კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი გზაგამტარი ზემო და ქვემო ფონიჭალის ერთმანეთთან დამაკავშირებელ აქამდე არსებულ 5-კილომეტრიან მონაკვეთს 100 მეტრამდე ამცირებს. „განხორციელდა როგორც ქალაქისთვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი​ გზაგამტარი. ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას დაახლოებით, 5- კილომეტრიანი საავტომობილო გზის გავლა უწევდა. ამ კონკრეტული პროექტით კი სადგურის ქუჩა ღოღობერიძის ქუჩას დავუკავშირეთ. იცით, რომ ზემო და ქვემო ფონიჭალას ერთმანეთისგან რკინიგზის მაგისტრალი ყოფს. შესაბამისად, გვირაბი…

მეტი...

„3-4 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი“ – მამუკა მდინარაძე

  •  

 „რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ე. წ. 40%-იანი პრინციპი“ -ამის შესახებ უმრვლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მდინარაძის ინფორმაციით საკონსტიტუციო ცვლილებაზე ინიციატივა რამდენიმე დღეში იქნება წარმოდგენილი,მისი განცხადებით 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იმ მოდელით რომ ჩატარებულიყო, რასაც ახლა მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს, „ქართული ოცნება“ მიიღებდა იმავე შედეგს, რასაც 5%-იანი ბარიერის პირობებში პროპორციული არჩევნებით. უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციურ ძალებს მათთვის სასურველი ბარიერის დასახელებასაც სთავაზობს. „3-4 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი.  რომელშიც გათვალისწინებული იქნება ე. წ. 40%-იანი პრინციპი, რომლის…

მეტი...

კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

  •  

 „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოწესრიგდა. „კუს ტბასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც, გზა სრულად მოწესრიგდა, დამონტაჟდა განათების ბოძები და LED სანათები. ეს გზა, დაახლოებით, 3-კილომეტრიანია, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში“ – განაცხადა კახა კალაძემ.  მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2.5 მლნ ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში, 20 000 მ²-ზე მოეწყო.…

მეტი...

„საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა არ შეწყდეს დიალოგი“- სალომე ზურაბიშვილი

  •  

 საქართველოს პრეზიდენმა პარლამენტში, საარჩევნო სამზადისთან და შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებისთვის საპრეზიდენტო პლათფორმას სთავაზობს. „ძალაშია ჩემი წინადადება საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ, რათა არ შეწყდეს დიალოგი.დაბოლოს, ამ სიტყვას ვერ დავამთავრებ ისე, რომ არ შევეხო საარჩევნო სამზადისთან და შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციით დადგენილი ჩემი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას; არც ერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას. არა იმიტომ, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია, არა იმიტომ რომ ვინმესი მეშინია, არამედ იმიტომ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას…

მეტი...

„ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი ღირსება და საყრდენია“ – სალომე ზურაბიშვილი

  •  

 ”საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვით“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დღეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა. ქვეყის მთავარსარდალმა ქართული ჯარის მნიშვნელობაზე და ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება. „ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი ღირსება და საყრდენია. 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის დღეს მე ვიყავი კადეტთა სკოლაში, იქ დავინახე ზუსტად ის სულისკვეთება, რომლითაც უნდა იზრდებოდეს ახალი თაობა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვით გამოდის. ბოიკოტის ნიშნად ზურაბიშვილის გამოსვლას არ ესწრება საპარლამენტო ოპოზიცია და „პატრიოტთა ალიანსი”, ასევე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წარმომამდგენლები.

მეტი...

