“საქართველოში სწრაფად ხდება ის, რაც მსოფლიოში რამდენიმე დღეში” – პაატა იმნაძე

  •  

 “საქართველოში სწრაფად ხდება ის, რაც მსოფლიოში რამდენიმე დღეში. ამას ვაკეთებთ არა სწრაფი, არამედ მოლეკულური ტესტით, რომელიც დღეს მსოფლიოში ფუფუნებაა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის დასადგენად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პასუხს რამდენიმე დღე ელოდებიან, მაშინ, როცა საქართველოში ეს რამდენიმე საათში ხდება. „ფართო რაღაც ეტაპზე, კი ბატონო საჭირო გახდება. დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს სიტუაცია, როდესაც გვჭირდება ზუსტი დიაგნოსტიკა, როდესაც ვერ ვიქნებით სწრაფი ტესტების იმედზე, რომის ცდომილებაც შეიძლება, იყოს 15-20 პროცენტი, ანუ 15-20 პროცენტი ინფიცირებულებისა სწრაფმა ტესტმა შეიძლება, ვერ დაიჭიროს. ეს ახასიათებს ნებისმიერ სწრაფ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

  •  

 საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 83 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4505 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

მეტი...

StopCoV ფონდში 15 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული

  •  

 27 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში 15 მლნ 500 ათასი ლარი შეგროვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა – „სილქნეტი“ – 1 მლნ ლარი; კომპანია „ფერი“ – 300 ათასი ლარი; სამშენებლო კომპანია „ანაგი“ – 300 ათასი ლარი; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – 300 ათასი ლარი; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია – 300 ათასი…

მეტი...

კორონავირუსის გამო, სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობა შეეზღუდათ

  •  

 ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სტომატოლოგიურ კლინიკებს, გარდა მწვავე შემთხვევებისა, მუშაობა შეეზღუდათ.  “ეს რეკომენდაცია ეხება სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელ ყველა დაწესებულებას. გამომდინარე იქიდან, რომ სტომატოლოგია მაღალი რისკის შემცველი საქმიანობაა, პირველ მაისამდე გადაიდო გეგმიური ვიზიტები. ეს არ ეხება გადაუდებელ შემთხვევებს”, – განაცხადა სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთი გოგილაშვილმა. მისი თქმით, კლინიკებმა ყველა ტიპის პაციენტი უნდა მიიღოს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებიც. “სტომატოლოგებს მოვუწოდებ, ყველა ტიპის პაციენტი მიიღონ. ინფიცირებული ადამიანები, რა თქმა უნდა, კლინიკებმა უნდა მივიღოთ. აქ არის ძალიან მკაცრად განსაზღვრული რეკომენდაციები და ინფექციების გადაცემის მკაცრი პრევენციული ღონისძიებებიც უნდა ჩატარდეს. გვაქვს სპეციალური…

მეტი...

მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს. ქუთაისში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა საძიებო ოპერაციის მონიტორინგი. შტაბს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე. პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო. 10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15 კილომეტრიან…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა

  •  

 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ვირუსი 73 წლის მამაკაცს დაუფიქსირდა. მამაკაცი საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს, მისი მდგომრეობა შედარებით მძიმეა. საქართველოში, ამ ეტაპზე 82 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. აქედან 14 კი გამოჯანმრთელებული.

მეტი...

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

  •  

 “ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გამოკვლეული ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა”, – ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განაცხადა. ოთხივე პაციენტი ერთი ოჯახის წევრია. ისინი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს. მათ ცხელება და ხველა აღენიშნებოდათ. პაციენტებს შორის ერთი მცირეწლოვანია. პაციენტები 19 მარტს დაბრუნდნენ თურქეთიდან და ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსიგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა. შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანას ჯამში 14 გამოჯანმრთელებული ჰყავს. „ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობს 32 პაციენტი, 13-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს გითხარით, რომ 12-მა პაციენტმა დატოვა, მე-13 პაციენტის მდგომარეობაც შეფასდა, მისი კლინიკური მონაცემები და რადიოლოგიური მონაცემები საშუალებას იძლეოდა, მასაც დაეტოვებინა კლინიკა და გაეწერა ბინაზე, თვითიზოლაციაში ორი კვირის  განვლობაში. ყველა პაციენტი, რომელიც ტოვებს კლინიკას გაჯანმრთელებული, მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას ორი კვირის განმავლობაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

“კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა, დადასტურებულია კვლავ 81​ შემთხვევა” – მარინა ეზუგბაია

  •  

 კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა დღის განმავლობაში არ შეცვლილა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. “დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. შესაბამისად, როგორც დილით, ამჯერადაც 81 კორონავირუსის შემთხვევა გვაქვს. მათგან ჩვენს კლინიკაში 32 ადამიანი მკურნალობს. 13 პაციენტმა კი უკვე დატოვა ჩვენი კლინიკა. ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც კლინიკას ტოვებს, თვითიზოლაციის პერიოდს აგრძელებს 2 კვირის განმავლობაში.  რაც შეეხება ბოლო დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, ის უცვლელია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ეტაპზე სულ 4 მძიმე პაციენტი გვყავს, მათგან ერთი ასაკოვანი ქალბატონი კი, შედარებით მძიმედ არის. დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობა დღეს არ შეცვლილა,” – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 81…

მეტი...

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

  •  

 მაოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებიც არიან, მათ შორისს დღეს გაირკვა, რომ დაავადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისრსაც დაუდგინდათ. კორონავირუსით დაინფიცირებული მსოფლიო ლიდერების სია ასე გამოიყურება: 1) დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი. 2) დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. 3) ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩეზის მეუღლე ბეგონა გომეში. 4) მონაკოს პრინცი ალბერტი. 5) საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რისტერი. 6) იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნიკოლა ზინგარეტი. 7) კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს მეუღლე სოფი ტრუდო. 8) ბრაზილიის პრეზიდენტის პრეს-მდივანი. 9) ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრი პიტერ დატონი. 10) ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეთიუ ჰენკოკი. მსოფლიოში…

მეტი...

საქართველოში პენსიონერებს აპრილის პენსიები წინასწარ ჩაერიცხება

  •  

 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო. ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენსიები განსხვავებული წესით გაიცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში – აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას. პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებგვერდი www.myliberty.ge…

მეტი...

“ჩვენ პატიმრებს ვიცავთ კორონავირუსისგან და ვზრუნავთ იმაზეც, რომ არ დააკლდეთ საკვები და მედიკამენტები” – თეა წულუკიანი

  •  

 “ჩვენ შევქმენით როგორც მედიკამენტების, ასევე სურსათის მარაგები. კვების კომპანიას, მაღაზიის ქსელის კომპანიასთან ერთად, ეკუთვნის საჯაროდ ძალიან დიდი მადლობა. ისინი მუშაობენ ხელიხელ ჩაჭიდებული ჩვენთან ერთად, იმისთვის, რომ არა მხოლოდ გარედან შემომავალი ვირუსისგან დავიცვათ პატიმრები, არამედ შიგნით ციხეში მათ არ დააკლდეთ არც მედიკამენტი და არც პროდუქტი”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში უკვე 95 დისტანციური სასამართლო გაიმართა. „რამდენიმე დღის წინ აიკრძალა პატიმრების სასამართლოში წარდგენა და იმისათვის, რომ სისხლის სამართლის პროცესი არ დაზიანდეს, ჩვენ პროკურატურის, სასამართლოს და ადვოკატურის წარმომადგენლების მონაწილეობით, ონლაინ სასამართლოები ავაწყვეთ. ბოლო სამ დღეში 95 პროცესი…

მეტი...

უკრაინაში თურქეთიდან შეტანილი კორონავირუსის ყალბი ტესტები ამოიღეს

  •  

 უკრაინაში თურქეთიდან შეტანილი კორონავირუსის ყალბი ტესტები ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს უკრაინაში უხარისხო პრეპარატები და კორონავირუსის ყალბი სწრაფი ტესტები შეჰქონდათ. უწყების განცხადებით, დამნაშავეები ონკოპრეპარატებს და ექსპრეს-ტესტებს პირდაპირ კლიენტებზე ყიდდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებულია 1 მილიონი გრივნის (35 ათასი დოლარი) ღირებულების მედიკამენტები და ტესტები.

მეტი...

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 512 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 “სიენენის” ინფორმაციით, აშშ-ში, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 512 თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 86 012 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, დაღუპულია 1300-მდე ადამიანი.

მეტი...

დისტანციური სწავლებისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან

  •  

 დისტანციური სწავლებისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტროს მიზანია, დისტანციური სწავლების რეჟიმში საგნის მასწავლებლებმა, სხვადასხვა ფორმით, პროცესში აქტიურად ჩართონ სსსმ მოსწავლეები მათი საჭიროებების შესაბამისად და შეძლონ მათთან ემოციური და სოციალური კავშირის შენარჩუნება. “ამ მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა: სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები დაეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის…

მეტი...

“სამივე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის კურსს ემორჩილება” – ლევან რატიანი

  •  

 “სამივე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და დაწყებულ მკურნალობის კურსს ემორჩილება”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ახალშობილების ტესტის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. „ახალშობილების მდგომარეობის დინამიკა უცვლელია. ხორციელდება მართვა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“, – დასძინა რატიანმა. რაც შეეხება ორ ასაკოვან ქალ პაციენტს, ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკული რჩება, თუმცა ვიტალური პარამეტრები კორეგირდება და აქედან გამომდინარე, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება“, – განაცხადა რატიანმა. მისივე თქმით, სულ ამჟამად კლინიკაში 57 პაციენტია, მათგან 13 კორონავირუსით ინფიცირებულია. რამდენიმე ათეული პაციენტის კორონავირუსზე ტესტის პასუხები კი უარყოფითი…

მეტი...

ბერა ივანიშვილმა, შვილის სახელით StopCov ფონდში 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა

  •  

 სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბერა ივანიშვილმა თავისი შვილის, ბერუკა ივანიშვილის სახელით COVID 19-ის ვირუსთან ბრძოლისთვის, StopCov ფონდში 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა. ამ დრომდე ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა ქართული მედია აქტიურად წერს ამის შესახებ.

მეტი...

ჩოხატაურში, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის ერთი პირი დააჯარიმეს და საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს

  •  

 თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის ჩოხატაურში დღეს ერთი ადამიანი დააჯარიმეს და ბათუმის საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს. როგორც გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, არჩილ მჟავიამ განაცხადა, აღნიშნული პირი მარნეულთან არის დაკავშირებული და თვითიზოლაციაში ამიტომ იმყოფებოდა. „მამაკაცი პოლიციამ შენიშნა. მისი ისტორია მარნეულთანაა დაკავშირებული. სამართალდამცავებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კანონდამრღვევი 3 ათასი ლარით დაჯარიმდა. ის გადაყვანილია ბათუმის საკარანტინო ზონაში“, – განაცხადა გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, არჩილ მჟავიამ.

მეტი...

მსოფლიო ბანკი საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს

  •  

 მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს, საქართველოში “ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის” 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. “ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს სტაბილური მაკრო-ფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესაბასა და ასევე, COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში,” – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სებასტიან მოლინეუსმა. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ “განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები” შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის სტრატეგიასთან და ასევე, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

  •  

 რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 28 მარტს ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდება და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 20 აპრილის ღამის 00:00 საათამდე გაგრძელდება. დღესვე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

მეტი...

“კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების დაპირებებს არ ენდოთ” – საგარეო უწყება უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

  •  

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, გადაადგილებებზე კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაცემულ დაპირებებს არ ენდონ. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოციალურ ქსელებში კერძო პირები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას ჰპირდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და მგზავრობის მარშრუტი დაგეგმონ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით. „საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს…

მეტი...

პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია რუსულ მედიასთან ადასტურებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი. „მართლაც, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ადმინისტრაციაში. ეს მართალია და ყველა საჭირო სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებაა მიღებული, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს”, – განაცხადა პესკოვმა. ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ ინფიცირებულ პირს ვლადიმერ პუტინთან შეხება არ ჰქონია. მან ასევე აღიარა, რომ იგი ესწრებოდა წვეულებას, სადაც ლევ ლეშჩენკოც იმყოფებოდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა. „კი, ვიყავი, მარამ ლეშჩენკო არ მინახავს. ალბათ უკვე წასული იყო. ხელი არავისთვის ჩამომირთმევია და თან ეს ორი კვირის წინ იყო“,-განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