„ღირებულელები, რომლებსაც ასე ვივიწყებთ საქართველოს საუკუნეების განმავლობაში აძლებინებდა“ – სალომე ზურაბიშვილი

  •  

 “იმის მაგივრად, რომ მსოფლიო თუ შიდა გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ ვიჩენთ უმადურობას და ვკარგავთ ყველაფერ იმ ღირებულებას, რაც ტრადიციით მოგვდევს“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე რაც დღეს მსოფლიოშია და ამ გლობალური კრიზისის ფონზე საქართველოს მნიშვნელობაზე. მან საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა მოხსენების დროს აქცენტი გააკეთა ოკუპირებულ ტერიოტირიებზეც. „დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა გლობალურ მასშტაბებს იწვევს. ახალი ვირუსული, ჯანდაცვის სფეროს სცილდება, ამ პერიოდში არსებული უმუშევრობა და ფინანსური კრიზისი პირდაპირ კვებავს პოლულიზმს. მსოფლიოში ისეთი მდგომარეობაა გუშინდელი მტრები დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ. ამ ურთიერთობის…

მეტი...

ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

  •  

 „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ სამუშაო ვიზიტი განახორციელა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე შეხვდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯონათან ჯანოგლისა და ლორდთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბარონეს ანელაის, ასევე გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისა და მრავალმხრივი პოლიტიკის დირექტორატების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს“ -ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრებზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებულ დინამიკასა და მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც…

მეტი...

შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოები ჩატარდება

  •  

 „დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ  დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, პროექტის განხორციელებით აღნიშნულ ტერიტორიაზე, როგორც  ქალაქის ერთ-ერთ მეწყერსაშიშ ზონაში, არსებული ყველა პრობლემა და საფრთხე აღმოიფხვრება. „ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ დედაქალაქში სამწუხაროდ, გვაქვს მეწყერსაშიში ზონები.  ერთ-ერთი ასეთია შეშელიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აქ მეწყერსაშიში ადგილის თავზე განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები. გასულ წელს დავიწყეთ მონიტორინგი, ვაკვირდებით 24-საათიან რეჟიმში. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ზოგადად ქვემოთ, შეშელიძის ქუჩაზე, ტროტუარი უკვე აღარ არსებობს,…

მეტი...

საკარანტინო სივრცეში მყოფ მოქალაქეებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ

  •  

 ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ. მისი თქმით, მოქალაქეებმა აღნიშნულის შესახებ სამინისტროს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც უწყება სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს გასცემს. „კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში ხორციელდება ეფექტური ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას. იზოლაციაში იგულისხმება როგორც თვითიზოლაცია, ასევე საკარანტინო სივრცეში მოთავსებას ამ პირების. ვინაიდან მათ შორის ბევრი დასაქმებული ადამიანია, ამ პერიოდში მათ ექმნებათ გარკვეული პრობლემები შრომის უფლებებთან დაკავშირებით. ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში…

მეტი...

„კობახიძის არითმეტიკას და მის მამაძაღლობას ნამდვილად ვერ “გავაპრავებ” და არც ეს ოპოზიციაა ხალხის ინტერესების დამცველი“ – დავით ჭიჭინაძე

  •  

 „მე კენჭისყრაში არ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მე მაშინ გამოვუცხადე პროპორციულ არჩევნებს ჩემი უპირობო მხარდაჭერა, როდესაც ეს ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. ახლა კი, გადამგდებ ხელისუფლებას ლეგიტიმაციაში ვერ მივეხმარები. მითუმეტეს, რომ „ოცნება“ დელიგიტიმაციის გზას ადგას და ნებისმიერი მოლაპარაკება მათთან, ხელის ჩამორთმევა, მათი არჩევნების ლეგიტიმაციას ნიშნავს და მეტს არაფერს“ – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა აცხადებს ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას აკრიტიკებს და თვლის, რომ ოპოზიცია არაა ხალხის ინტერესების გამომხატველი, ხელისუფლებას კი დაპირების ვერშესრულების გამო ხალხის ნდობა დაკარგა. „არც ეს ოპოზიციაა ხალხის ინტერესების გამომხატველი. არაერთხელ შევთავაზე ოპოზიციას, მოეწვიათ მიტინგი და თუ…

მეტი...

„ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოვა“ – სოფიო კილაძე

  •  

 „ხელისუფლებამ რაც არ უნდა შესთავაზოს „ნაციონალურ მოძრაობასა” და მისი ყველა სატელიტს, ე.წ ოპოზიციურ ერთობას, არც ერთ შემთხვევაში ისინი ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს ავითარებს. „მათ ზუსტად იციან, რომ მოცემულ მომენტში, ამ ადამიანებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ არც ერთი დემოკრატიული საარჩევნო სისტემით, ამიტომ ავითარებენ რევოლუციურ სცენარს. მათი გეგმა „ა“ და გეგმა „ბ“ არის რევოლუცია, რადგან ზუსტად იციან, რომ დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მეტი...

„თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები“ – კახა კალაძე

  •  

 „მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გასული დღეების განმავლობაში,როგორც თბილისის მერი აღნიშნავს  „თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. „სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა. მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფექცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ამასთანავე, პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. დეზინფექცია ასევე, უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. როგორც კალაძემ აღნიშნა, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. „სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა…

მეტი...

„ყველა პედიატრიულ კლინიკას აქვს რეკომენდაცია  თუ როგორ უნდა გამოავლინოს საეჭვო შემთხვევა“ – ივანე ჩხაიძე

  •  

 „ყველა მშობელმა უნდა იცოდეს სად უნდა მიმართონ პედიატრიულმა პაციენტებმა სიმპტომების შემთხვევაში“ – ამის შესახებ „თსსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ივანე ჩხაიძის განმარტებით დღესდღეობით ქვეყანაში ყველა პედიატრიულ კლინიკას აქვს საეჭვო შემთხვევების გამოვლენის საშუალება. პროფესორი აქვე აღნიშნავს, რომ მოზარდები ვირუსთან მიმართებაში დაბალი რისკის კატეგორიას განეკუთვნებიან. „ყველა პედიატრიულ კლინიკას აქვს რეკომენდაცია, როგორ უნდა გამოავლინოს საეჭვო შემთხვევა. საეჭვო შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ყველა კლინიკა უნდა დაუკავშირდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჩაატაროს სპეციალური გამოკვლევა საბოლოო პასუხისთვის. საბოლოო პასუხის შემდეგ ეს პაციენტი უნდა გაიგზავნოს  ინფექციური…

მეტი...

პრეზიდენტი პარლამენტს წლიურ მოხსენებას წარუდგენს 

  •  

 პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს დღეს მეორე წლიურ ანგარიშს წარუდგენს. პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით. რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს. რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენის ფორმატს, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები. ამასთან, რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის ლიდერის გამოსვლის – 15 წუთს. აღნიშნული…

მეტი...

დაბალპროცენტიანი სესხები, გრანტები და სხვა დახმარება მსოფლიო ბანკისგან კორონავირუსის წინააღმდეგ

  •  

 მსოფლიო მასშტაბით „ახალი კორონავიუსის“ დასამარცხებლად მსოფლიო ბანკი აქტიურად ერთვება. მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, განვითარებადი ქვეყნები დახმარების სახით 12 მილიარდ დოლარს მიიღებენ. აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებმა გუშინ იმსჯელეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება თანხის მიმართულებასა და პირობებს, როგორც საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მთავარი მიმართულება ჯანდაცვა და ეკონომიკის სფერო იქნება. დახმარების მიმღებ ქვეყნებს განვითარებადი ქვეყნები წარმოადგენენ, სადაც „ახალი კორონავირუსის“ საფრთხე მაღალია და თანხა გაიცემა დაბალპროცენტიანი სესხების, გრანტებისა და სხვა ტექნიკურ აღჭურვილობის სახით.

მეტი...

მსოფლიოში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი იქმნება, ჯანმო ხელისუფლებას მიმართავს

  •  

 პანდემიის სახით „ახალი კორონავირუსის“ გავრცელებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს  თვეში დაახლოებით 89 მილიონი ნიღაბი, 76 მილიონი წყვილი ხელთათმანი და 1.6 სათვალე დასჭირდება. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი შექმნას. ჯანმო მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, მსგავსი ინვენტარის წარმოება მინიმუმ 40%-ით გაზარდონ. დღევანდელი მონაცემებით,  მსოფლიოში, ვირუსის  დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 91 000-ია. გამოჯრთელებულთა რაოდენობა კი – 50 944-ს აღწევს.

მეტი...