აზერბაიჯანმა 200 პატიმარი გაათავისუფლა კორონავირუსის პრევენციის მიზნით

  •  

 აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 200 პატიმარი გაათავისუფლა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დაცვის გაერთიანებული შტაბის რეკომენდაციების საფუძველზე. გავრცელებული ინფორმაციით, საპატიმროებიდან გამოუშვეს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები, რომლებსაც გათავისუფლებამდე დარჩენილი ჰქონდათ 3-დან 9 თვემდე. აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დაცვის გაერთიანებულ შტაბში დაადასტურეს პატიმრების გათავისუფლება, რაც მათ ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა. ამ შტაბის წევრის, უფლებადამცველ ნოველ ჯაფაროღლის ცნობით, მათ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიმართეს მეორე წერილით, საპატიმროებში მყოფი პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე. „მაგრამ დღემდე ვერ მივიღეთ ხელისუფლებისგან პასუხი ჩვენს ამ აპელაციაზე“, – განაცხადა ჯაფაროღლიმ. აზერბაიჯანელი უფლებადამცველების ცნობით, ციხეებში ასამდე პოლიტპატიმარი იმყოფება. ბაქო ამ შეფასებას არ იზიარებს…

მეტი...

Rammstein-ის სოლისტი, ტილ ლინდემანი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

  •  

 გერმანული როკ ჯგუფის, ტილ ლინდემანი ახალი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული ტაბლოიდი Bild ავრცელებს.  გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლინდემანი ბერლინის ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება. მიმდინარე თვეში ლინდემანმა რამდენიმე კონცერტი გამართა.  მათ შორის, ლინდემანმა ახალი პროექტით მოსკოვში ერთი დღის განმავლობაში ორი კონცერტი გამართა. ამის მიზეზი მოსკოვში მოქმედი აკრძალვა იყო, რომელიც 5 ათასზე მეტი ადამიანის თავყრილობას კრძალვადა. 

მეტი...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

  •  

 გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. საგულისხმოა, რომ ამის შესახებ პრემიერმა Twitter-ზე თავად განაცხადა

მეტი...

“არ არის სამეგობროში, ოჯახში შეკრების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში” – პაატა იმნაძე

  •  

 „ჩვენ კიდევ ვრჩებით ერთ პოზიციაზე – რაც უფრო ნაკლები კონტაქტები გვექნება, მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას, მათ შორის ეკლესიასაც, სამეგობრო წრეებსაც“ – ამის შესახებ დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გაანცხადა. იმნაძე მთავარ რეკომენდაციად ისევ სახლში დარჩენას თვლის. „ დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც მოვერიდოთ. დღეს რაც გვაქვს, ყველა შემთხვევა, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა და მერე გავრცელდა, იყო ოჯახური კლასტერები. ანუ, ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. დღეს არ არის არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების…

მეტი...

“ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, ხშირად დაიმუშავეთ!” – პაატა იმნაძე

  •  

 “ძალიან ვთხოვ, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს, გაეცნონ ყველა რეკომენდაციას. ჩვენთან დევს ნებისმიერი პროტოკოლი, კარგად ნახონ. მესმის შეშფოთებულები არიან, მაგრამ, არის გარკვეული წესები. მინდა ყველას ვუთხრა, ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. ხელთათმანი რომ გვიკეთია, ზუსტად ისევე უნდა ხშირად დამუშავება სპირტის შემცველი სადენზინფექციოთი. რა განსხვავებაა, ხელთათმანს მივიდებთ სახეზე, ნიღაბს ავიწევთ თუ ჩავიწევთ, სამწუხაროდ, ამას ვუყურებ, ხოლმე. ძალიან კარგად გავითავისოთ, ის ქცევები. მაღაზიებში ბევრი ადამიანია ხელთათმანით მუშაობს, გასაგებია, ის თავს იცავს. ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება ვირუსისი გადატანა, ამიტომ ხშირად დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელები”-ამბობს პაატა იმნაძე.

მეტი...

„ჩვენ შევძლებთ, ეტაპობრივად, იმ ადამიანების სამშობლოში დაბრუნებას ვისაც ამის სურვილი აქვს, მათ არავინ არსად მიატოვებს“ – მამუკა მდინარაძე

  •  

 „ჩვენ შევძლებთ, ეტაპობრივად, იმ ადამიანების სამშობლოში დაბრუნებას, ვისაც ამის სურვილი აქვს.  ჩვენს მოქალაქეებს არავინ არსად მიტოვებს,  სადაც იქნებიან იქაც გარკვეულ ყურადღებას ვაქცევთ. საელჩოები მაქსიმალურად მობილიზებული არიან, რომ იქაც ყურადღება მიექცეთ ჩვენს მოქალაქეებს და არაფერი გაუჭირდეთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, მომდევნო ორი კვირა მთლიანად გაწერილია და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გაგრძელდება. „მომდევნო ორი კვირა, პრაქტიკულად,  გაწერილია მთლიანად. საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ, უზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში განთავსებას, მათზე დაკვირვებას და ეს მენეჯმენტი აწყობილია.  ყველა შემთხვევაში, ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება“, – აღნიშნა მამუკა…

მეტი...

“კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე” – თეა წულუკიანი

  •  

 “24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები აეწყო ონლაინ. მე მინდა, ამ პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ვუთხრა არამხოლოდ პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ასევე პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებსა და თავად პატიმრებს, რადგან ჩვენ სულ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან. კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე, ეს არის წესი, რომელსაც გამონაკლისი ვირუსის აღმოფხვრამდე არ ექნება”, – განაცხადა წულუკიანმა.

მეტი...

„ჩინურმა კომპანიამ Covid-ის 215 000 ტესტი უკან გაიწვია, ხელშეკრულება ანულირებულია“ – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

 ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-მ ტესტები, უხარისხობის გამო, უკან გაიწვია. შესაბამისად, საქართველო, დაგეგმილ 215 000 ტესტს აღარ შეიძენს. “ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი როდუქცია თავად გაიწვია უკან, ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული.  საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ჩვენ მათი ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გვაქვს. ასევე, გვინდა დაავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები – ნებისმიერი ტესტი, რომელიც შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, მოწმდება ლუგარის ლაბორატორიაში. ვაკვირდებით მათ სანდოობას და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მოქალაქეებში. თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში, ხელშეკრულება ანულირებულია. არის მოლაპარაკება…

მეტი...

“ჩინურმა კომპანიამ, ზოგიერთი ტესტის წუნთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას თავად შეატყობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ანულირდა” – თამარ გაბუნია

  •  

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინურმა კომპანიამ, რომლისგანაც საქართველოს ტესტები უნდა შეესყიდა, ქართულ მხარეს, მისი ზოგიერთი ტესტის წუნთან დაკავშირებით თავად შეატყობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ანულირდა. რაც შეეხება ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრის სახით მიღებულ 1000 PSR ტესტს, როგორც მან უწებათაშორისი საჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი ხარისხი გარანტირებულია. „ეს არის სხვა კომპანია, ეს არ არის ის კომპანია, რომელთანაც გვქონდა ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. საჩუქარი მივიღეთ და მისი გამოყენება ხდება ძალიან აქტიურად, მაღალი სიზუსტით, რადგან ლუგარის ლაბორატორიას აქვს ის მექანიზმი, რომ დაადასტუროს თითოეული პასუხის სიზუსტე. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ტესტებს, იმ კომპანიამ, რომელთანაც…

მეტი...

„ამ ეტაპზე, კარანტინის აუცილებლობა არ არსებობს” – აპაატა იმნაძე

  •  

 „ყველა რეკომენდაცია, რომელიც დღემდე იყო გაცემული, ძალიან სწრაფად ხდებოდა ამის იმპლემენტაცია, რისთვისაც პირადად მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საყოველთაო კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არსებობს. „ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის შესახებ რეკომენდაცია არ გაცემულა. როგორც კი ამის პირველ საჭიროებას დავინახავთ, იმედი მაქვს, ეს განხორციელდება მომენტალურად, როგორც აქამდე ხდებოდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

„ყველა ოჯახს მოვუწოდებ, ნუ აგზავნიან ციხეებში ადამიანებს ამბის გამოსატანად“ – თეა წულუკიანაი

  •  

 იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატიმრების ოჯახებს მიმართა და მოუწოდა კორონავირუსის აღმოფხვრამდე ნუ შეაგზავნიან ციხეში ადამიანებს ამბის გამოსატანად. მანვე აღნიშნა, რომ ადვოკატებიც კი მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევებში უნდა შევიდნენ პატიმრებთან.  “ჩვენი მიზანია, კორონავირუსის აღმოფხვრამდე, ციხეები გახდეს მაქსიმალურად კარჩაკეტილი. ამიტომ, ყველა ოჯახს მინდა მოვუწოდო, ნუ მოინდომებენ ციხეებში ამბის გამოსატანად ისეთი ადამიანების შეგზავნას, რომელსაც ამ მომენტში არავითარი საჭიროება არ აქვს. ადვოკატებიც აუცილებელია ციხეებში მაშინ შედიოდნენ, როდესაც საქმე ეხება საქმის გასაჩივრებას ან სხვა საპროცედურო საჭიროებებს.”

მეტი...

მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევაში, კლინიკები ე.წ. რეზერვისტი ექიმებისთვისაც მზად არიან

  •  

 „ახალი კორონავირუსის“ პანდემიისა და პიკის ერთ-ერთი ნიშანი იტალიის მაგალითია, როცა ვირუსი მედპერსონალზეც გავრცელდა და სამედიცინო პერსონალი არ დარჩათ.     „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვა ჯანდაცვის მინისტრის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას“: აძლევს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს რეკომენდაციას და არიან თუ არა კლინიკები მზად, რეზერვში ჰყავდეთ ექიმთა ჯგუფი, თუ სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მოხდება? თამარ გაბუნია: „ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ქვეყანაში იმყოფება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი სპეციალურად ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის. მან ჩაატარა შეფასება რამდენიმე კლინიკაში, რომლებიც მთლიანად მობილიზებულები არიან „კორონავირუსის“ მიზნებისთვის. მათ შორისაა ინფექციური საავადმყოფო, ასევე საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი, ქუთაისის კლინიკა. რეკომენდაცია…

მეტი...

“კატასტროფის ცენტრი, რომელიც მოსახლეობას ტესტირებას 150 ლარად სთავაზობს, იმ 4 კომპანიაში შედის, რომელსაც რეგულირების სააგენტომ სანდოობა გამოუცხადა” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

 საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კატასტროფის ცენტრი, რომელიც მოსახლეობას ბინაზე გამოძახებით კორონავირუსის ტესტირებას 150 ლარის სანაცვლოდ სთავაზობს, იმ 4 კომპანიაში შედის, რომელსაც რეგულირების სააგენტომ სანდოობა გამოუცხადა. ტიკარაძის თქმით, სწრაფი ტესტების ფასის დადგენაზე სახელმწიფო მუშაობს . „სახელმწიფო ფასის დადგენაზე მუშაობს და საგანგებო რეჟიმში, ჩვენ სულ მალე დავადგენთ ამ ტესტების მოხმარების ფასს, რაც იქნება საბაზრო ღირებულება. რაც შეეხება ამ კომპანიას, როგორც წინა დღეებშიც მოგახსენეთ, რეგულირების სააგენტოს მხრიდან და ასევე იმ კომისიის მხრიდან, რომლის შემადგენლობაში შედიან ჩვენი ინფექციონისტები, ლუგარის ლაბორატორია, სანდოობა გამოეცხადა მხოლოდ 4 კომპანიას და ეს კომპანია შედის ამ ჩამონათვალში“, – განაცხადა…

მეტი...

ინფიცირებული 2 წლის ბავშვის დედას, ამ ეტაპზე, COVID-19 არ დაუდასტურდა

  •  

 აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული COVID-19-ით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვთან ერთად კლინიკაში იმყოფება მისი დედა, რომელსაც COVID-19, ამ ეტაპზე, არ დაუდასტურდა და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს.  კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა უმჯობესდება.  “ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად, ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 16 პაციენტი, რომელთა შორის 5 დადასტურებული ფორმაა, რომელსაც ვმკურნალობთ და მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს, დანარჩენი პაციენტები ელოდებიან ანალიზის პასუხებს და, საბედნიეროდ, სწრაფად ხდება ეს ბრუნვა ჩვენს კლინიკაში, ისინი დროულად ტოვებენ,”- განაცხადა კახა იშხნელმა.

მეტი...